ჯანმრთელობა
პროდუქტი, რომელიც ებრძვის დეპრესიასა და ალცჰაიმერის დაავადებას
ბერძნული კაკალი ომეგა-3-ს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს. ეს მჟავა, ბერძნულ კაკალსა და ჩიის თესლში, ცნობილია ალფა-ლინოლეური მჟავის, იგივე ALA-ს სახელით. ჯანსაღი ცხიმების გარდა, ბერძნული კაკალი შეიცავს B6 ვიტამინს, ფოლატს, ტიამინს, სპილენძს, ფოსფორს, მაგნიუმსა და მარგანეცს. ამ კაკლის საკვანძო უპირატესობა მოიცავს კიბოს პროფილაქტიკის, ტვინის გაჯანსაღების, დეპრესიასთან ბრძოლისა და გულისა და რეპროდუქციული სისტემის გაჯანსაღების უნარს.
ბერძნული კაკალი ჯანმრთელობისთვის
- ებრძვის დეპრესიას ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე. იგი მოქმედებს, როგორც ნეიროტრანსმიტერის ფუნქციის მქონე ბუნებრივი საშუალება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ომეგა-3 კურნავს აღქმისა და ქცევის დარღვევებს.
- აჯანსაღებს ტვინს ისევ ომეგა-3-ის ხარჯზე, დაბერების შენელებისა და ასაკთან დაკავშირებული დარღვევების აღკვეთის გზით. ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი დონე ამცირებს დემენციის რისკს.
- მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არსებობს ძლიერი კავშირი ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და გულის გაჯანსაღებას შორის. ჯანსაღი ცხიმები ასუფთავებს არტერიებს, ამცირებს ანთებას, აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს ცირკულაციას.
- ანტიოქსიდანტები, ბერძნულ კაკალში, აცხრობს ანთებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უშლის კიბოს უჯრედების გაჩენას. 2013 წელს, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, ბერძნული კაკლის დანამატი ამცირებს პროსტატის ჯირკვლის კიბოს გაჩენის რისკს.
- ბერძნული კაკალი სავსეა ბოჭკოებით, ცხიმებითა და ცილებით, რაც მას წონაში კლების საშუალებად აქცევს. ასევე, იგი აძლიერებს დანაყრების შეგრძნებას და ხელს უშლის ზედმეტი საკვების მიღებას.
თქვენ თუ იცნობთ ბერძნული კაკლის სასარგებლო თვისებებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.