Connect with us

ჯანმრთელობა

9 სახიფათო დაავადება რომლებიც დაამარცხეს, მაგრამ, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მაინც დაბრუნდა

სასიკვდილო დაავადებები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დამარცხებულად ითვლებოდა, კვლავ ბრუნდებიან. ამის ძირითად მიზეზად სპეციალისტები ვაქცინაციაზე უარის თქმასა და გლობალურ დათბობას ასახელებენ.

აი, 9 ასეთი დაავადება:

წითელა

მთელს მსოფლიოში ვრცელდება. მხოლოდ 2018 წელს ამ დაავადებისგან საერთო ჯამში 140 000 ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი შეფასებით, 2019 წელს საქმე უფრო უარესადაა.

წითელა – შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვირუსიც იყოს.
2018 წელს მისით თითქმის 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, ხოლო გარდაცვლილთაგან უმეტესობა – 5 წლამდე აუცრელი ბავშვები იყვნენ.

2018 წელს წითელას ყველაზე ბევრი შემთხვევა მადაგასკარში, უკრაინაში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. აშშ-ში კი 2018 წელს წითელათი დაავადებულების რიცხვმა ბოლო 25 წლის მანძილზე არსებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.

ჭირი

ნოემბერში, ჩინეთში მინიმუმ 3 ადამიანი დაავადდა ფილტვის ჭირით – ყველაზე რთული ფორმით, რომელიც შეიძლება ადამიანიდან – ადამიანზე გადავიდეს.

ჭირს (ბუბონური, პირველად – სეპტიკური და ფილტვის) ბაქტერია Yersinia pestis იწვევს. XIV საუკუნეში ამ ბაქტერიამ დაახლოებით 25 მილიონი ევროპელი შეიწირა და აშშ-ს დასავლეთით დღემდე ენდემიურია!
როგორც წესი, ადამიანები ჭირით რწყილის ან გადამტანი ცხოველის ნაკბენით ავადდებიან.

1940-იან წლებში, ანტიბიოტიკების გაჩენამდე, ჭირისგან ავადმყოფთა ნახევარზე მეტი იხოცებოდა. დღეს ანტიბიოტიკების არსებობის ფონზეც კი, ჭირი ყოველ მეათე დაავადებულს კლავს (ბუბონური ჭირი ყველაზე სასიკვდილო ფორმაა).

საბედნიეროდ, ჭირით დაავადების რისკი გაცილებით მცირეა. 2018 წელს აშშ-ში სულ 1 შემთხვევა დაფიქსირდა.

ანტიბიოტიკ-რესისტენტული ინფექციები

ანტიბიოტიკების ზედმეტად მიღებამ და მათმა ბოროტად გამოყენებამ, იქამდე მიგვიყვანა, რომ ბევრი პათოგენი მათ მიმართ გამძლე გახდა.

მაგალითად, ტუბერკულოზი – სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზის ათეულში შედის, მსოფლიოს მასშტაბით და ყოველ წელს ასეულობით ათასი შემთხვევა გვხდება როდესაც ამ ბაქტერიალური დაავადების შემთხვევებს – მკურნალობა ვეღარ ერევა.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

ბოლო დროს, აშშ-ში მკვეთრად მოიმატა სიფილისის, გონორეის და ქლამიდიოზის შემთხვევებმა, რომლებსაც პაციენტები სასიკვდილო შედეგამდე მიყავთ.

თანდაყოლილი სიფილისი მქონე ახალშობილთა სიკვდილიანობის დონე 2017 წლიდან 2018 წლამდე 22%-ით გაიზარდა (77-დან 94 შემთხვევამდე).

გონორეის შემთხვევები 580 000-მდე გაიზარდა – ეს ყველაზე მაღალე მაჩვენებელია 1991 წლის შემდეგ. ქლამიდიოზმაც ყველა რეკორდი მოხსნა.

შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, ეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები უშვილობას ან საშვილოსნოს გარე ორსულობას გამოიწვევს, გარდა ამისა დაავადებულებს აივ ვირუსით დაავადების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ.

ამ დაავადებათა ზრდის მიზეზად აშშ-ში ნარკომანიას, სიღარიბეს, კონდომების იშვიათ გამოყენებას და კლინიკათა არასაკმარის დაფინანსებას ასახელებენ.

ტკიპების მიერ გავრცელებადი დაავადებები და ქოლერა

დროული ჩარევის გარეშე, ქოლერა ადამიანს რამდენიმე საათში კლავს. მეცნიერები შიშობენ, რომ ოკეანეების გათბობასთან და წყალმცენარეების ყვავილობასთან ერთად, ქოლერას გავრცელების არეალი თანდათან გაიზრდება.

ტკიპებით გავრცელებადი დაავადებები (ლაიმის დაავდება, პოვასანის ენცეფალიტი) კლიმატური ცვლილებების გამო ვრცელდება. ტკიპების არეალი დათბობის გამო ფართოვდება.

პოდაგრა

პოდაგრა სასიკვდილო არ არის, მაგრამ, ამაზრზენი და მტკივნეულია. ეს დაავადება ამერიკაში – პროდუქტებში პურინის მაღალი შემცველობის გამო დაბრუნდა.
პოდაგრა – ეს ანთებითი ართრიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც შეიძლება როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც იყოს. მისი განვითარების პროვოცირება პურინით მდიდარი პროდუქტების მოხმარებას შეუძლია (ბეკონი, ძროხის ხორცი, ხბოს ხორცი, ლუდი).

2011 წლის მონაცემებით, აშშ-ში პოდაგრით მამაკაცების 5.9% და ქალების 2% იყო დაავადებული. ერთ-ერთი რისკფაქტორია ჭარბი წონა და მაღალი წნევა.