ჯანმრთელობა
9 ყველაზე ეფექტური სასმელი სურდოს საწინააღმდეგოდ. აუცილებლად ჩაიწერეთ
აი, 9 ყველაზე ეფექტური სასმელი, რომელიც სურდოს დამარცხებაში დაგეხმარებათ.
1. ცხელი რძე მინერალურ წყალთან ერთად
ეს საშუალება განსაკუთრებით სასარგებლოა ხველის დროს, რადგან ნახველის ამოღებას ხელს უწყობს. აუცილებლად ტუტე მინერალური წყალი გამოიყენეთ (მაგალითად, ბორჯომი).
2. ქაცვის გაზავებული სიროფი
ზედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადების დროს დაგეხმარებათ. ქაცვი (წვენი, სიროფი) ცხელ წყალში გააზავეთ. ცოტა გაგრილება აცადეთ და ლიმონის წვენი დაუმატეთ. ლიმონი ქაცვის არომატს და გემოს ამცირებს, შედეგად გემრიელ და სასარგებლო სასმელს მიიღებთ.
3. თბილი ჩაი თაფლთან და ლიმონთან ერთად
სუსტი შავი ან მწვანე ჩაი 1 ჩ/კ თაფლთან და ლიმონის წვენთან ერთად ძალიან სასარგებლოა. თაფლი ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდულ მოქმედებას ფლობს, ასევე უამრავ სასარგებლო მინერალს, მიკროელემენტს და ვიტამინს შეიცავს. მნიშვნელოვანია, რომ ლიმონი არა მდუღარე წყალს, არამედ უკვე ოდნავ გაგრილებულ ჩაის დაუმატოთ, რომ C ვიტამინის შენარჩუნება შეძლოთ!
4. ჩაი ჟოლოს ნაყოფთან და ცაცხვის ყვავილებთან ერთად
ჟოლოს კენკრა და ცაცხვის ყვავილები თავისი კაშკაშა გამოხატული ოფლმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ამასთან ჟოლო ჩაის გემრიელ არომატს და უჩვეულო გემოს შემატებს. უფრო სასარგებლოა, თუ ჩაიში ჟოლოს ხმელ ნაყოფს გამოიღებთ, თუმცა შეგიძლიათ ჟოლოს ჯემი, ასევე მისი ფოთლები გამოიყენოთ.
5. ასკილის ნაყოფის ნახარში
ასკილი C ვიტამინის იდეალური წყაროა. ის შარდმდენ და ნაღვლმდენ მოქმედებას ფლობს.
ნაყენის მომზადება: 3 ს/კ ხმელი ნაყოფი დააქუცმაცეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე თერმოსში გააჩერეთ. დილით გადაწურეთ და ½ ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ნაყენს შეგიძლიათ თაფლი ან კაგორი დაუმატოთ.
ნახარშის მომზადება: 2 ს/კ ხმელ ნაყოფს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ.
6. ჩირის კომპოტი
სურდოს დროს ჩირის ნახარში ზოგად გამაძლიერებელ და დამარბილებელ მოქმედებას ფლობს.
100 გრ ჩირი გადაარჩიეთ, მსხვილი ხილი დაჭერით. ჩირი თბილ წყალში კარგად გარეცხეთ. ჯერ ვაშლი და მსხალი დარბილებამდე 30 წუთით მოხარშეთ, შაქარი დაუმატეთ (3 ს/კ 1 ლ წყალზე), შემდეგ ჭერმის ჩირი და შავქლიავი დაუმატეთ, ბოლოს დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქიშმიში და გარგარის ჩირი დაუმატეთ. მზა კომპოტს შეგიძლიათ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი, თაფლი დაუმატოთ.
7. კოჭის ჩაი ლიმონთან ერთად
ასეთი სასმელი გაგათბობთ და სურდოს მოგაშორებთ. 1 ჭიქა მდუღარე წყალს 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 0,5 ჩ/კ დაქუცმაცებული კოჭის ფესვი და მწიკვი დარიჩინი დაუმატეთ. შეგიძლიათ ჩაის ცოტა დაქუცმაცებული პიტნის ფოთლები დაუმატოთ.
8. გვირილას ჩაი
გვირილას რბილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ცაცხვთან და თაფლთან კომბინაციაში სურდოს საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა.
ჩაის მომზადება: 1 ჩ/კ გვირილას ყვავილს და ცაცხვის ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ.
9. შტოშის (წითელი მოცვის) მორსი
შტოში და წითელი მოცვი სურდოს სამკურნალოდ შეუცვლელია. თავისი ბაქტერიოციდული თვისებებით უბრალოდ უნიკალურია. ამასთან შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
მორსის მომზადება: შტოშის ან წითელი მოცვის კენკრა შაქრის ფხვნილს (3:1) აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ თბილი წყალი დაასხით. სასარგებლო სასმელი მზადაა!