Connect with us

ყვავილები

ბუგრები – ბაღის მცენარეების ყველაზე დიდი მტერი: როგორ დავიცვათ ჩვენი მწვანე მეგობრები

ბუგრი ბაღებისა და ნაკვეთების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტრად ითვლება. მასთან ბრძოლა მარტივი არაა, რადგან ერთი მდედრი ინდივიდი 1 თვეში 100 ათასამდე ინდივიდს აჩენს(3 თაობას).

ეს მწერი სწრაფად ფიტავს ახალგაზრდა მცენარეს – იკვებება მისი უჯრედული წვენით. ამავდროულად, გამოყოფს შხამს, რომლის გამოც მცენარე დეფორმირდება და კვდება. ბუგრს, ასევე, გადააქვს საშიში ვირუსები, რომელსაც ნერგის დაავადება და დაღუპვა შეუძლია.

ბუგრის სხვადასხვა სახეობა უტევს ბოსტნეულს, ხილს, კენკრასა და ყვავილოვან კულტურებს. დამწყებმა მებაღეებმა არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ შემოსევას ქიმიკატების გამოყენების გარეშე, სწორედ ამიტომ, დღეს ამ პრობლემის გადაჭრის გზებს გაგაცნობთ.

ბუგრებთან ბრძოლა

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას მავნებლებთან საბრძოლველად. ამოირჩიეთ მათგან თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი.

1. არყის ფისი

გახსენით 0-15 გ არყის ფისი და 50 გ დახეხილი სარეცხი საპონი 10 ლ წყალში. კარგად მოურიეთ და ჩაასხით პულვეზატორში. დაამუშავეთ დაზიანებული მცენარეები საღამოობით.

2. ხახვის ნაყენი

წვრილად დაჭერით 30 გ ხახვი, დააყენეთ 1 ლ წყალში 5 საათით და გამოიყენეთ იმავე მეთოდით.

3. ნივრის ნაყენი

200 გ დაქუცმაცებული ნიორი დააყენეთ 1 ლ წყალში. გამოყენებამდე გახსენით 25 მლ ნაყენი 10 ლ წყალში.

4. არაყი

ყველაზე იაფფასიანი არყის ბოთლს გაუკეთეთ შხეფის მოწყობილობა და გამოიყენეთ დაზიანებულ მცენარეებზე.

2. რძე და იოდი

1 ლ რძეში გახსენით რამდენიმე წვეთი იოდი და შეაშხეფეთ მცენარეებს.

აქვე გეტყვით, რომ ბუგრის ბუნებრივი მტერია ჭიამაია, ამიტომ, თუ ამ მწერს მცენარეზე ნახავთ, ნუ მოკლავთ, პირიქით, ხელი შეუწყეთ მის გამრავლებას.