Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე ჯიუტი და რომელი ნებდება ყველაზე სწრაფად?

იმისათვის, რომ წარმატებული იყოთ და მიზნებს მიაღწიოთ, საჭიროა ამ მიზნების დასახვის ცოდნა. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ძალიან მარტივია, სხვებს კი ძალიან უჭირთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამაა დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშანზეც: ყველა ნიშანი ხომ ერთნაირად შეუპოვარი და ამბიციური არაა.

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი ამ თვისებების მიხედვით:

1. თხისრქა

ეს ნიშანი ბუნებით ძლიერია. წარუმატებლობებისგან სწავლობს და შემდეგში ამ გაკვეთილს ითვალისწინებს. რაც თხისრქას არ კლავს – აძლიერებს.

ამ ნიშნის წარმომადგენლები სამყაროს შეცნობის მუდმივ პროცესში არიან. ისინი არ იღლებიან თავიანთი პროფესიის სხვადასხვა განხრის ახალი ასპექტების შესწავლით. მათთვის მთავარი სტიმული მაღალი ხელფასია. თხისრქამ თავიდანვე იცის, რომ საუკეთესო იქნება. მისი ამბიცია ყოველთვის შეესაბამება მისივე შესაძლებლობებს.

2. კურო

კურო უძლეველია მაშინ, როცა საქმე მისი ან მისი ოჯახის კეთილდღეობას ეხება. იგი ბოლო წუთანდე თავის ინტერესებს დაიცავს.

სამსახურში ეს ნიშანი ყოველთვის პროფესიონალია. პრაქტიკული გონება და ოქროს ხელები: შესანიშნავი შერწყმა ერთ ჭურჭელში.

მას არ ეშინია რუტინული მუშაობის, მისთვის მნიშვნელოვანია შედეგი. თავისი წარმატებით კმაყოფილება კუროს კარიერული ზრდის მთავარი სტიმულია.

3. მორიელი

მორიელს თამამად შეგიძლიათ უწოდოთ ყველაზე დაუმარცხებელი ნიშანი. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები მარტივად უმკლავდებიან ყველა უსიამოვნებას და სიამოვნებასაც კი იღებენ მათი გადალახვით. შეიძლება ითქვას, რომ მორიელი ომში იწრთობა. იგი შესანიშნავი ფსიქოლოგია. უყვარს სიტუაციის ანალიზი, წყალქვეშა ქვების ძიება აქტუალურ საკითხებში, ასევე, შეუძლია ნებისმიერი კონფლიქტის დალაგება თავისი ქარიზმის გამოყენებით.

მასთან წარმატება იმიტომ მიდის, რომ წარუმატებლობის არ ეშინია. მორიელი მიზანმიმართული და რისკიანია. წარმატებას უყვარს მისი სიმტკიცე.

4. ლომი

ლომს საკმაოდ მყარი და მტკიცე ხასიათი აქვს სირთულეებთან გასამკლავებლად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა დაუმარცხებლობა მათი პოზიტიური განწყობითა და უკეთესის რწმენითაა განპირობებული.

ლომი, ძირითადად, წამყვან თანამდებობაზეა ხოლმე. მასთან კარგი ურთიერთობა რომ გქონდეთ, მოგიწევთ იმის აღიარება, რომ ლომი-ხელმძღვანელი ყველაზე ნიჭიერი, კრეატიული, ბრძენი და კარგი უფროსია მთელ მსოფლიოში.

მართალია, ლომი საკმაოდ ამბიციურია, თუმცა თავისი მიზნების მიღწევას ხელქვეითების ხარჯზე ცდილობს. თუმცა, მისი სწორად მოტივირებაც საჭიროა.

5. მერწყული

მერწყული უდრეკი, მტკიცე და მყარი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხელყოფას ცდილობენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ბოლომდე ივლიან თავიანთი კეთილდღეობისა და კარგად ცხოვრებისთვის.

მერწყულს ახასიათებს გარშემომყოფებისთვის თავისი აზრის მოხვევა, ამიტომ მასთან კამათი უსარგებლოა. მას თავი ყოველთვის მართალი ჰგონია.

6. კირჩხიბი

კირჩხიბს აკლია სიმტკიცე და შეუპოვრობა. მას ეშინია სირთულეების და, ხშირად, ეს უშლის წარმატების მიღწევაში ხელს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას წარმოუდგენელი მოთმინება აქვს.

