Connect with us

ყვავილები

90% შემთხვევაში გამოუცდელი მეაგარაკე ამ შეცდომას უშვებს. არ გააკეთოთ ასე პომიდვრის დარგვისას

პომიდვრის ნერგიდან გაზრდა მიღებულია. მებოსტნეები სათბურში ან ფანჯრის რაფაზე თესლს დამოუკიდებლად თესავენ ან უკვე გაზრდილ სპეციალურ ნერგებს ყიდულობენ. შემდეგ კვლებში რგავენ და რეგულარულად რწყავენ. პირველი 2 კვირა ნერგის ქვეშ მიწის დატენიანებას განსაკუთრებით ცდილობენ, შედეგად ამჩნევენ, რომ მცენარე უხალისოდ იზრდება და ხმება.

მებოსტნეები პომიდვრის დახმარებას უფრო აქტიურად ცდილობენ და უნებურად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ. პომიდვრის ნერგის ღია გრუნტში გადარგვის შემდეგ ხშირი და უხვი მორწყვა არა მხოლოდ გაფესვიანებაზე ცუდად მოქმედებს, არამედ მცენარის განვითარებაზე. ასე ნაყოფიერებაც მცირდება.

პომიდვრის მორწყვა დარგვის შემდეგ

პომიდვრის ნერგის ღია გრუნტში დარგვის შემდეგ დაიცავით რამდენიმე წესი.

1. პომიდვრის ნერგი კარგად დატენიანებულ ორმოში ჩარგეთ, შემდეგ მორწყვა 1–2 კვირა შეაჩერეთ. გადარგვიდან მე-3 დღეს ბუჩქის ზრდის მიხედვით დაიწყეთ მიწის შემოყრა, რომ გვერდითა ფესვების განვითარება უზრუნველყოთ.

2. ამინდი და მიწის ტენიანობა აკონტროლეთ. ქვიშიანი ნიადაგი ტენიანობას ცუდად ინარჩუნებს და ასეთი კვლები უფრო ხშირად მორწყეთ. თუ ანომალიური სიცხე დიდხანს გაგრძელდა, ნერგები ყოველ ორ დღეში ერთხელ მორწყეთ. თუმცა კვლებში მიწის ზედა ფენა მუდმივად სველი არ უნდა იყოს.

3. წარმატებული გაფესვიანების შემდეგ თუ წვიმა არაა, პომიდორი კვირაში ერთხელ მორწყეთ (თითო ბუჩქის ქვეშ მინიმუმ 1 ლ წყალი). პირველი მორწყვის შემდეგ ფიტოთფთორის პროფილაქტიკაც ჩაუტარეთ. 10 ლ წყალს 2 გ კალიუმის პერმანგანატი დაუმატეთ.

Advertisement

4. პომიდორი გაჩერებული და გამთბარი წყლით მორწყეთ. სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ ცივი წყლის გამოყენება არ შეიძლება. ნიადაგი საღამოს ან დილით ადრე დაატენიანეთ, რომ სითხის შეწოვას ხელი შეუწყოთ და ნაადრევად აორთქლება არ დაუშვათ. ასე მცენარე წარმატებით მიიღებს საჭირო რაოდენობის სითხეს, რომელიც აქტიური ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდება.

სხვა რჩევები პომიდვრის მოსავლელად

5. მორწყვისას აკონტროლეთ, რომ წყლის შხეფები თავად მცენარეს არ მოხვდეს, რადგან პომიდორს ზედმეტი ტენიანობა არ უყვარს.

6. მორწყვიდან მეორე დღეს მიწა მსუბუქად გააფხვიერეთ, რომ გამხმარი ქერქის დახეთქვა და მიწის გამოშრობა არ დაუშვათ. მიღებული ღრმა ღარები ტენიანობის სწრაფად აორთქლებას ხელს შეუწყობს და გვერდითა ზედაპირულ ფესვებს დააზიანებს.

7. მიწის შემოყრის შემდეგ პომიდორი ბუჩქიდან ოდნავ მოშორებით მორწყეთ, რომ სითხე მცენარის გვერდითა ფესვებმა მიიღოს.

8. ყვავილობის პერიოდში კვირაში ერთხელ მორწყეთ, მაგრამ წყლის რაოდენობა თითო ბუჩქთან 5 ლიტრამდე გაზარდეთ. წყლის დეფიციტისას პომიდორზე ფორმირებული ნასკვები შეიძლება დაიშალოს.

9. თუ პომიდვრის ქვედა ფოთლები ჭკნება და იხვევა, მცენარეს სასწრაფოდ მორწყვა სჭირდება.

Advertisement

10. ნაყოფიერების პერიოდში ძალიან უხვად მორწყვა რეკომენდებული არაა. ჭარბი ტენიანობით ნაყოფი შეიძლება დასკდეს და დალპეს.

ზედმეტი ტენიანობის გამო პომიდორი სხვადასხვა დაავადების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. მასში შეიძლება განვითარდეს ფიტოფთოროზი, ფესვების ლპობა, მშრალი და თეთრი ლაქა, ყავისფერი ლპობა ან სხვა სოკოვანი დაავადება. დროული ჩარევა და ბუჩქების შესაბამისი პრეპარატებით დამუშავება ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

Advertisement