Connect with us

ჯანმრთელობა

7 მტკიცებულება, რომ ბაბუაწვერა – სრულყოფილი აფთიაქია, რომელიც ყველგან იზრდება

ადამიანთა უმრავლესობას ბაბუაწვერა მიაჩნია სარეველად, რომელიც, თითქოსდა, არსაიდან ჩნდება. თუმცა, იცით თუ არა, რომ ბაბუაწვერა ჯანმრთელობის შესანიშნავი წყარო და ნატურალური წამალია? დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობის წყალობით, იგი სხვა მკვებავი მცენარეებისგან გამორჩეულია.

ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებები

1. აძლიერებს იმუნიტეტს

ეს მცენარე დადებითად მოქმედებს იმუნურ ფუნქციასა სისტემაზე. იგი გვეხმარება ბაქტერიებთან და მიკრობებთან ბრძოლაში, ასევე, ადგილობრივად გამოიყენება კანის გაღიზიანებების დროს.

2. არეგულირებს სისხლის წნევას

კალიუმის ამ მდიდარ წყაროს უდიდესი პოტენციალი აქვს სისხლის წნევის დასარეგულირებლად.

3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს

ბაბუაწვერა ასტიმულირებს ღვიძლში სუპეროქსიდდისმუტაზების (ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს) გამომუშავებას, რაც ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.

4. ახშობს ანთებას

დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების, ფიტონუტრიენტებისა და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების გამო, ბაბუაწვერა ამცირებს ტკივილს და აკონტროლოს ანთებას სხეულის სხვადასხვა ნაწილში. იგი წამალივით ეფექტურია, თუმცა გვერდითი მოვლენები არ აქვს.

5. წმენდს სისხლს

კვლევებით დამტკიცდა, რომ ბაბუაწვერა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, გამოაქვს ტოქსინები და ნარჩენები ორგანიზმიდან, რითიც ზრდის ელექტროლიტების რაოდენობას.

6. იცავს ძვლებს

К ვიტამინით მდიდარი ბალახი შეიცავს რეკომენდებული დღიური დოზის 500%-ს. К ვიტამინი – ესაა ცხიმხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, ძვლების მინერალიზებისთვის. კვლევების თანახმად, К ვიტამინი გაცილებით უფრო ეფექტურია ძვლების გასამაგრებლად, ვიდრე კალციუმი.

7. ასტიმულირებს საჭმლის მონელებას

ბაბუაწვერა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ცუდი და კარგი ბაქტერიების დაბალანსებას კუჭსა და ნაწლავებში, მატებს მადას. იგი თირკმლებს ჭარბი წყლისა და ტოქსიკური ნარჩენებისგან გათავისუფლებაში ეხმარება, ასტიმულირებს შარდის წარმოქმნას და მძლავრი შარდმდენი თვისება აქვს. იგი, ასევე, არბილებს განავალს, რაც შეღავათია ყაბზობის დროს.

როგორ გამოვიყენოთ ბაბუაწვერა

ბაბუაწვერა შეგიძლიათ მიირთვათ როგორც უმად, ისე მოხარშული, სხვა ბოსტნეულთან ერთად. ზოგი მისგან ჩაის ამზადებს.