ჯანმრთელობა
როგორ გავზარდოთ შინაურული ანტიბიოტიკი, ჩაის სოკო? ძალიან სასარგებლო საშუალება
იცით, საერთოდ რა არის ჩაის სოკო? თუ არა, აუცილებლად უნდა გაიგოთ და არა მხოლოდ გაიგოთ, არამედ სახლში გაზარდოთ. პირველ რიგში, ის ძალიან ეფექტური ანტიბიოტიკია, მეორე მხრივ, წარმოუდგენლად ბევრი სასარგებლო ბაქტერიისა და ვიტამინის წყარო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გჭირდება.
ჩაის სოკო სხვადასხვა ბაქტერიისა და საფუარის ნაერთია, რომელიც ბუნებრივ პირობებში წარმოიქმნება. ჩაის სოკო სხვადახვა ეროვნების ხალხში იმდენად პოპულარული იყო, რომ მის შესახებ ცნობებს თითქმის ყველა კულტურაში შეხვდებით. ეს გასაკვირი არაა, რადგან სასიამოვნო გემოს და რიგი სასარგებლო თვისებების გარდა, ჩაის სოკოს კულტურული სითხე ძლიერ ანტიბიოტიკს წარმოადგენს.
ჩაის სოკოს ისტორია ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იწყება. ამ უნიკალური სასმელის გამოყენების შესახებ პირველი ცნობები ჩვ.წ.აღ-მდე 220 წელს ძველ ჩინეთში, ცინის დინასტიაში გვხვდება, სადაც მას „კომბუხას“ უწოდებდნენ. ტერმინი „კომბუხა“სხვადასხვა კულტურაში დღემდე გამოიყენება.
ჩაის სოკო ცელულოზას და სასარგებლო მიკროორგანიზმების მცურავ ბოჭკოვან ქსოვილს წარმოადგენს. ჩაის სოკო, როგორც წესი, სასარგებლო საფუარის ბევრ შტამს შეიცავს, რომლებიც შაქარს სპირტად აქცევენ. ჩაის სოკოს შემადგენლობაშია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასარგებლო ბაქტერია Gloconacetobacter xylinus – მიკრობიოლოგიური ცელულოზის მთავარი მწარმოებელი. ეს მიკროორგანიზმი ეთანოლს ძმრის მჟავას აქცევს, რაც ჩაის სოკოში ალკოჰოლის შემადგენლობას ამცირებს და პრობიოქტიკური პროდუქტების რაოდენობას ზრდის.
ჩაის სოკოს მჟავე გარემო ობით და დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით დაინფიცირებას ხელს უშლის. გარდა ამისა, ჩაის სოკო ბევრ ნივთიერებას აწარმოებს:
- ორგანული მჟავები (ძმარი, გლუკონი, მჟაუნმჟავა, ლიმონი, ვაშლი, რძე, კოჟი);
- ეთილის სპირტი;
- ვიტამინები (ასკორბინის მჟავა, თიამინი, D ვიტამინი);
- ფერმენტები (კატალაზა, ლიპაზა, პროტეაზა, კარბოჰიდრაზა, ზიმაზა, ლევანსაქარაზა);
- ლიპიდები (სტერინი, ფოეფატიდი, ცხიმოვანი მჟავა);
- შაქარი (მონოსაქარიდი, დიეასაქარიდი);
- პიგმენტები (ქლოროფილი, ქსანტოფილი);
- ჩაის ფოთლების პურინული ბაზა;
- ჩაის ფოთლები ტანინები და ფისი;
- ანტიბიოტიკური ნივთიერება;
ჩაის სოკოს ანტიბაქტერიული ეფექტი ცალკე საუბარს იმსახურებს. კვლევის თანახმად, რომელიც 1946-1947 წლებში ერევანის ზოოვეტერინალურ ინსტიტუტის კათედრამ ასოცირებული პროფესორის ლ.თ.დანიელიანის და პროფესორის გ.ა.შაკარიანის ხელმძღვანელობით ჩაატარა, ჩაის სოკოს ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრი გააჩნია. მეცნიერების აზრით, კულტურული სითხის ანტიბაქტერიული მოქმედება მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების არსებობით არის განპირობებული.
ჩაის სოკო რიგი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგოდ ეფექტურია. ჩაის სოკოში არა სპოროგენური ბაქტერიების უმეტესობა 10 წუთიდან 2 საათამდე პერიოდში იღუპება.
ბაქტერიების სპორები და ობის სოკოები, როგორც წესი, უფრო მეტ მდგრადობას იჩენდნენ, მაგრამ 1-დან 4 დღემდე პერიოდში მაინც იღუპებოდნენ. ასეთ სპორებს მიეკუთვნება ციმბირული წყლულები, თირკმლის სპორებიანი ბაქტერიები, ხოლო ობის სოკოდან – Penicillium, Aspegillus.
