ჯანმრთელობა
23 მითი ჯანსაღი კვების შესახებ, რომლებიც უკვე აღარ უნდა გჯეროდეთ
სწორი კვება მუდმივი მანიპულაციების სფეროა. რა რაოდენობით წყალი უნდა დავლიოთ? შეიძლება კვერცხის გულის ჭამა? უნდა გვეშინოდეს ნახშირწყლების?
წარმოგიდგენთ 23 ყველაზე გავრცელებულ მითს ჯანსაღი კვების შესახებ, რომლებიც აღარ უნდა გჯეროდეთ.
მითი: ცხიმების დაბალი შემცველობის მქონე საკვები უფრო სასარგებლოა
ხშირად, თუ ცხიმებს არ მოიხმართ, მიირთმევთ მეტ ნახშირწყლებს, რათა ენერგიის მარაგი შეივსოთ. ცხიმის მოლეკულები ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში.
მითი: ვარჯიშის შემდეგ ელექტროლიტები უნდა “ჩაისხათ საწვავად”
ჩვენს ტვინს დამოუკიდებლად შეუძლია ელექტროლიტების რაოდენობის დარეგულირება. საკმარისია უბრალო წყლის დალევაც.
მითი: დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ
ორიენტირდით წყურვილის შეგრძნებაზე. თითოეული ადამიანისთვის წყლის დღიური ნორმა განსხვავებულია.
მითი: საუზმე – დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია
დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ კვების ნებისმიერ რეჟიმს შეუძლია ჯანმრთელობის გაუმჯობესება, თუ სწორად და დაბალანსებულად იკვებებით.
მითი: ბურღულეული – იდეალური საკვებია საუზმისთვის
ბურღულეულის უმეტესობა დამუშავებულია. ნაცვლად იმისა, რომ დღე ბურღულეულით დაიწყოთ, დიეტოლოგები გვირჩევენ 1 ფინჯანი ბერძნული იოგურტის მირთმევას თხილთან და კენკრასთან ერთად.
მითი: ხილის წვენები – სასარგებლოა
ხილის წვენები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და მინიმალურ ცელულოზას.
მითი: სნეკები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის
დიახ, ეს არ აძლევს ადამიანს ზედმეტი საკვების მიღების საშუალებას. თუმცა უნდა შეარჩიოთ სწორი სნეკები და არა ნაყიდი ტკბილი ბატონები.
მითი: შიმშილი მავნებელია
შიმშილობით მარხვა ადამიანს ეხმარება ისეთი დაავადებების აღკვეთაში, როგორიც დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე და სიმსუქნეა.
მითი: ცილების საჭირო რაოდენობას ვერ იღებთ
სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანთა უმეტესობა დღეში დღიური ნორმის შესაბამის ცილებს იღებენ. გარდა ამისა, უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცილებს.
მითი: საკვები პირამიდა თქვენი გზამკვლები უნდა იყოს
სხვადასხვა ორგანო განსხვავებულად რეაგირებს ორგანიზმში მოხვედრილ ცხიმებსა და ნახშირწყლებზე. ერთი ადამიანისთვის ენერგიის სტაბილურმა წყარომ შეიძლება მეორე ადამიანში შაქრის დონის მკვეთად მომატება გამოიწვიოს.
მითი: იოგურტი ყოველთვის ჯანსაღი არჩევანი არაა
დაფასოებული იოგურტების უმეტესობა შაქარს შეიცავს.
მითი: მარგარინი კარაქს სჯობს
მარგარინის შემადგენლობაში შედის ტრანს-ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში გროვდება და დაავადებებს იწვევს.
მითი: არ შეიძლება კვერცხის გულების ჭამა
კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს: 180 მგ-ზე მეტს, თუმცა ეს სასარგებლო ქოლესტერინია.
მითი: მაქსიმალურად მცირე რაოდენობით ნახშირწყალი უნდა მიიღოთ
ქვინოა, სტაფილო, პარკოსნები, სრულმარცვლოვანი ფაფები – ეს პროდუქტი შედარებით მეტ ნახშირწყალსა და დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. ისინი მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
მითი: კალორიების დათვლა – ეს კარგი სტრატეგიაა გასახდომად
დიეტოლოგები სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ ადამიანებს პროდუქტის სრულად შეფასებისკენ და არა მათში მკვებავი ნივთიერებებისა და კალორიების მიხედვით.
მითი: ფორთოხლის წვენი გეხმარებათ გაციებასთან ბრძოლაში
ფორთოხლის წვენი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუმცა, იგი ებრძვის გაციებას.
მითი: ვიტამინური დანამატები სასარგებლოა, როგორც ხილი
არა, რადგან ორგანიზმი ვერ ითვისებს დანამატებს სრულად. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ აფთიაქში შეძენილი ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
მითი: მარილი – მავნეა
არ არსებობს დამარწმუნებელი მტკიცებულება იმისა, რომ მარილი ზრდის სისხლის წნევას ან იწვევს გულის შეტევებს.
მითი: სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას
სტაფილო სასარგებლოა თვალების ჯანმრთელობისთვის, თუმცა მხედველობას ვერ აუმჯობესებს. თვალების ჯანმრთელობის ასაკთან ერთად შესანარჩუნებლად, მიირთვით ვიტამინებითა და მკვებავი ნივთიერებებით სავსე მცენარეული საკვები.
მითი: ყავა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის
უამრავი მეცნიერული კვლევა აჩვენებს, რომ ყავის მოხმარება ადამიანების ცხოვრებას ახანგრძლივებს.
მითი: დიეტური კოლა – სასარგებლოა
არა. ეს მისი შემადგენლობის გამოა, რომელიც უამრავ ქიმიკატსა და კონსერვანტს შეიცავს.
მითი: უნდა მიირთვათ მეტი რძე, რათა ოსტეოპოროზს შეუშალოთ ხელი
რეალურად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რძეს სხვა, კალიუმით მდიდარ პროდუქტებთან უპირატესობა აქვს.