Connect with us

ჯანმრთელობა

სასწაულმოქმედი სამკურნალო მალამო ვალენტინა სეიმოვისგან, რომელიც უამრავ დაავადებას უმკლავდება

ეს მალამო ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს: განგრენა, წყლულები (მათ შორის ტროპიკული), დამწვრობა, ნაკაწრები, მტკივნეული სახსრები, ჰაიმორიტი, ჩირქოვანი ოტიტი, ყელის აბსცესი, ეგზემა. ყველა ამ დაავადებას სასწაულმოქმედი მალამო განკურნავს.

შემადგენლობა:

  • მცენარეული ზეთი
  • ცვილის ნაწილი
  • კვერცხის გული

მომზადება:

ემალის თასში 1 ჭიქა მცენარეული ზეთი ჩაასხით და ასანთის კოლოფის ზომის ცვილის ნაჭერი დაუმატეთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე დადგით და ცვილის გადნობას დაელოდეთ. წინასწარ კარგად მოხარშული კვერცხიდან გული ამოიღეთ და ნახევარი აიღეთ. ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ და ნელ-ნელა გამდნარ, მდუღარე ცვილს დაუმატეთ. (თასში ზეთი დუღილს და შხეფების სროლას დაიწყებს. ამ დროს კვერცხის გული ჩააგდეთ. მთლიანად არა, ნაწილობრივ!)

კვერცხის გულის ჩაგდებისთანავე ნარევი ქაფის მოდებას დაიწყებს. ხელში ჩვარი გეჭიროთ. თუ ცვილი ყვითელი ფერისაა (ანუ საუკეთესო მალამოსთვის), თასში არსებული ნარევი შეიძლება ერთ წამში გადმოიღვაროს. აქაფების დროს რამდენიმე წუთით ცეცხლიდან გადმოდგით, ოდნავ გაგრილება აცადეთ. ამ დროს მორევა არ დაგავიწყდეთ. და ასე სამჯერ გააკეთეთ. მალამო მზადაა! ახლა ორ ფენად გაკეცილ კაპრონის ქსოვილში გადაწურეთ.

ცვილი პრეტენზიულია და მარლა არ გამოგადგებათ, ხოლო კაპრონის ქსოვილი მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაშიც ახალივით იქნება. მინის ქილაში მზა მალამო ჩაასხით და მაცივარში მაქსიმუმ 10 თვით შეინახეთ. მცირე შენიშვნა გამოცდილებიდან: მალამო პატარა, მაგრამ ფართო ყელიან ქილებში გადაანაწილეთ და თუ ყოველდღე იყენებთ, შეგიძლიათ ერთი ქილა მაცივარში არ შეინახოთ. მალამო ოთახის ტემპერატურაზეც ინახება.

დაქუცმაცებულ კვერცხის გულთან დაკავშირებული საკითხი – ხელით ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ უკვე შემწვარ ზეთში (7-10 ს/კ) დააბლენდერებთ, შედეგი შესანიშნავი იქნება – კვერცხის გული გადნება და მალამოს მიიღებთ. ამის მიღწევა ხელით დაქუცმაცების დროს გაგიჭირდებათ. უფრო მეტი ეფექტურობისთვის, იმავე რაოდენობის ცვილის და ზეთის (შეგიძლიათ სიმინდის ზეთი გამოიყენოთ) გამოყენების დროს 2 კვერცხის გულს ვიყენებ. მალამო ძალიან ეფექტურია. თუ მალამოს კანზე წასმას აპირებთ, წყლის ორთქლზე 40 გრადუსამდე გააცხელეთ.

მალამო კურნავს:

1. ჰაიმორიტი

1 ს/კ მალამო გაადნეთ და იმწამსვე ცხვირში ჩაიწვეთეთ. გამაგრება რომ ვერ მოასწროს, სწრაფად იმოქმედეთ. მალამო ცხვირში 1 საათიანი ინტერვალით ჩაიწვეთეთ. ასე მტანჯველ ჰაიმორიტს მოიშორებთ. მალამო ჩირქს ელვის სისწრაფით გამოიტანს.

2. ჩირქოვანი ოტიტი

ბამბა დაახვიეთ, მალამოში ამოავლეთ და ყურში ჩაიდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში მალამო ყურის ირგვლივ წაისვით. მალამოს ჩირქი უსწრაფესად გამოაქვს. ასე ყველა ოტიტის, არა მხოლოდ ჩირქოვანის განკურნება შეიძლება.

3. ყელის აბსცესები, ჩირქოვანი ანგინა

მალამო ყელში წაისვით და გარედან სახვევები გაიკეთეთ. თუ ამას საღამოს გააკეთებთ და ყოველ საათში პროცედურას გაიმეორებთ, დილით აბსცესი გქრება.

4. ბრონქები, კუჭის და ნაწლავების ტკივილი, ჩირქგროვა სხეულზე, ჯიბლიბო თვალზე

დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი ჩ/კ მალამო მიიღეთ.

5. დამწვრობა, ჭრილობა, შეშუპება, კბილის ტკივილი, მუხლების სახსრების ტკივილი

ღამით მტკივნეულ ადგილას წაისვით, შეიფუთეთ და დააფიქსირეთ. სუფთა თითით მალამო მტკივნეულ კბილსა და ღრძილებზე წაისვით. მალე შეამჩნევთ, რომ ტკივილი გაქრა. შედეგი აუცილებლად შესანიშნავი იქნება.

6. ტროფიკული წყლულები, განგრენა: მალამოს სალფეთქები დაიდეთ და ყოველ 2 საათში გამოიცვალეთ.

ჭრილობიდან ჩირქი ჩანჩქერივით წამოვა. თქვენ თავად გაოცდებით, მკურნალობა იმდენად სწრაფად წარიმართება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამკურნალო საშუალება უმოქმედო იყო.

7. ყველა პროცედურა, რომელიც მალამოს წასმას მოითხოვს, საღამოს სრულდება. მტკივნეულ მუხლებზე სახვევი გაიკეთეთ და მალამოს წყალობით დაავადება მარტივად და სწრაფად გაქრება.

8. ეს მალამო ფრჩხილებს გაამაგრებს. ღამით ფრჩხილებზე წაისვით.

9. მალამო დერმატიტს, კანის სიმშრალეს, დახეთქილ ტუჩებს და გაუხეშებულ ქუსლებს შესანიშნავად უმკლავდება.

შენიშვნა: ცვილი აუცილებლად ფუტკრის და ნატურალური უნდა იყოს. ეკლესიის სანთელი არ უნდა იყოს.  ცვილის შეძენას მეფუტკრესთან ან ბაზრობაზე შეძლებთ.

რაც შეეხება ზეთს, არარაფინირებული ზეთის გამოყენებისა მალამოს მომწარო გემო ექნება და გარეგანი გამოყენებისთვის გამოდგება, მაგრამ მისი გადაყლაპვა ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, გარეგანი გამოყენებისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ზეთი გამოიყენოთ, ხოლო შინაგანი გამოყენებისთვის სჯობს რაფინირებული ზეთი იხმაროთ. ბევრი კითხულობს, თუ რომელია სამარხვო ზეთი: სამარხვო მზესუმზირას ზეთია. უფრო უკეთესია, თუ ზეითუნის ზეთს გამოიყენებთ. შეგიძლიათ ზეთი სხვადასხვა მცენარეებზე დააყენოთ, შემდეგ ზეთის სახით გამოიყენოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.