ჯანმრთელობა
მაღალ წნევასთან გამკლავების 6 საშუალება მედიკამენტების გარეშე
თუ ძლიერ დაღლილობას, თავის ტკივილს, ტკივილს მკერდის არეში და ტახიკარდიას გრძნობთ, არსებობს იმის ალბათობა, რომ სისხლის მაღალი წნევა ან ჰიპერტონია გაწუხებთ. ეს მდგომარეობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცხესთან, სიმსუქნესთან, სტრესთან, ძილის უკმარისობასა და სხვა პრობლემებთან.
არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ სისხლძარღვებისა და კუნთების მოდუნებაში, რომლებიც აკონტროლებს სისხლის წნევას.
1. დაიზილეთ კისერი და ყურები
თავსა და კისერს შორის განლაგებულია 3 წერტილი, რომლებიც რამდენიმე წუთში სისხლის წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ.
პირველი წერტილი მდებარეობს ყურის ბიბილოს უკან და ავლებს წარმოსახვით ხაზს ლავიწის ცენტრისკენ, სადაც მეორე წერტილია მოთავსებული. ფრთხილად დაიზილეთ კისერი თითებით, ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით. გაიმეორეთ სავარჯიშო კისრის ორივე მხარეს 10-ჯერ. მესამე წერტილი სახეზე მდებარეობს, ყურიდან 0.5 სმ-ს სიმაღლეზე. დაიზილეთ ეს წერტილი თითის ბოლოებით 1 წუთის განმავლობაში, ისრის მიმართულებით.
როცა სამივე წერტილს დაიზელთ, ეს კისრის კუნთების დაძაბულობას მოხსნის, რაც ტვინისკენ სისხლის სწორ დინებას აღადგენს.
2. ისუნთქეთ მარცხენა ნესტოთი
ღრმა სუნთქვა მკერდით, მარცხენა ნესტოს გავლით, დაგეხმარებათ არტერიული წნევის კონტროლში. ეს მოადუნებს სისხლძარღვებს და შეამცირებს სტრესის ჰორმონებს.
დაჯექით სკამზე ან იატაკზე, კომფორტულ მდგომარეობაში, გაასწორეთ ზურგი და დაიდეთ მარცხენა ხელი მუცელზე.
მარჯვენა დიდი თითით დახურეთ მარჯვენა ნესტო. მარცხენა ნესტოთი ღრმად ჩაისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა რამდენიმე წამით, შემდეგ ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
3. ჩართეთ კლასიკური მუსიკა
მკვლევარების თქმით, სისხლის წნევის შემცირება შესაძლებელია კლასიკური მუსიკის მოსმენით ან მედიტაციის, სუნთქვითი სავარჯიშოებისა და მუსიკის შერწყმით. მუსიკის ეს სახეობა მშვიდ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, რაც ამცირებს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეს.
4. დალიეთ ჭიქა წყალი
სისხლის მაღალ წნევას, ხანდახან, გაუწყლოებაც იწვევს. თუ გაუწყლოებული ხართ, სისხლის მოცულობა იკლებს, პერიფერული წინააღმდეგობა კი იმატებს,
იწყებთ ჰიპერტონიის სიმპტომების შეგრძნებასაც. წყალი დაგეხმარებათ სისხლის რაოდენობის აღდგენაში და შეამცირებს მაღალ წნევას.
5. სცადეთ წერტილოვანი მასაჟი
Wind Pool ან GB 20 – ეს წერტილოვანი აკუპრესურული პუნქტი მაღალი წნევის შესამცირებლადაა. ეს წერტილები განლაგებულია თავის ქალას ქვედა ნაწილში, ხერხემლის ორივე გვერდითა მხარეებზე არსებულ ჩაღრმავებებზე. დაიდეთ დიდი თითები ამ წერტილებზე მათ გასააქტიურებლად. ერთი ან ორი წუთის შემდეგ, თავს უკეთ იგრძნობთ.
6. ისუნთქეთ ბზუილით
ფუტკარივით სუნთქვა, ასევე, ცნობილია, როგორც პრანაიამა ბხრამარი. ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში, შაკიკისა და თავის ტკივილების მოცილებაში, რომლებიც ჰიპერტონიასთანაა დაკავშირებული.
დაჯექით იატაკზე კომფორტულ პოზაში. დაიდეთ საჩვენებელი თითები ყურის ხრტილებზე და ღრმად ჩაისუნთქეთ. გამოეცით ბზუილის ხმა სუნთქვის დროს. ამავდროულად, მსუბუქად დააჭირეთ ყურის ხრტილებსაც. გაიმეორეთ 7-10-ჯერ.