ამ ნიშნის წარმომადგენელი არ ებრძვის სირთულეებს, უბრალოდ ელოდებიან მათ დასრულებას. მხოლოდ მოტივაციას შეუძლია მათთვის სტიმულის მიცემა. მთავარია, არ შეუშალოთ ხელი კრიტიკით.

7. ქალწული

ეს ნიშანი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწილია. ქალწული მკვეთრ მიზნებს ისახავს, გეგმავს თავის მოქმედებებს და წინასწარ განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას. ეს საშუალებას აძლევს, მზად იყოს ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულისთვის.

საშინელი პერფექციონიზმი მას პრობლემებსაც უქმნის ხოლმე დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. იდეალში, მას დამხმარე ან მეგობარი სჭირდება, რომელსაც ენდობა.

8. სასწორი

სასწორს არ აქვს გამბედაობა და თავდაჯერებულობა. ცხოვრების უსიამოვნებები მას ფარხმლის დაყრას აიძულებს, საბოლოო ჯამში კი ისევ უბრუნდება ცხოვრებას. მუშაობის სქემა მას, პრაქტიკულად, ყოველთვის კონსერვატიული აქვს. ერიდება კონფლიქტებს და არ მიდის რისკებზე, გარდა ამისა, ყოველთვის მზადაა პრინციპების დასაგმობად, ბალანსის შენარჩუნების მიზნით.

9. ვერძი

ვერძი ბევრს წარმატების მაგალითად ეჩვენება. თუმცა, ისინი ხშირად იკარგებიან ცხოვრებისეულ სირთულეებში და იწყებენ პრობლემის მოგვარებას ისე, რომ ავიწყდებათ საბოლოო მიზანი. მათ არ ჰყოფნით მოთმინება და თავშეკავებულობა, რაც საკუთარ თავში იმედგაცრუებას იწვევს.

კარიერული ზრდის საკითხებში ვერძს არ უყვარს რუტინა და მკვეთრი გრაფიკი. იგი ეძებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც სრულად გახსნის მის პოტენციალს. ვერზმა ზუსტად იცის, რა საკითხებშია დახელოვნებული, ხოლო რაში – მოიკოჭლებს, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, მხოლოდ ღირსეული მხარე გამოიყენოს. თუ არ გამოუვა, მოდუნდება.

10. თევზები

თევზები ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ცხოვრებისეულ სირთულეებს. თუმცა, მიხედავად ამისა, მას ვერ გატეხთ! ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახასიათებთ პრობლემებისგან გაქცევა და ჩრდილში ლოდინი.

არ უყვარს სწავლა, თუმცა თავისი საქმე იცის. მას განვითარებული აქვს ინტუიცია, ამიტომ წარმატების საკითხი მისთვის მხოლოდ დროსთანაა დაკავშირებული. ხელმძღვანელები მას აფასებენ, რადგან მას სამუშაოში მთელი არსებით ჩართვის უნარი აქვს.

11. მშვილდოსანი

ეს ძალიან ზარმაცი და მოუთმენელი ნიშანია. ნებისმიერ საქმეს პოზიტიურად და მაღალი განწყობით იწყებს, შემდეგ კი სწრაფად ანებებს თავს. მშვილდოსანი მუდმივად აგვიანებს სამსახურში, ამიტომ მისთვის მოქნილი გრაფიკი და გამგებიანი ხელმძღვანელობაა საჭირო. არ ცნობს ჩარჩოებსა და წესებს.

თუმცა, თუ მშვილდოსანს უყვარს თავისი პროექტი, საყვარელ საქმიანობას მთელ თავის დროსა და ძალას დაუთმობს. მართალია, სწავლა არ უყვარს, რაც ჩამორჩენასა და წარუმატებლობას გამოიწვევს.

12. ტყუპები

ეს ნიშანი ცუდი სტრატეგია, თუმცა, სამაგიეროდ – იდეების გენერატორი, რომლის განხორციელებისთვისაც არ სცალია. მას არ აშინებს სირთულეები, პროგნოზირებადობა კი აფრთხობს. ამიტომ ისახავს ეს ნიშანი სხვადასხვა მიზნებს და უარს ამბობს მათ შესრულებაზე შუა გზაში.

ტყუპებისთვის ძალიან რთულია ერთ რამეზე კონცენტრირება. მას მხოლოდ მკვეთრი და საინტერესო რამეები იზიდავს, ამიტომ მიზანმიმართულობა მათ არ ეხება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.