ჩაის სოკოს მიმართ ყველაზე უფრო მგრძნობიარე სტრეპტოკოკი აღმოჩნდა, რომელიც გაუზავებელ ჩაის სოკოში 1 საათში განადგურდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაის სოკოს სითხე შეიძლება რიგი პათოლოგიური მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადების დროს შინაურული აფთიაქის საშუალება აღმოჩნდეს.
როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო ნულიდან
სოკოს გაზრდა შავი ჩაიდან
თუ ჩაის სოკო მხოლოდ გემრიელი სასმელის სახით გსურთ, რომელსაც ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება ექნება, მაშინ შეგიძლიათ შავი ჩაი გამოიყენოთ. თქვენ სამლიტრიანი ქილა, მარლის ქსოვილი, ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი, მდუღარე წყალი, შაქარი და შავი ჩაის მსხვილი ფოთლების ნაყენი დაგჭირდებათ. ამასთან ნაყენი ჩვეულებრივი უნდა იყოს, ყოველგვარი დანამატების გარეშე – რაც უფრო იაფი, მით უკეთესი.
პირველ რიგში, სამლიტრიანი ქილა კარგად გარეცხეთ. ეს აუცილებელი მოთხოვნაა, რადგან ჩაის სოკოს სისუფთავე ძალიან უყვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზრდამდე დაიღუპება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ქილას საწმენდად სინთეტიკური სარეცხი საშუალება არ გამოიყენოთ. ქილის გასარეცხად ჩვეულებრივი საკვები სოდა გამოდგება.
დასაყენებელ ჩაიდანში 5 ს/კ შავი ჩაის ფოთლები მოათავსეთ და ნახევარი ლიტრი კარგად ადუღებული წყალი დაუმატეთ. გაგრილებამდე გააჩერეთ. შემდეგ 7 ს/კ შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და მარლის ქსოვილის დახმარებით გადაწურეთ. ტკბილი ნაყენი სამლიტრიან ქილაში გადაასხით, ზემოდან მარლის ქსოვილი დააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი თვე შეინახეთ.
სადღაც 1,5 კვირაში ძლიერ ძმრის სუნს იგრძნობთ. ეს ნორმალურია, ცოტა მოთმინების მოკრება დაგჭირდებათ. 5-6 დღეში სუნი პრაქტიკულად გაქრება, ხოლო ზედაპირზე თხელი ფირი გამოჩნდება, ეს ჩაის სოკოა. ყოველდღე ის უფრო სქელი გახდება, სოკოს ზრდა მთელი ცხოვრება არ წყდება.
სოკოს გაზრდა ასკილის ნაყოფიდან
თუ ჩაის სოკოს ამოცანა არა მხოლოდ წყურვილის მოკვლა, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, სჯობს უპირატესობა ასკილის ნაყოფს მიანიჭოთ. ასეთი ჩაის სოკო ნამდვილი აღმოჩენაა წლის ცივ სეზონზე, გრიპისა და სურდოს დროს, ასევე გაზაფხულზე, როცა ავიტამინოზი აქტიურდება. სოკოს გაზრდის პრინციპი იგივეა, მაგრამ გარკვეული ნიუანსი მაინც აქვს.
პირველ რიგში ასკილის ნაყენი მოამზადეთ. ამისთვის ახალი და არა ხმელი ნაყოფი გამოიყენეთ. მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. თერმოსში 4 ს/კ ასკილის ნაყოფი მოათავსეთ, ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით და თავზე დაახურეთ. 5 დღე გააჩერეთ.
შემდეგ ასკილის ნაყენი მზად იქნება. შეგიძლიათ სოკოს გაზრდას შეუდგეთ. სამლიტრიანი ქილა გარეცხეთ. აქ ასკილის ნაყენი და წინასწარ მომზადებული ჩაის ნაყენი (3 ს/კ შავი ჩაის ფართო ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით) ჩაასხით. 5 ს/კ შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ერთი დღით გააჩერეთ.
შემდეგ მარლის ქსოვილში გადაწურეთ, ქილას წყალი გამოვლეთ და კვლავ ნაყენი ჩაასხით. ქილას რამდენიმე ფენა გაკეცილი მარლის ქსოვილი დააფარეთ და თბილ, ბნელ ადგილას დადგით. შემდეგ პროცესი სტანდარტული სქემით განხორციელდება – დაახლოებით 2 კვირაში ძლიერი ძმრის სუნი გაჩნდება, რომელიც მალე გაქრება. ხოლო თავად სოკო უკვე 2,5 თვეში წარმოიქმნება.
ჩაის სოკოს მოვლა
სახლის პირობებში ჩაის სოკოს გაზრდა საქმის მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს. მეორე ნახევარი მის სწორად მოვლას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში არა გემრიელ სასმელს, არამედ ძმრის მსგავს სითხეს მიიღებთ. ან უფრო უარესს – ასეთი მზრუნველობით გაზრდილი სოკო უბრალოდ დაიღუპება.
