Connect with us

ჯანმრთელობა

უკვდავების ინდური ელექსირი – რეცეპტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

სახალხო მკურნალები, ექიმები და ალქიმიკოსები ძველი დროიდან ცდილობდნენ უკვდავების ელექსირის პოვნას. რა მეთოდი არ გამოიყენეს, თუმცა, სასურველი საშუალება დღემდე ვერ გამოიგონეს…

თუმცა, გარკვეულ ასპექტში მაინც წინ წავიდნენ – დღემდე მოაღწია რეცეპტებმა, რომლებიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს და აძლიერებს. მართალია, 200 წლამდე ვერ გვაცოცხლებს, თუმცა, შეგვიძლია სიბერეს ჯანმრთელად  შევხვდეთ.

ისტორიკოსებმა, უძველესი რეცეპტების შესწავლისას, დააფიქსირეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინგრედიენტი ხალხურ რეცეპტებში იყო ნიორი და რძე. ეს გასაკვირი არცაა – ავიცენა ხომ ნიორს უამრავი დაავადების მკურნალად მიიჩნევდა, მისი ეს აზრი კი თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა.

ახალგაზრდობის ელექსირი

  1. ჩაასხით 1 ჭიქა რძე ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ამასობაში დააქუცმაცეთ ორი კბილი ნიორი.
  2. როგორც კი რძე ადუღდება, დაუმატეთ ნიორი, გამორთეთ ცეცხლი და დაახურეთ თავსახური.
  3. 10 წუთში ახალგაზრდობის ელექსირი მზადაა.

მიირთვით ნივრიანი რძე კვირაში ერთხელ, 1 ჭიქის ოდენობით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!