ჯანმრთელობა
6 ნატურალური რეცეპტი ნაწლავებიდან ტოქსინების გამოსადევნად
ადამიანების უმეტეს ნაწილს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თუ თქვენ ყაბზობა ან სხვა დარღვევა გაქვთ, აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ ნაწლავები.
სწორედ ნაწლავებიდან ხვდება ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებები. იქ მილიარდობით ბაქტერია ცხოვრობს, რომლებსაც ამ ნივთიერებების ათვისება ევალებათ. თუმცა, თუ სხეული ვერ თავისუფლდება ნარჩენებისგან რეგულარულ დონეზე, ნაწლავებში დაგროვებას იწყებს ტოქსინები, რომლებიც შემდეგ სისხლში ხვდება.
ალბათ, აღარაა საჭირო იმის თქმა, რომ ეს პროცესი ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამიტომ, დღეს გთავაზობთ 6 ნატურალურ რეცეპტს ნაწლავების ტოქსინებისგან გასაწმენდად.
1. მარილიანი წყალი
ეს ყველაზე იაფი და მარტივი რეცეპტია. მარილი კუმშავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთებს და ასტიმულირებს დეფეკაციას.
- გახსენით 2 ჩ.კ. ზღვის მარილი 1 ლ თბილ წყალში.
- დაუმატეთ ლიმონის წვენი გემოვნებით.
- მიირთვით სასმელი 5 წუთის განმავლობაში.
- დაწექით გვერდზე და დაიზილეთ მუცელი.
- გადაბრუნდით მეორე მხარეს და ისევ დაიზილეთ მუცელი მეორე მხრიდან.
- ისარგებლეთ საპირფარეშოთი.
ეს გაწმენდა შეგიძლიათ მინიმუმ 2-3 კვირაში ერთხელ გაიმეოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროლიტურ ბალანსს დაარღვევთ.
2. ალოე ვერა
ალოე – ერთ-ერთი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა, რომელსაც მატუტოვნებელი და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. გარდა ამისა, იგი ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს.
- დაუმატეთ 1 ჩ.კ. ალოეს გელი ბოსტნეულის ან ხილის წვენს.
- თუ გემო არ გაინტერესებთ, გელი პირდაპირ წყალში გახსენით.
3. ლიმონი ჯანჯაფილთან ერთად
ჯანჯაფილი – მძლავრი გამწმენდი საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო ლიმონს შარდმდენი თვისება აქვს, რაც დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.
- დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი 350 მლ წყალს.
- ჩაახეხეთ სითხეში ცოტაოდენი ჯანჯაფილი.
- მიირთვით უზმოზე.
4. ლიმონიანი წყალი
ლიმონს უამრავი უპირატესობა აქვს: აახლებს სუნთქვას, აღადგენს pH ბალანსს, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას, წმენდს ღვიძლს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ასევე, წმენდს ნაწლავებსაც.
- დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი 250 მლ წყალს, მოურიეთ და მიირთვით.
5. სელის თესლი
სელის თესლი ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ნაწლავებიდან პარაზიტებისა და ლორწოს გამოდევბას. წმენდის ეს მეთოდი 1 თვეზეა გათვლილი.
- დაუმატეთ 1 ჩ.კ. სელის თესლი 1 ჭიქა წყალს და ხარშეთ გაწებოვნებამდე.
- გადაწურეთ და მიირთვით საუზმემდე.
- მიიღეთ საშუალება ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში.
- ისაუზმეთ ჩვეულებრივ, ოღონდ მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული.
სელის თესლს ძლიერი კუჭისამშლელი მოქმედება აქვს, ამიტომ მზად იყავით ტუალეტის ხშირი გამოყენებისთვის. ეს დაგეხმარებათ ტოქსინებისგან სწრაფად გათავისუფლებაში.
6. მწვანე წვენი
ეს სასმელი სამი ინგრედიენტისგან შედგება: ვაშლი, ისპანახი და ოხრახუში. ვაშლი წვენს სიტკბოს აძლევს, მისი მინერალური მარილები კი კუჭისამშლელ ეფექტს იძლევა. მჟაუნმჟავა ისპანახის შემადგენლობაში აძლიერებს ამ ეფექტს.
- ათქვიფეთ ბლენდერში 180 გ ისპანახი და 3 მწვანე ვაშლი.
- დაუმატეთ 2 მუჭა ოხრახუში.
- მიირთვით 1 ჭიქა ყოველ 4 საათში ერთხელ.
თქვენ რა საშუალებებს იყენებთ ორგანიზმის გასაწმენდად? რამდენად ეფექტურია?