Connect with us

ტესტები

9 სამედიცინო ტესტი, რომლებიც ექიმთან ვიზიტის გარეშე საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ

საკუთარ ჯანმრთელობაზე რომ იზრუნოთ, თქვენ წელიწადში ერთხელ სრული სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ. ამასთან სხეულის მდგომარეობა ექიმთან დაგეგმილ ვიზიტებს შორის უნდა გაკონტროლდეს. ამისთვის დამოუკიდებელი ტესტები არსებობს, რომლებსაც პირველი სიმპტომების გამოვლენამდე გულის დაავადების აღმოჩენა შეუძლიათ.

აი, მარტივი მანიპულაციების ნაკრები, რომლებიც დაავადების განვითარების რისკის შეფასების და ექიმთან დროული კონსულტანციის გავლის საშუალებას მოგცემთ.

1. გულის და ფილტვების დაავადება

თითები გადაბრუნებული J-ფორმის სახით ერთმანეთს მიადეთ და ფრჩხილები შეართეთ. ფრჩხილებს შორის მცირე დაშორებას დააკვირდით. თუ ის არის, სავარაუდოდ, გული და სხვა შინაგანი ორგანოები ნორმალურ მდგომარეობაშია.

ფრჩხილებს შორის დაშორება არაა? ეს სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის შედეგია. ჟანგბადის დეფიციტს ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, გულის, ფილტვების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება.

2. ინსულტი და ჭკუასუსტობა

ამ ტესტის გასავლელად წამზომი დაგჭირდებათ. ერთი ფეხი ისე ასწიეთ, რომ თეძო იატაკის პარალელურად იყოს და დროებით ამ პოზაში გაჩერდით.

20 წამი და უფრო მეტხანს გაჩერდით? შესანიშნავია: ინსულტი და ნაადრევი დემენცია არ გემუქრებათ. და პირიქით: ერთი ფეხით წონასწორობის შეკავების სირთულე ტვინის წვრილი სისხლძარღვების დაზიანებაზე მიუთითებს.

3. ანემია

სარკის წინ დადექით და ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ. ჩვეულებრივ მისი ფერი ღია ვარდისფერი უნდა იყოს. თუმცა ანემიის დროს მას მუქი ვარდისფერი ან მოყვითალო შეფერილობა აქვს. ანემია ჰემოგლობინის დეფიციტს უკავშირდება. სხეულის კუნთები და ქსოვილები ნაკლებ ჟანგბადს იღებს და 100%-ით მუშაობა არ შეუძლიათ. თუ სიმკრთალე, დაღლილობა ან სუნთქვის სირთულე შეამჩნიეთ, სჯობს ტესტი ჩაიტაროთ და სისხლში რკინის დონე განსაზღვროთ.

4. ჰორმონალური დისბალანსი და მკვებავი მიკროელემენტების დეფიციტი

თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია. ექიმები ამბობენ, რომ ჩვენ დღეში 50-დან 100 თმის ღერს ვკარგავთ. მშვიდად რომ იყოთ, მარტივი ტესტი ჩაიტარეთ.

თმა მშრალი და სუფთა უნდა იყოს. ცოტა თმა აიღეთ და თითები ჩამოუსვით. დიდი ძალისხმევა არ დაატანოთ. თუ ხელში 2-3 თმის ღერი დაგრჩათ, ყველაფერი ნორმალურადაა. თუ უფრო მეტი გაქვთ, სჯობს ტრიქოლოგს ესტუმროთ.

თმის ცვენას ბევრი მიზეზი აქვს: სტრესიდან და არასწორი მოვლიდან დაწყებული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემით დამთავრებული. თმა შეიძლება ჰორმონალური დისბალანსის ან მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის გამო რბილი იყოს. ამ ფაქტის უგულებელყოფა არ შეიძლება.

5. გვირაბის სინდრომი

ეს ტესტი ოფისში მომუშავე ადამიანების, მხატვრების და მოტოციკლისტების პროფესიონალურ დაავადებას გამოავლენ. საუბარია მაჯის არხის სინდრომზე.

ხელები ისე ასწიეთ, რომ წინამხარი თქვენი სახის პარალელურად იყოს. სცადეთ, რომ ხელისგულის ზედა ნაწილს თითებით შეეხოთ. ამ პოზაში 1-2 წუთით გაჩერდით. თუ დაბუჟებას, გაშეშებას ან მაჯის და თითების ტკივილს გრძნობთ, ეს შეიძლება მაჯის არხის სინდრომის ნიშანი იყოს.

გვირაბის სინდრომი იქმნება მაშინ, როცა გარშემო ქსოვილი საშუალო ნერვზე ზეწოლას ახდენს. დროული მკურნალობის გარეშე ტკივილი და დაბუჟება მხოლოდ გაგრძელდება. ხელის წვრილი მოტორი კი გაუარესდება.

6. დიაბეტი

ამ ტესტის გასავლელად დახმარება დაგჭირდებათ. ფანქარი საშლელიანი თავით აიღეთ. დამხმარემ თქვენს ტერფებს და ფეხის თითებს ბასრი და ფანქრის გლუვი ბოლოთი უნდა შეეხოს. შეგიძლიათ შეხედვის გარეშე თქვათ, თუ ფანქრის რომელი ნაწილით შეგეხენ?

