Connect with us

ჯანმრთელობა

დიაბეტური ნეფროპათია – როგორ ვუმკურნალოთ გართულებულ დიაბეტს ხალხური მეთოდით

დიაბეტური ნეფროპათიის დროს წნევა მატულობს, ამის გაძლება გულის ან ტვინის სისხლძარღვებს არ შეუძლია, ამიტომ შაქრის შემცველობა ყოველთვის უნდა აკონტროლოთ.

სისხლში შაქრის დონე ნებისმიერი მეთოდით უნდა შეამციროთ, სისხლძარღვებს აღდგენა კვლავ შეუძლიათ, მაგრამ ძალიან ნელა. პაციენტი მუდმივად დიაბეტურ დიეტაზე უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, თუ ცოტა ხნით დიეტას დაარღვევთ, პანკრეასი და ღვიძლი ამ „სიამოვნების“ მოშორებას მთელი კვირა მოანდომებს. მუდმივი დიეტა ძალადობა არა, ცხოვრებაა.

თირკმლის უკმარისობა იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმიდან კრეატინინი და კალიუმი ცუდად გამოიდევნება. სწორედ ამიტომ, შვრიის მარცვლეულის ნაყენი უნდა დალიოთ.

თირკმლის უკმარისობის დროს ასევე სასარგებლოა სამკურნალო ტუხტის ნაყენი: 1-2 ჩ/კ ფესვის ფხვნილს 400 მლ წყალი დასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. კარგად შეფუთეთ და ღამე გააჩერეთ. მიღებული „კისელი“ მთელი დღის განმავლობაში დალიეთ.

სელის თესლიც დაგეხმარებათ: 1 ს/კ სელის თესლს 1,5-2 ჭიქა ცივი წყალი დაასხით. ჩაის კოვზით აურიეთ. შემდეგ ნაყენი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ.

სელის ზეთის მიღებაც სასარგებლოა, დღეში რამდენჯერმე ჭამის დროს 1 ჩ/კ დალიეთ. 1 ს/კ სელის ზეთი, როგორც ხშირად გვირჩევენ, არ მიიღოთ, რომ პანკრეასის გაღიზიანება არ გამოიწვიოთ.

ასევე ემოციებისგან, კერძოდ ნეგატიური ემოციებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გაზრდილი ემოცია შაქრის ავტომატურ მატებას იწვევს, რაც სისხლძარღვებს ავიწროებს. ასე რომ, არ იტიროთ, არ ინერვიულოთ, დამშვიდდით და ყველაფერი კარგად იქნება.

შაქარი მარტივად რომ გააკონტროლოთ, საკვები 10 წუთის განმავლობაში მიიღეთ და დიდხანს არა, შემდეგ მცირე განტვირთვა მოაწყვეთ (მაგალითად, წიგნი წაიკითხეთ, გაიარეთ, სურათები დაათვალიერეთ და ა.შ.) არ გადაიტვირთოთ. ყოველი ჭამის შემდეგ 30-40 წუთით ასე ივარჯიშეთ.

დიაბეტური ნეფროპათიის დროს 1 კგ გასუფთავებული ნიახურის ფესვები გახეხეთ, მიღებულ მასას 1 ლ არაყი დაასხით, 10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ. მინის ქილას უხეში ტილოს ქსოვილი დააფარეთ, შემდეგ მარლაში გადაწურეთ, ნაყენი სხვა ქილაში გადაასხით და მაცივარში შეინახეთ.

დარჩენილ ჩენჩოს 1 ლ ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით და კიდევ 2 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და ადრე მიღებულ ნაყენს აურიეთ. სამკურნალო საშუალება მაცივარში შეინახეთ.

1 დესერტის კოვზი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. არაფერი არ დააყოლოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.