ჯანმრთელობა
10 რთული ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ფეხმძიმობა 35 წლის შემდეგ
ფეხმძიმობა ყოველთვის მოიცავს გარკვეულ რისკს, ასაკის მიუხედავად. თუმცა, 35 წლის შემდეგ უფრო ყურადღებით უნდა იყოთ საკუთარ ჯანმრთელობასთან.
ახლა გაგაცნობთ ყველა იმ შესაძლო მოვლენას, რაც 35 წლის შემდეგ ფეხმძიმობას შეიძლება მოჰყვეს.
1. უფრო მაღალია ტყუპების ჩასახვის შანსი
პირველ რიგში, 35 წლის შემდეგ, ქალებში უფრო მაღალია ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონე. იგი დაკავშირებულია ტყუპების ჩასახვის დიდ ალბათობასთან.
მეორეც, არსებობს თეორია, რომელიც ხსნის, რომ უნაყოფობის საწინააღმდეგო აბები ზრდის იმის ალბათობას, რომ ქალს ტყუპები შეეძინება.
2. ნაადრევი მშობიარობის რისკი
35 წლის შემდეგ, ქალები ნაადრევი მშობიარობის 20%-იან რისკს აწყდებიან, ხოლო 35 წლის ასაკში – 35%-იანს.
3. ქრომოსომული დარღვევების რისკი
მეცნიერებმა ამ მოვლენის მიზეზები ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს. თუმცა, ამ გენეტიკურ ცვლილებებსა და დედის ასაკს შორის კავშირი ძალიან მჭიდროა.
4. კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს
ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ყველა ფეხმძიმესთვის, მიუხედავად ასაკისა. თუმცა, 35 წელს გადაცილებულ ქალებში უფრო დიდია წონაში მატების შანსი ფეხმძიმობის დროს.
5. შესაძლოა გართულებები
ქალები, რომლებიც 35 წლის ასაკის შემდეგ ფეხმძიმდებიან, გარკვეული გართულებების უფრო მაღალ რისკს ექვემდებარებიან. ესენია სისხლის მაღალი წნევა და გესტაციური დიაბეტი.
6. დაფეხმძიმება უფრო რთულია
როცა 20 წლის ასაკში წყვილისთვის დაფეხმძიმება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი, 35 წლის შემდეგ, ამისთვის წლებს ხარჯავენ.
ამისთვის უნდა გამოთვალოთ ოვულაციის პერიოდი და ჩაბააროთ დამატებითი ანალიზები. წონა, ცხოვრების წესი და კვება გავლენას ახდენს ჩასახვის ალბათობაზე.
7. ყველა ქალი განსხვავებულია
35 – ეს მხოლოდ ასაკის რიცხვია. ყველას განსხვავებული ჯანმრთელობა აქვს. წარმატებული ფეხმძიმობა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობასა და იმაზე, თუ რამდენად კარგად ზრუნავდით საკუთარ სხეულზე მთელი ცხოვრების მანძილზე.
8. ნაყოფიერების გაუარესება
35 წლის სემდეგ ქალები ნაკლები რეგულარულობით ოვულირდებიან. გარდა ამისა, უარესდება თვითონ კვერცხუჯრედის ხარისხიც.
9. დამატული ემოციური ცვლილებები
35 წლის შემდეგ, ქალები უფრო დიდი ინტენსივობის ჰორმონალურ ცვლილებებს განიცდიან ფეხმძიმობის დროს, აწუხებთ ხასიათის მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებები. ეს ჰორმონალური ბალანსის ძლიერი ცვლილებებით აიხსნება.
10. დიდია საკეისრო კვეთის ალბათობა
ეს დაკავშირებულია ფეხმძიმობისა და მშობიარობისას გართულებების მაღალ რისკთან, მაგალითად, ჭარბ სისხლდენასთან, ხანგრძლივ მშობიარობასთან. თუ 35 წელზე მეტის ხართ, საკეისრო კვეთა უფრო უსაფრთხო საშუალებაა.
გახსოვდეთ, რომ ყველა ეს ნივთი უბრალო სტატისტიკაა. ყველა შემთხვევა უნიკალურია. თუმცა, რაც ნამდვილად სასარგებლო იქნება – ესაა სიმშვიდის შენარჩუნება.