თუ სრულ შეგრძნებას ვერ გრძნობთ, წვრილი ნერვული დაბოლოება ცუდად მუშაობს. მგრძნობელობის შემცირება ნევროპათიაზე (დიაბეტის გამო ნერვების დაზიანება) შეიძლება უთითებდეს.

7. არტერიების პრობლემები

მწოლარე პოზაში ფეხები 45 გრადუსიანი კუთხით ასწიეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ახლა ფეხის ფერს ყურადღება მიაქციეთ. ძალიან მკრთალი (თითქმის ფერი) ფეხი და თითები არტერიების დახშობის გამო ცუდი სისხლის მიმოქცევის ნიშანია. ფერის ცვლილება შეიძლება ერთ ან ორივე ფეხს შეეხოს.

პერიფერიული არტერიები კიდურებს სისხლს აწვდის. როცა არტერიები დახშობილია, კუნთები ჟანგბადს ვერ იღებენ და ჩნდება უსიამოვნო სიმპტომები: დაბუჟება, ტკივილი და სპაზმები. პერიფერიული არტერიების დაავადებას სიმპტომები თავიდან არ აქვს. მკურნალობის გარეშე კი ინფარქტს ან ინსულტს იწვევს.

8. სმენა

ამ ტესტის გასავლელად წყნარ ოთახში გადით. ხელები ყურთან მიიტანეთ და თითები გაახახუნეთ. ხმა გესმით? ახლა ხელი ყურიდან 15 სმ-ითი დააშორეთ. ხახუნის ხმა გესმით? გილოცავთ, თქვენი სმენა წესრიგშია. პროცედურის მეორე ყურით ჩატარება არ დაგავიწყდეთ.

9. გულ-სისხლძარღვთა დაავადებისკენ მიდრეკილება

თუ ამ ტესტის გავლა გსურთ, პატარა კიბეზე ჩავლა მოგიწევთ. რამდენიმე ნაბიჯი (8-12) კიბეზე ჩაიარეთ და იმღერეთ. შეგიძლიათ მეგობარს დაურეკოთ და ელაპარაკოთ. თუ თქვენი გული საგულედან ამოვარდნას ლამობს, თქვენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაკონტროლება არ შეგიძლიათ, ხოლო ფილტვები დატვირთვას ვერ უძლებენ.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დამოუკიდებელი ტესტები სამედიცინო გამოკვლევებს ვერ ჩაანაცვლებენ.

Advertisement
ჯანმრთელობა10 hours ago

რა მოსდის თქვენ სხეულს, როცა ყველა სასმელს წყლით ანაცვლებთ

ტესტები10 hours ago

აირჩიეთ 1 სურათი და გაიგეთ თქვენი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ

ჯანმრთელობა10 hours ago

დარიჩინი – წამალი 10 დაავადების წინააღმდეგ, დღეგრძელების სანელებელი

საკითხავი13 hours ago

ტუალეტში უნიტაზისა და ჩასარეცხი ავზის გვერდით კბილის პასტა მიდევს

ვიდეო13 hours ago

სპა პროცედურები თმის ბზინვარებისა და სიძლიერისთვის. მარტივი და ეფექტური მეთოდი.

თავის მოვლა13 hours ago

3 ნატურალური ჯადოსნური ზეთი კანის დაბერების საწინააღმდეგოდ

თავის მოვლა1 day ago

თუთიის პასტა – რაში გვეხმარება და როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს უნიკალური საშუალება

ტესტები2 days ago

ნებისმიერი სურვილი აგისრულდებათ, თუ…

ყვავილები2 days ago

თუ აგარაკზე ბოსტნეული დარგეთ, ეს რჩევები თქვენთვის ფასდაუდებელი იქნება

ჯანმრთელობა2 days ago

9 ნიშანი, რომ ორგანიზმში ცილების ძალიან დაბალი დონე გაქვთ

საკითხავი3 weeks ago

ფეხები ვაშლის ძმარში ჩააწყვეთ და დაავადებების შესახებ დაივიწყეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ვაშლის ძმარი ამ 10 დაავადებისგან გაგათავისუფლებთ

საკითხავი2 weeks ago

ასპირინის გამოყენების 7 უჩვეულო გზა, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა1 week ago

სახსრების ტკივილს ერთ დღეში ასე იქრობენ: შინაურული „სასწრაფო დახმარება“

ჯანმრთელობა4 weeks ago

ძლიერი სამკურნალო ბალახი ტვინის სისხლის მიმოქცევის, გულის, სისხლძარღვების, თირკმელზედა ჯირკვლების, სახსრების, კანის და თმისთვის

ჯანმრთელობა3 weeks ago

10 პროდუქტი, რომელიც შარდმჟავას კრისტალებს შლის და კურნავს პოდაგრას, კენჭებს, სახსრების ტკივილებს

სხვა3 days ago

ეს ყველაფერი ყველა ქალმა უნდა იცოდეს! შეინახეთ, დაგჭირდებათ

თავის მოვლა4 weeks ago

ძილის წინ თვალის ქვეშ სოდის წასმა უკვე ჩვევად მექცა. მიზეზის გაგების შემდეგ, თქვენც ასე მოიქცევით

ყვავილები2 weeks ago

5 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის – ისე გაიზრდება, როგორც არასდროს

საკითხავი7 days ago

წყალბადის ზეჟანგი: 30 არასტანდარტული გამოყენების მეთოდი

ტრენდული