Connect with us

თავის მოვლა

ლიმონის წყალი კურკუმასთან ერთად: 1 ჭიქა დილით და მთელი დღე ვბრწყინავ

ჩვენ ყველას გვინდა, ვიყოთ ბედნიერი და შეძლებული, მთელი ცხოვრების მანძილზე, ამისთვის კი ყოველდღე ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. თითოეული ჩვენგანი დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ მიიღოს შედეგები და სრულყოფილი გახდეს. საიდუმლო არაა, რომ მაქსიმალური პროდუქტიულობისა და ცხოვრებისგან დაკმაყოფილებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია მყარი ჯანმრთელობა.

ფორმაში დარჩენის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. მათ შორის, არსებობს ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებითაც მიიღებთ სწრაფ, დადებით ეფექტს ისე, რომ დიდ დროსა და ხარჯებს არ წაიღებს.

ჩვენი რედაქცია კიდევ ერთხელ პოულობს საყვარელი მკითხველებისთვის ერთ-ერთ ასეთ საშუალებას, რათა დაგეხმაროთ ჯანმრთელობისა და ბედნიერების შენარჩუნებაში მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.

ორგანიზმის გაჯანსაღება

დღეს ჩვენ მოგიყვებით ისეთი უნიკალური პროდუქტის შესახებ, როგორიცაა კურკუმა. ორგანიზმისთვის ამ სანელებლის სარგებელი არამხოლოდ მეცნიერულადაა დამტკიცებული, არამედ მრავალი თაობის გამოცდილებითაცაა შემოწმებული. მას ძველი დროიდან იყენებენ, როგორც ბუნებრივ საშუალებას, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კურკუმას გამოყენებით ამზადებენ სხვადასხვა სასარგებლო სასმელებს, სამკურნალო მალამოებს, კანის მოსავლელ ნიღბებს. კურკუმას უნიკალური ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ასევე, ძლიერი ანტიოქსიდანტიცაა. გარდა ამისა, ეს საშუალება არ იწვევს არავითარ გვერდით მოვლენას.

სასარგებლო სასმელები კურკუმასგან

1. რძიანი კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 400 მლ რძე
  • 1/2 ჩ.კ. კურკუმა
  • 1/3 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1/4 ჩ.კ. ჯანჯაფილი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

მომზადება: უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი მომცრო ზომის ქვაბში და გაათბეთ, არ აადუღოთ. ეს სურნელოვანი სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების დროს.

2. ჩაი

ინგრედიენტები

  • 400 მლ წყალი
  • 1/4 ჩ.კ. კურკუმა
  • 1/4 ჩ.კ. ჯანჯაფილი
  • 1/8 ჩ.კ. დაფქული ილი
  • 1/4 ჩ.კ. მიხაკი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი

მომზადება: დაასხით სანელებლებს მდუღარე წყალი, მოურიეთ და მოხმარებამდე გააგრილეთ.

3. ლიმონიანი წყალი

ინგრედიენტები

  • 200 მლ თბილი წყალი
  • 1/4 ჩ.კ. კურკუმა
  • 1/4 ჩ.კ. თაფლი
  • 1/2 ახალი ლიმონი

მომზადება: დაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი ჭიქაში, დაუმატეთ წყალი, თაფლი და კურკუმა, შემდეგ კარგად მოურიეთ. ასეთი სასმელი რეკომენდებულია ყოველ დილით, იგი გამოგაფხიზლებთ და ნაზად გაწმენდს ორგანიზმს შლაკებისგან.

ჩამოთვლილის გარდა, ილის შემცველი სასმელები უზრუნველყოფს დიდი ხნით დანაყრებას, ამიტომ მისი მოხმარება კარგია მათთვის, ვინც ჭარბი კილოგრამების მოცილებას ცდილობს.

გარდა შინაგანი მოხმარებისა, კურკუმას გამოყენება გარეგანადაც შეიძლება. წყლისა და კურკუმას მარტივი ხსნარი ჩააცხრობს ანთებას ღრძილებზე სულ რამდენიმე საათში.

ასევე, თითო წილი კურკუმას, თაფლისა და რძის შერევით მიიღებთ სახის გამაახალგაზრდავებელ ნიღაბსაც. იგი აგლუვებს ნაოჭებს, ათანაბრებს სახის ფერს და ხსნის ანთებას.

აუცილებლად სცადეთ ეს საშუალებები და დარწმუნდებით, რომ კურკუმა უკეთ გკურნავთ, ვიდრე ოფიციალური მედიკამენტები.