ჯანმრთელობა
9 ანალიზი, რომელიც ყველამ უნდა ჩააბაროს და იცოდეს, ვისაც ავად გახდომა არ სურს
თუ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევთ, იმის კითხვაც არ ღირს, თუ რატომ უნდა ჩააბაროთ ანალიზები გეგმიურად. როგორც ზრდასრულებმა, ასევე ბავშვებმა ეს ანალიზები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩააბარონ, თუ რაიმე საგანგაშო სიმპტომები არ არსებობს.
აი, ანალიზების სია ასაკის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემების მიხედვით განსხვავდება. ანალიზების უფრო სრულ პაკეტს ოჯახის ექიმი დაგინიშნავთ და დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
35 წელს ზემოთ ადამიანებისთვის ზოგადი რეკომენდაციები არსებობს. აი, ისინი:
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
უნდა ჩააბაროთ: ზოგადი და ბიოქიმიური სისხლის ანალიზი
რამდენად ხშირად: წელიწადში ორჯერ
მნიშვნელოვანი მაჩვენებლები:
- ყველაზე მნიშვნელოვანი: სისხლში ქოლესტერინის დონე. ქოლესტერინის მაღალი დონე ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკზე საუბრობს.
- ზოგადი ქოლესტერინის ნორმა – 3,61-5,21 მმოლ/ლ.
- ცუდი ქოლესტერინის დონე – 2,25-4,82 მმოლ/ლ.
- კარგი ქოლესტერინის დონე – 0,71-1,71 მმოლ/ლ.
ასევე მნიშვნელოვანია:
- ALT (ალანინამინოტრანსფერაზა) და AST (ასპარტატამინოტრანსფერაზა) – ამ მაჩვენებლების ზრდა გულის კუნთოვანი უჯრედების პრობლემებსა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაზე საუბრობს.
- ALT ნორმა ქალებში – 31-მდე U/I, კაცებში – 41-მდე U/I
- AST ნორმა ქალებში – 31-მდე U/I, კაცებში – 35-41-მდე U/I
- C-რეაქციული ცილა – ანთებითი პროცესის ან ქსოვილის ნეკროზის მაჩვენებელი
- ნორმა ყველასთვის – 5 მგ/კ-ზე ნაკლები.
2. თრომბოზი
უნდა ჩააბაროთ: კოაგულოგრამა
რამდენად ხშირად: წელიწადში ერთხელ
მნიშვნელოვანი მაჩვენებლები:
- APTT (დროის მონაკვეთი, რომელიც სისხლის შედედებას სჭირდება) – 27-29 წამი
- თრომბოზირებული ინდექსი (პლაზმის კოაგულაციის და საკონტროლო პლაზმის შედედების დროის თანაფარდობა) – 95-105%
- ფიბრინოგენი (სისხლის შედედების სისტემის პირველი ფაქტორი) – 2,0-4,0 გრ/ლ ან 5,8-11,6 მკმოლ/ლ
- თრომბოციტები – 200-400 x 109/ლ
3. შაქრიანი დიაბეტი
რა უნდა ჩააბაროთ: თითიდან სისხლის ანალიზი
რამდენად ხშირად: წელიწადში ორჯერ
მნიშვნელოვანი მაჩვენებელი:
- სისხლში გლუკოზის დონე: ნორმა – 3,3-5,5 მმოლ/ლ
უნდა ჩააბაროთ: სისხლის ანალიზი გლიკირებულ ჰემოგლობინზე
- ნორმა – 6%-ზე ნაკლები
- 6,0-6,5% – შაქრიანი დიაბეტის და მისი გართულებების განვითარების მაღალი რისკი.
4. ონკოლოგიური დაავადება
40 წლის შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ ანალიზები უნდა ჩააბაროთ.
კოლორექტალური სიმსივნე
უნდა ჩააბაროთ: განავალი ფარული სისხლის არსებობაზე.
სისხლის არსებობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფარული სისხლდენის არსებობაზე მიუთითებს, რაც სიმსივნის არსებობის ნიშანი შეიძლება იყოს.
საშვილოსნოს ყელის სიმსივნე
უნდა ჩააბაროთ: ციტოლოგიური ნაცხი საშვილოსნოს ყელიდან, რომელიც გინეკოლოგიური დათვალიერების დროს იღება.
საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსში წინა სიმსივნურ ცვლილებებს აჩვენებს – CIN (საშვილოსნოს ყელის სიმსივნის საწყისი სტადია).
ლეიკემია (სისხლის სიმსივნე)
უნდა ჩააბაროთ: სისხლის ზოგადი ანალიზი
ლეიკოზის დროს ლიმფოციტების რაოდენობა იცვლება (შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს, მაგრამ ნორმის ფარგლებში არასდროსააა). თრომბოციტების რაოდენობა მცირდება (შეიძლება ნორმაზე 4-5-ჯერ მცირე იყოს). ლეიკემიის დროს ერითროციტების დალექვის სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება.
5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
უნდა ჩააბაროთ: კოპროგრამა
რამდენად ხშირად: 2 წელიწადში ერთხელ
ნაწლავების, ნაღვლმდენი სისტემების, პანკრეასის დაავადებების გამოვლენაში დაგეხმარებათ.
ჰელიკობაქტერიული ინფექციის დიაგნოზისთვის, რომელიც გასტრიტის და კუჭის წყლულის მიზეზი ხდება, შარდოვანას ტესტი გამოიყენება (ბაქტერიის მეტაბოლიზმის ერთ-ერთ პროდუქტს შარდოვანა წარმოადგენს)
6. ენდოკრინული დაავადებები
უნდა ჩააბაროთ: სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე
რამდენად ხშირად: წელიწადში ერთხელ ან ძლიერი სტრესის შემდეგ.
მნიშვნელოვანი მაჩვენებლები:
- TSH (თირეოტროპული ჰორმონი) – ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მთავარი მარეგულირებელი, რომელიც ჰიპოფიზის მიერ იწარმოება.
- ნორმა – 0,4-4,0 m IU/L
- მისი გაზრდილი დონე ჰიპოთირეოზზე მიუთითებს – ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (საკმარისი რაოდენობის ჰორმონი არ იწარმოება).
- დაბალ დონეს კი თირეოტოქსიკოზი ეწოდება და ჰორმონების ჭარბი რაოდენობით ხასიათდება, რამაც შეიძლება ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა, ასევე გულის სწორ რიტმზე პასუხისმგებელი უჯრედების მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს.
7. თირკმლის და შარდსასქესო გზების დაავადებები
რა უნდა ჩააბაროთ: შარდის საერთო ანალიზი
რამდენად ხშირად: 2 წელიწადში ერთხელ
მნიშვნელოვანი მაჩვენებელი:
- ცილების კონცენტრაცია. ის 0,14 გ/ლ-ზე მცირე უნდა იყოს.