ჯანმრთელობა
დიდი ხნის ავადმყოფობა უბრალო ნივრითა და სოდით განვიკურნე
წელიწადში ორჯერ პნევმონიით ავადვმყოფობდი და ვფიქრობდი, ამისგან ვერასდროს გავთავისუფლდებოდი.
საავადმყოფოში, სადაც მე ვმუშაობდი, ფილტვების აბსცესით ორი მამაკაცი იწვა. უფროსი მათგანი გარდაიცვალა, უფრო ახალგაზრდას მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდებოდა, მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა.
ფატალური შედეგის დადგომის შემდეგ, იმ საავადმყოფოს პროფესორმა თქვა, რომ ექიმებს არ ადანაშაულებდა, რომ მკურნალობა სწორად წარიმართა, თუმცა დაავადებულის მდგომარეობა თავიდანვე მწვავე იყო.
მაშინ ჩემმა ნაცნობმა ექიმმა პროფესორს სთხოვა უფლება, ახალგაზრდა ავადმყოფი ნივრისა და სოდის ინჰალაციით განეკურნა, რაზეც თანხმობა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს 40 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა. და, რა გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ინჰალაციის დაწყებიდან მეორე დღის ბოლოს, პაციენტის ტემპერატურა 37.2 გრადუსამდე დაეცა. იგი გამოჯანმრთელების გზაზე დადგა.
ნივრისა და სოდის ინჰალაცია
ინგრედიენტები
- 6 კბილი ნიორი
- 1 ჭიქა წყალი
- 1 ჩ.კ. სოდა
მომზადება და გამოყენება
- გაწმინდეთ და დაჭერით ნიორი.
- პატარა ქვაბით დადგით ცეცხლზე წყალი და, როგორც კი ადუღდება, ჩაყარეთ ნიორი და შეამცირეთ ცეცხლი.
- ნელ ცეცხლზე მხოლოდ 5 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გადადგით ქვაბი მაგიდაზე, შეახვიეთ საბანში, დაიხარეთ ქვაბისკენ ისე, რომ ორთქლი არსად გავიდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხსენით თავსახური ქვაბს და დაუმატეთ სოდა.
- ნუ შეისუნთქავთ ღრმად თავიდანვე, ეს ხველას გამოიწვევს. როცა ორთქლს შეეჩვევით, დაიწყეთ მონაცვლეობით სუნთქვა: 2-3 ჩასუნთქვა ცხვირით, ნელი ამოსუნთქვა პირით; შემდეგ 2-3 ჩასუნთქვა პირით და ამოსუნთქვა ცხვირით.
- ისუნთქეთ, სანამ სითხე თბილია. შემდეგ მოიშორეთ სახიდან ოფლი, დაიხურეთ თავზე თბილი ქსოვილი და სწრაფად ჩაწექით საწოლში.
ინჰალაციის მეორე დღეს უკვე გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-3ჯერ. სისველე მალევე გამოვა ფილტვებიდან, მდგომარეობაც გაუმჯობესდება, 2-3 დღეში კი ტემპერატურა დარეგულირდება. მწვავე დაავადების დროს, მკურნალობას 10 დღე დასჭირდება.