სხვათა შორის, ჩაის სოკოს ჯანმრთელობის შესანიშნავი მაჩვენებელი არსებობს – ის ყოველთვის წყლის ზედაპირზე უნდა იყოს. თუ ქილის ფსკერისკენ დაეშვა, ან ნაყენი შეუმცირეთ, ან სოკო დაავადდა. თუ ჩაის სოკო დაავადდა, მის მოვლაში შეცდომა დაუშვით. აუცილებელია უმკურნალოთ. ყველა ვარიანტში აუცილებელია სისუფთავე და სწორი მოვლა.
სითხის მოცულობა
როგორც უკვე მიხვდით, თავიდან ქილაში სითხის მცირე რაოდენობა 0,5 ლიტრია მოთავსებული. როცა უკვე სოკო გაიზრდება, სითხის რაოდენობა 3 ლიტრამდე უნდა გაიზარდოს. ჩაის სოკო დეკორაციის ელემენტს არ წარმოადგენს და მას დალევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულარულად სითხე უნდა დაუმატოთ.
ამისთვის უკვე მზა ნაყენი გამოიყენეთ – ჩაის ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით, შაქარი დაუმატეთ და ქილაში გადაიტანეთ. 1 ლიტრ სითხეზე მხოლოდ 2 ს/კ შაქარი გამოიყენეთ. ბევრი ადამიანი ნაყენს არ წურავს, არამედ უბრალოდ ამატებენ. სოკოსთვის ეს ზიანს არ წარმოადგენს, მაგრამ შემდეგ დალევა მოსახერხებელი არ იქნება. ზიანს იმ შემთხვევაში არ მიაყენებთ, თუ შაქარი ბოლომდე გაიხსნა. შაქრის მარცვლები სოკოს ზედაპირს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს.
ბანაობის დღე
2-3 კვირაში ერთხელ ჩაის სოკოს ბანაობის დღე უნდა მოაწყოთ. თავად სოკო ქილიდან ფრთხილად ამოიღეთ და ფართო თეფშზე დადეთ. ეცადეთ ძლიერ არ დააზიანოთ. სითხე მარლის ქსოვილის დახმარებით გადაწურეთ და სუფთა სამლიტრიან ქილაში გადაასხით.
სოკოს თეფში თბილი (არა ცხელი) წყლით ნაზად გარეცხეთ და ჰაერზე 5 წუთით დატოვეთ.
შემდეგ ქილაში ფრთხილად გადაიტანეთ და მარლის ქსოვილი დააფარეთ. ჩაის სოკოს „თავსატეხი“ ამით დასრულებულია. ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა, რომლის დახმარებით ჩაის სოკოს ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებთ. დაზიანებული სოკოს გადარჩენა ძალიან რთულია, ახლის გაზრდა უფრო მარტივი საქმე იქნება. დაავადებული ჩაის სოკოს სასმელის დალევა რეკომენდებული არაა, რადგან არა მხოლოდ თავის სარგებელს კარგავს, არამედ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელია. გახსოვდეთ, რომ ჩაის სოკოს ნაყენი ყოველთვის გამჭვირვალე უნდა იყოს.
ჩაის სოკოს შენახვა
ჩაის სოკოს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი პირობა – მისი სწორად შენახვა უნდა იცოდეთ. პირველ რიგში, ტემპერატურა – ძალიან მაღალი ტემპერატურა ჩაის სოკოს მხოლოდ გაზრდის დროს სჭირდება. შემდეგ ოპტიმალური ტემპერატურა 18 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. მეორე მხრივ, განათება. ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის სინათლე აუცილებლად სჭირდება, ამასთან დღის სინათლეში მინიმუმ 8 საათი უნდა იყოს. მზის პირდაპირ სხივებს მოერიდეთ. გავრცელებული შეცდომა არ გაიმეოროთ და ჩაის სოკო ფანჯრის რაფაზე არ დადოთ.
ჩაის სოკოს სარგებელი
ჩაის სოკოს სასარგებლო თვისებებზე ცოტა მაინც უნდა ვისაუბროთ.
ნივთიერებათა ცვლა და იმუნური სისტემა
პირველი რაზეც უნდა ითქვას, ვიტამინებია. ჩაის სოკოს სასმელი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ძვირადღირებული ვიტამინებისა და მინერალების ნაკრები. ვიტამინები, მინერალები, რძის და სხვა მჟავები, ფერმენტები – ეს სრული სია არაა. ამიტომ გასაოცარი არაა, რომ ჩაის სოკოს სასმელი იმუნურ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
გასტრიტი, კოლიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დისბაქტერიოზი გაწუხებთ? დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ჩაის სოკოს სასმელი სიტუაციას უკვე 1 კვირაში გააუმჯობესებს. მისი რეგულარული მოხმარება სრულად გაგკურნავთ. სხვათა შორის, სასმელი ყველაზე ძლიერ გულძმარვასაც უმკლავდება.
როგორც ხედავთ, ჩაის სოკოს გაზრდა და მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.