Connect with us

ყვავილები

აი, როგორ უნდა გაზარდოთ ლიმონი ჭიქაში ისე, რომ სახლში ყოველთვის სასიამოვნო სუნი ტრიალებდეს

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ისეთ სახლში ყოფნა, სადაც სასიამოვნო სუნი ტრიალებს? გთავაზობთ ინსტრუქციას, თუ როგორ მიაღწიოთ იდეალურ სუნს ბინაში ყოველგვარი ხელოვნური საშუალების გარეშე. საქმე უბრალო ლიმონს ეხება.

ეს ეტაპობრივი ინსტრუქცია გასწავლით, თუ როგორ გაზარდოთ ლიმონი სახლში.

აიღეთ:

  • საშუალო ზომის ყვავილების ქოთანი ან დიდი ზომის ჭიქა;
  • ლიმონის თესლი;
  • მიწა;
  • პინცეტი (ქერქის მოსაშორებლად);
  • წყალი

ინსტრუქცია:

1. ლიმონის თესლი დასარბილებლად წყალში 1 საათით დაალბეთ.

2. შემდეგ თესლს სქელი ქერქი მოაშორეთ.

3. ამის შემდეგ თესლი მცირე რაოდენობით წყალში მოათავსეთ, გაღვივების დრო მიეცით. ამ პროცესს ჩვეულებრივ 2 დღე დასჭირდება.

4. თესლი როგორც კი გაღვივდება მიწაში ჩარგეთ და მცირე რაოდენობით წყალი დაასხით.

5. გასაფორმებლად ქოთანში ან ჭიქაში რამდენიმე დეკორატიული ქვა მოათავსეთ.

6. ქოთანი მზიან ადგილას დადეთ და აუცილებლად მორწყეთ.

ესეც ასე! თქვენი ლიმონი ძალიან მალე გაიზრდება!

მცენარეების მოვლა გიყვართ? მზად ხართ სახლში ლიმონი დარგოთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.