ჯანმრთელობა
8 სანელებელი, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ
პირდაპირ სამზარეულოში შეგიძლიათ იპოვოთ ის, რაც უსიამოვნო სიმპტომების მოშორებაში დაგეხმარებათ.
სანელებლებს, როგორც ძლიერ სამკურნალო საშუალებებს ჯერ კიდევ უძველეს დროში იყენებდნენ. მათ უჯრედულ დონეზე ცვლილებების გამოწვევა და ბევრი დაავადების განკურნება შეუძლიათ.
აი, სანელებლები, რომლებიც იმუნოდაცვითი თვისების გამო სასურველია ყოველდღე მიირთვათ.
კურკუმა
ის შეიცავს კურკუმინს, რომელიც სიმსივნის უჯრედებს ანადგურებს. კურკუმა თავისი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ცნობილია. კურნავს ინფექციებს, ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს და ანთებას აქრობს.
ზაფრანა
ზაფრანა შეიცავს კროცეტინს, ბუნებრივ კაროტინოიდურ დიკარქსიულ მჟავას, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და მის ზრდას აფერხებს.
დარიჩინი
თქვენი დღე 1 ჭიქა თბილი რძითა და დარიჩინით დაიწყეთ.ეს ენერგიას მოგანიჭებთ, ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
კოჭა
ამ ცნობილ სანელებელს ანტიოქსიდანტური, ანთების და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რომლებიც ანთებას ეფექტურად აქრობენ და სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებენ.
დიდი კამა
დიდი კამა ანტიოქსიდანტების და ფიტო მკვებავი ნივთიერებების მდიდარი წყაროა.
კვლიავი
კვლიავი უჯრედებს აძლიერებს, მათ მუშაობასა და ზრდას არეგულირებს, ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.
ნიორი
კვლევამ აჩვენა, რომ ნიორს სხვადასხვა სახის სიმსივნის წარმოშობის შემცირება შეუძლია. განსაკუთრებით ეს პროსტატის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის და ნაწლავების სიმსივნეს ეხება.
ორეგანო
მის შემადგენლობაშია ფიტოქიმიური ნივთიერება, ცნობილი როგორც „კვერცეტინი“, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
თქვენ ეს სანელებლები გიყვართ? კერძებში ხშირად ამატებთ?