ჯანმრთელობა
კუჭსა და ნაწლავებს კურნავს: აბეზარმა ექიმმა პროპოლისის მიღება მაიძულა, თავისას მიაღწია
გასაკვირი არაა, რომ ადამიანი მეფუკტრეობა უკვე ათასობით წელია ეწევა. სწორედ ამ შესანიშნავი მწერების დახმარებით გავიგეთ, თუ რა არის თაფლი, ცვილი, მტვერი, ფუკტრის რძე და, რა თქმა უნდა, პროპოლისი. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება და სარგებლის მხრივ ვერცერთი პროდუქტი შეედრება.
დღეს პროპოლისის რამდენიმე სასარგებლო თვისების შესახებ გიამბობთ და მიგანიშნებთ, როგორ გამოიყენოთ პროპოლისის ნაყენი სწორად, რომ კუჭის და ნაწლავების უსიამოვნო პრობლემები თავიდან აიცილოთ.
როგორ მივიღოთ პროპოლისის ნაყენი
ფუტკრის წებო განსაკუთრებულ წებოვან სტრუქტურას წარმოადგენს, რომელთაც ფუტკრები სხვადასხვა საოჯახო ამოცანის შესასრულებლად გამოყოფენ. თუ სკაში ხვრელი გაჩნდა, ფუტკრები სიცივისგან არ დაიტანჯებიან, არამედ მას პროპოლისით ამოავსებენ. თუ სკაში რაიმე უცხო ობიექტი აღმოჩნდა, მას პროპოლისის ფენით დაფარავენ და ცოცხალი სივრცე სტერილური დარჩება.
პროპოლისს ბუნებრივ ანტიბიოტიკს ტყუილად არ უწოდებენ. მეცნიერებმა ვერ იპოვეს ბაქტერია, რომელიც ფუტკრის წებოსთან კონტაქტის შემდეგ გადარჩებოდა. ეს ნივთიერება ვირუსებსა და სოკოებს ანადგურებს. გასაოცარი არაა, რომ პროპოლისმა მნიშვნელოვანი ადგილი არა მხოლოდ ხალხურ მედიცინაში დაიკავა.
როგორ მივიღოთ პროპოლისი კუჭის სამკურნალოდ
1.წყლულის დროს
20%-იანი პროპოლისის ნაყენი 30-50 წვეთი (ეს ინდივიდუალურად) 1 ჭიქა თბილ რძეში გახსენით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ყოველი საკვების მიღების წინ. უკვე პირველ დღეებში შეამჩნევთ გაუმჯობესებას: მჟავის დონე დარეგულირდება, გულისრევის შეგრძნება ნაკლებად გექნებათ, მტკივნეული შეგრძნებები შემცირდება.
თუ ნაყენი არ გაქვთ, შეგიძლიათ მყარი პროპოლისით იმკურნალოთ. ამისთვის 20 გრ პროპოლისი გახეხეთ და მას 1 ჭიქა სპირტი დაასხიტ. ბნელ ადგილას დააყენეთ. ყოველდღიურად, რამდენჯერმე შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ. ნაყენი გადაწურეთ და ჭამის წინ მიიღეთ.
2.გასტრიტის დროს
30%-იანი პროპოლისის ნაყენის 30-40 წვეთი 1 ჭიქა მდუღარე ან თბილ რძეში გახსენით. 24 საათში, 3-ჯერ 10 წვეთი ჭამამდე მიიღეთ. კურსი 1 თვე გაიმეორეთ. გაუმჯობესებას უკვე მეორე კვირაში იგრძნობთ.
შეგიძლიათ ბალახის ნაყენიც მოამზადოთ. ამისთვის აიღეთ 1 სკ ფენხელის ნაყოფი, პიტნა, ცაცხვის ყვავილები და ძირტკბილას ფესვები აიღეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაახლოებით 20 წუთით, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. გაგრილება აცადეთ, შემდეგ 3 კოვზი თაფლი და 20-30 წვეთი პროპოლისის ექსტრაქტი დაუმატეთ. ეს ნახევარი ჭიქა ბალახის ნაყენი ყოველდღე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.
3.გასტროდუოდენიტის დროს
თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის ანთებითი დაავადებების დროს პროპოლისის იმ მეთოდით იმკურნალეთ, როგორც გასტრიტის დროს. ასევე ექიმები გირჩევთ დილა და საღამოს 1 ჩ/კ პროპოლისის თაფლი მიიღოთ. ასეთი მკურნალობის რეკომენდებული კურსი დაახლოებით 1-2 თვეა.
ასევე ასეთი დაავადების დროს ნიგოზი-პროპოლისის ნარევის მიღება არის რეკომენდებული: 10 გრ დაქუცმაცებულ ნიგოზს 1 ჭიქა რძე დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და გადაწურეთ. უკვე გაწურულ რძეს 1 ჩ/კ თაფლი და პროპოლისის ნაყენის 10 წვეთი დაუმატეთ. მიღებული ნარევი 24 საათით გეყოფა. უბრალოდ ყოველი საკვების მიღების წინ მიიღეთ. სამკურნალო ეფექტს უკვე პირველივე დღეს შეამჩნევთ.
მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია, რომ პროდუქტის მიმართ ალერგიის და ინდივიდუალური შეუწყნარებლობის შესახებ გაიგოთ.
თქვენ ფუტკრის რომელ პროდუქტს იყენებთ სამკურნალოდ? გვიამბეთ კომენტარებში.