Connect with us

ჯანმრთელობა

ფიჭვის გირჩები სახსრების ჯანმრთელობისთვის: ხალხური რეცეპტები

ფიჭვის გირჩების შემადგენლობაში შედის ფიტონციდები, რომლებიც აქტიურად ებრძვის ნაწლავის ჩხირს, ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიებსა და კოხის ჩხირს. ახალი ხის გირჩებს ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს, რადგან სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს. ესენია: ცხიმები, რკინა და მინერალური მარილები, სასარგებლო მჟავები და ნახშირწყლები, ტანინები, სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინები, ეთერზეთები…

გირჩების ნაყენი კურნავს ბრონქიტსა და ხველას, სახსრებისა და კუჭის დაავადებებს, ტუბერკულოზს. იგი აქტიურად დევნის შლაკებსა და ტოქსინებს ორგანიზმიდან და აძლიერებს იმუნიტეტს. აქვს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები და წმენდს სისხლს.

ხალხური რეცეპტები ფიჭვის გირჩით

გირჩებით ნაყენი მზადდება და გამოიყენება შინაგანად. გარეცხეთ და გააშრეთ გირჩები, დაჭერით ოთხად და მოათავსეთ წყლით სავსე ჭურჭელში. მოაყარეთ შაქარი და დაასხით ცხელი წყალი. დააყენეთ, სანამ ზემოდან ფერმენტირების შედეგი არ გაჩნდება. მზა ნაყენი მიირთვით 1 ს.კ. ოდენობით, დღეში ორჯერ.

ფეხების აბაზანა კარგია მათთვის, ვისაც სახსრების ტკივილი აწუხებს. გარეცხეთ გირჩები და დაასხით 3 ლ წუალი, ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ნახარშს გრილი წყალი და ჩაალაგეთ ტერფები 15 წუთით.

გირჩისგან ყველაზე პოპულარული და ეფექტური ნაყოფი არყით მზადდება. აიღეთ 5 გირჩი, გარეცხეთ, გააშრეთ და მოათავსეთ ქილაში. დაასხით გირჩებს არაყი. ქილა მჭიდროდ მოხუფეთ და დააყენეთ ბნელ ადგილას 16-18 დღით. ამ დროის შემდეგ, გადაწურეთ ნაყენი და მოათავსეთ სხვა ჭურჭელში.

ამ ნაყენის უკუჩვენებაა გამომყოფი სისტემის დაავადებები და ჰეპატიტი. არაა რეკომენდებული ასევე მათთვის, ვინც 60 წელსაა გადაცილებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

სახსრების ლოსიონი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა: 10 გირჩს დაასხით სპირტი და დააყენეთ ხსნარი ორი კვირით. ამის შემდეგ, შეიზილეთ იგი სახსრებში ყოველ ღამე, ძილის წინ.

თქვენ გამოგიყენებიათ რომელიმე საშუალება? რა შედეგი მიიღეთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.