Connect with us

ჯანმრთელობა

ნახარში 100-მდე დაავადებას კურნავს. ეს სამკურნალო მცენარე ყველგან იზრდება

ჩვენში ბევრმა არ იცის ნარგიზელას(გულყვითელა, ხავერდა) სამკურნალო თვისებების შესახებ. არადა, ამ მცენარეს დიდი მკურნალი ძალა აქვს. მაგალითად, ხალხურ მედიცინაში ამ ყვავილის ნაყენი გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო მისგან დაყენებულ ჩაის დიარეისა და კუჭის კოლიკების დროს სვამდნენ.

ნარგიზელას დამატება შეიძლება კომპოტებსა და კისელში, რომლებსაც იგი არამხოლოდ შესანიშნავ არომატს აძლევს, არამედ სამკურნალო თვისებებსაც. ასეთი პროდუქტი აძლიერებს ორგანიზმის დამცავ სისტემას გაციების, გრიპის, სხვადასხვა მიკრობის წინააღმდეგ, ადამიანს იცავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან, აძლიერებს იმუნიტეტს.

ნარგიზელათი მკურნალობის რეცეპტები

სურდოსა და ჰაიმორიტის დროს გაიკეთეთ ასეთი ინჰალაცია: ჩაის ნახევარლიტრიან ჩაიდანს გამოავლეთ მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 5 ნარგიზელას ყვავილი და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ჩაიდნის ცხვირის ქვედა ნაწილს მისწვდეს. შეახვიეთ ჭურჭელი პირსახოცში და 5 წუთში ჩაისუნთქეთ ორთქლი პირით, ამოისუნთქეთ პირით. როცა ცხვირი თავისუფლად იწყებს სუნთქვას, დაიწყეთ ცხვირით ჩასუნთქვა და პირით ამოსუნთქვა.

ნარგიზელას ზეთი კურნავს ჭრილობებსა და დამწვრობებს. მის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ყვავილები და დაასხით მცენარეული ზეთი 1:1 პროპორციით, გააჩერეთ ღამით, დილით კი 30 წუთით გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე, 60-70 გრადუსზე. ეს ზეთი სასუნთქი სისტემის ანთების(ბრონქიტის) სამკურნალოდაც გამოიყენება.

კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დააქუცმაცეთ ნარგიზელას 1 ყვავილი, მოხარშეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, დააყენეთ გაგრილებამდე და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ.

შაქრიანი დიაბეტი: 50 ც მუქ ყვავილს დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ 1 კვირით, ხოლო შემდეგ მიირთვით ეს ნაყენი დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით ჭამის წინ.

ჩირქოვანი გამონაყარის, ნაწოლებისა და კანის გაღიზიანების დროს გაავსეთ ნახევარლიტრიანი ქილა ახალგაზრდა, პატარა ყვავილებით და დაასხით პირამდე რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, დააყენეთ 1 კვირით ბნელ ადგილას, შემდეგ კი გადაწურეთ. შეინახეთ საშუალება მაცივარში და შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე 1-2ჯერ დღეში.

ღვიძლის გასაჯანსაღებლად ასეთი რეცეპტი დაგჭირდებათ: ნარგიზელას 5 ყვავილს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთით ნელ ცეცხლზე და გადაწურეთ. მიიღეთ 250 მლ ჭამამდე, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი 1 თვე უნდა გაგრძელდეს, შემდეგ 1 კვირა შეისვენოთ და ისევ გაიმეოროთ.

მაღალი წნევა დარეგულირდება, თუ შემდეგ საშუალებას მიიღებთ: დააქუცმაცეთ და შეურიეთ კალენდულას, ნარგიზელა, ცხარე პიტნის ყვავილები თანაბარი რაოდენობით, დაასხით 1 ს.კ. ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთით. ამის შემდეგ, გადაწურეთ სითხე და დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ ყოველდღიურად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!