Connect with us

ტესტები

98%–ით ზუსტი ტესტი პიროვნების ტიპის დასადგენად

ქვეცნობიერი ჩვენს შესახებ ბევრ საინტერესო საიდუმლოს ინახავს. ზოგიერთზე თავადაც წარმოდგენა არ გვაქვს და მათი გამოაშკარავება რთულია. თუ საკუთარი თავის უკეთ შეცნობა გსურთ, Alltime.ge-ს რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ.

ზემოთ მოცემულ სურათზე 6 საათია გამოსახული. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

1. მხიარული საათი

ოპტიმისტი ხართ და სიკეთეს ასხივებთ. საკმარისი ძალა გაქვთ, რომ მთების გადაადგილება შეძლოთ. უახლოეს მომავალში კარგი ამბები გელით.

2. მფრინავი პეპლები

თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ და დროს ხარჯავთ. მეტი სითამამე გამოიჩინეთ და ყველაფერი გამოგივათ.

3. დროის ნაჭერი

ხშირად ღიზიანდებით, როცა სისულელეებით ყურადღებას გიფანტავენ. უაზრო საუბრები არ გიყვართ. ადამიანების მიმართ ასეთი მკაცრი ნუ იქნებით, მათ ცოტა დრო დაუთმეთ.

4. ქვიშის საათი

წარსულზე ბევრს ფიქრობთ. მოგონებების ტყვედ იქეცით. დრო მოვიდა წარსულს დაემშვიდობოთ. სასწრაფოდ აწმყოთი ცხოვრება დაიწყეთ და მომავალზე იფიქრეთ.

5. გამდნარი საათი

მუდმივად დროს კარგავთ და ვერაფერს ასწრებთ. დასვენება აუცილებლად გჭირდებათ. რას იტყვით, შვებულებაზე?

6. საათი „სულერთია“

გაზრდის გეშინიათ. გსურთ რაც შეიძლება დიდხანს უზრუნველად იცხოვროთ. თითოეულ ჩვენგანში პატარა ბავშვი ცხოვრობს, მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ!