Connect with us

ჯანმრთელობა

ყველა დაავადებას მჟავა იწვევს. 10 საშუალება მჟავურ-ტუტოვანი ბალანსის აღსადგენად

უამრავ ადამიანს ორგანიზმში მჟავიანობა აქვს მომატებული. ეს ქარხნული საკვების, რაფინირებული შაქრისა და გმო-პროდუქტის მოხმარების მოსალოდნელი შედეგია.

თუმცა, ყველა ვერ იაზრებს, რომ მჟავური გარემო იდეალური პირობაა კიბოს, ჭარბი წონის, ტკივილებისა და დაავადებების გამოსაწვევად.

საბედნიეროდ, ორგანიზმში ტუტოვანი გარემოს შექმნა საკმაოდ მარტივია. ტუტოვანი გარემო მჟავურის რადიკულურად საწინააღმდეგოა.

10 ნატურალური საშუალება ორგანიზმის გატუტოვნებისთვის:

  1. ყველაზე მთავარია – დაიწყოთ დღე ღიმილითა და 1 დიდი ჭიქა წყლით(1 ლიმონის წვენს თუ დაუმატებთ, იდეალური იქნება). მართალია, ლიმონი მჟავედ გვეჩვენება, იგი ორგანიზმზე საწინააღმდეგო გავლენას ახდენს. დალიეთ ეს სასმელი უზმოზე, კუჭის გასაწმენდად.
  2. მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანილის სალათი, შეზავებული ლიმონის წვენითა და მაღალხარისხიანი ზეითუნის ზეთით. მწვანე ხილი და ბოსტნეული – ტუტოვანი მიკროელემენტების საუკეთესო წყაროა. მიირთვით ისინი მთელი დღის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოთ ორგანიზმში ჯანსაღი pH ბალანსი.
  3. წახემსება გსურთ? მიირთვით უმი, უმარილო ნუში. იგი დიდი რაოდენობით ტუტოვან მიკროელემენტს(მაგნიუმი, კალციუმი…) შეიცავს, რომლებიც აღადგენს მჟავურ-ტუტოვან ბალანსს, ასევე, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
  4. დალიეთ ნუშის რძე და მოიმზადეთ კენკრის სმუზი სპირულინას მწვანე ფხვნილით.
  5. ისეირნეთ ან დაკავდით სპორტით. აქტიურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. იგი ორგანიზმიდან მჟავე ნარჩენებს გამოიყვანს.
  6. ისუნთქეთ ღრმად. იდეალში, იპოვეთ სუფთა, ჟანგბადით გაჟღენთილი ჰაერი, და იარეთ ასეთ ადგილას ყოველ შესაძლებლობაზე. მიირთვით მეტი წყალი, რათა ორგანიზმიდან შლაკები გამოდევნოთ/
  7. გახდით ვეგეტარიანელი. ხორცის ხშირი მოხმარება მჟავურ ნადებს ტოვებს.
  8. უარი თქვით მეტისმეტად ტკბილ კერძსა და გაზიან სასმელზე. შაქარი – ერთ-ერთი ყველაზე საშიში მჟავე პროდუქტია. ერთი ქილა გაზიანი სასმლის მჟავიანობის გასანეიტრალებლად 30 ჭიქა წყალია საჭირო!
  9. ჩართეთ რაციონში მეტი ბოსტნეული. გაითვალისწინეთ: კარტოფილი არ ითვლება! ძალიან სასარგებლოა წიწაკები, სატაცური, ყაბახი და ბადრიჯანი.
  10. დაბოლოს: მიირთვით მეტი ბრუსელის კომბოსტო. იგი ატუტოვნებს ორგანიზმს და შეიცავს უამრავ მკვებავ ნივთიერებასა და ფერმენტს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.