Connect with us

სხვა

9 სასუქი, რომლებიც შეგიძლიათ არ იყიდოთ. ისინი ხომ უკვე სახლში გაქვთ

არსებობს სასუქი, რომლის სპეციალურად შეძენა აუცილებელი არაა. დარწმუნებული ვართ, უმეტესობა მათგანს სახლში იპოვით. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 9 სასუქს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ როგორც ოთახის, ასევე ბაღის მცენარეებისთვის.

მაგნიუმის სულფატი + პომიდორი, წიწაკა, ვარდი

ასეთი შეფუთვები აფთიაქებში იყიდება და გამოიყენება, როგორც საფაღარათო ან ნაღვლმდენი საშუალება. მცენარის გამოსაკვებად სარწყავს 2-3 ს/კ სულფატი დაუმატეთ და მორწყეთ. ასეთი გამოკვება უხდება პომიდორს, წიწაკას და ვარდს, მაგრამ შეგიძლიათ მთელი ბოსტანი მორწყათ. მაგნიუმი ოთახის მცენარეებსაც უყვარს.

ლუდი და გაზიანი სასმელი + გაზონის ბალახი

იდეალური გაზონის მისაღებად მოამზადეთ ხსნარი: 1 ბოთლი ლუდი, 1 ქილა გაზიანი სასმელი (რაღაც Sprite–ს მსგავსი), ½ ჭიქა პირის ღრუს სავლები სითხე, ½  ჭიქა ჭურჭლის სარეცხი სითხე, ½ ჭიქა ნიშადურის სპირტი. ყველაფერი აურიეთ და მცენარეების დასანამად სპრეი გამოიყენეთ. სჯობს დილით ადრე გამოიყენოთ.

ბანანის ქერქი + ვარდი

ვარდს ძალიან უყვარს კალიუმი, ამიტომ ბუჩქის ქვეშ ბანანის ქერქი ან მთელი ბანანი (თუ არ გენანებათ) ჩამარხეთ. ვარდის ბუჩქები გაძლიერდება და დიდებულ ყვავილებს მიიღებთ.

კვერცხის ნაჭუჭი + პომიდორი, გოგრა, კარტოფილი

თუ თხევად სასუქს უპირატესობას ანიჭებთ, კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენეთ. 20 კვერცხის ნაჭუჭი 5 ლ წყალში რამდენიმე წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ ნახარში 8 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიღებული ნახარშით მცენარე მორწყეთ. დარჩენილი სასუქი პლასტმასის ბოთლში შეინახეთ.

კალციუმის დეფიციტს ყველაზე ხშირად მჟავე ნიადაგი განიცდის.

ყავის ნალექი + ჰორტენზია

თუ ყავის მოყვარული ხართ, ყავის ნალექი არ გადაყაროთ. ის არა მხოლოდ სხეულის პილინგისთვის, არამედ მცენარეების გამოსაკვებადაც გამოგადგებათ. ყავის ნალექი ყველაზე მეტად უყვარს ჰორტენზიას, ასევე მაგნოლიას და აზალიას. ბუჩქს გარშემო ყავა მოაყარეთ. ყავის ნალექი შეიცავს 2% აზოტს, ბევრ მაგნიუმს და კალიუმს, ასევე კალციუმს და რკინას.

პური ან საფუარი + იორდასალამი

პურის ნაყენით იორდასალამი შეგიძლიათ გამოკვებოთ ერთხელ გაზაფხულზე და ერთხელ ზაფხულში. შავი პურის და ორცხობილის ნარჩენები შეაგროვეთ, კუბებად დააქუცმაცეთ და ვედროში ჩაალბეთ. ორცხობილები ზემოთ რომ არ ამოვიდეს, თავსახურით დააჭირეთ. ნარევს შეგიძლიათ დაჭრილი ჭინჭარი ან ბაბუაწვერა დაუმატოთ და 1 კვირა გააჩეროთ, რომ დუღილის პროცესი დაიწყოს. ასეთი გამოკვება თითქმის ყველა მცენარეს უყვარს, განსაკუთრებით იორდასალამს. ხახვს, ნიორს და კარტოფილს არ უხდება.

ჟელატინი

ჟელატინი აზოტის წყაროა, ასე რომ აზოტის სასუქის ჩანაცვლება შეუძლია. 1 პაკეტი ჟელატინი 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით, შემდეგ 3 ჭიქა ცივ წყალში გააზავეთ. მიღებული ხსნარით მცენარე მორწყეთ. ჟელატინი ოთახის მცენარეებს განსაკუთრებით უხდება. აზოტის დეფიციტის დროს თავდაპირველად მცენარის ქვედა ფოთლები ყვითლდება, შემდეგ თანდათან მთელი მცენარე.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის სუსტი ხსნარი შეგიძლიათ ყოველ 4 კვირაში მოსარწყავად გამოიყენოთ. 10 ლ წყალზე 2-3 პაკეტი ჩაი საკმარისია.

მშრალი რძე

კალციუმის ცნობილი წყარო, რომელიც მცენარეს ძალიან სჭირდება. მისი გამოყენება მარტივია. წყალს აურიეთ და მორწყეთ ან უბრალოდ მცენარის გარშემო მიწას მოაყარეთ.

Advertisement