Connect with us

თავის მოვლა

რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩხილებზე და რისი სიმპტომი შეიძლება იყოს

თავის სწორად მოვლა არამხოლოდ თავდაჯერებულობას გვმატებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც გვეხმარება. ამიტომ დღეს საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე ვისაუბრებთ: ხელის ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გაჩენა.

მედიცინაში ამ მოვლენას ლეიკონიქიას უწოდებენ, რაც დაავადებად არ მიიჩნევა. ასეთი კოსმეტიკური დეფექტი მექანიკური დაზიანების, ძლიერი დარტყმის ან ტრავმის შედეგად ჩნდება.

ფრჩხილი – ესაა ელასტიური ზედაპირი, რომელიც კანის ზედა ფენის გამაგრებული უჯრედებისგან შედგება. დაყოფის შედეგად, იგი იზრდება და ახლდება.

თეთრი ლაქების გაჩენის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია საკვებიდან ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების არასაკმარისი რაოდენობით მიღება. В ჯგუფის ვიტამინების უკმარისობა ან მეტაბოლიზმის დარღვევაც ფრჩხილებზე თეთრი ლაქებით ვლინდება.

გაიარეთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რათა ზუსტი მიზეზის დადგენა შეძლოთ.

ფრჩხილის მთელი ზედაპირის თეთრი ლაქით გადაფარვა სოკოვან ინფექციაზე მიუთითებს, რასაც აუცილებლად უნდა უმკურნალოთ, რათა ქრონიკული ფორმა აიცილოთ თავიდან.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.