Connect with us

ყვავილები

9 მნიშვნელოვანი წესი კიტრის სწორად დასარგავად

კიტრი ზრდის თითოეულ ეტაპზე საკუთარ წესებს გვკარნახობს. როგორ ზრდით კიტრს, თესლით თუ ნერგით? კვლებში თუ სათბურში? აგროტექნიკის სხვადასხვა ვარიანტი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. თავდაპირველად გავარკვიოთ, თუ რომელი თესლი მოამზადეთ წელს დასარგავად: საკუთარი თუ მაღაზიაში შეძენილი, გასული წლის (ახალი) თუ ძველი, სპეციალურად დამუშავებული თუ დაუმუშავებელი? მომავალი მოსავლის რაოდენობა თესლის ხარისხზეა დამოკიდებული.

წესი 1. მეთესლეობა პროფესიონალს ანდეთ

კიტრი პომიდორი არაა, რომლის თესლის მომზადებას ბევრი მებოსტნე დამოუკიდებლად ახერხებს. კიტრის შემთხვევაში საკუთარ მეთესლეობაზე ფსონის დადება სარისკო და ნაკლებად გამართლებულია. კიტრი ჯვარედინად მტვრევადი, ორსახლიანი მცენარეა, რომელსაც მამრობითი და მდედრობითი ყვავილები აქვს. თავდაპირველად, ბუნებით ასეა ჩადებული, რომ მამრობითი (მტვერი) ყვავილი უფრო დიდია, ვიდრე ქალის (ნაყოფის ბუდე). ეს ხსნის, თუ რატომ არ არიან მარცხისგან დაზღვეული გამოცდილი მებაღეებიც, როცა კიტრის ნაკვეთზე მეგობრულად მზარდი უნაყოფო ყვავილები (მამრობითი) ხვდება.

„მიზეზი შეიძლება საკუთარი ხელით მომზადებული ან ბაზრობაზე მოხუც ბებიასთან ნაყიდი თესლი იყოს“ – განმარტავს ალექსანდრე კორნილოვი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი და ბოსტნეულის ექსპერიმენტული სადგურის თანამშრომელი. „თესლად არასწორი ხილი დატოვეს (დღესდღეობით მამრობითი და მდედრობითი კიტრის განსხვავების მეთოდი დავიწყებულია), ტექნოლოგია დაარღვიეს. თუ სელექციონერების და მეთესლეობის სპეციალისტების მიერ მომზადებულ თესლის სახეობას და ჰიბრიდს გამოიყენებთ, ასეთ მარცხს არ მიიღებთ. უმეტესობა მათგანი თვითმტვრევადი, ქალური ტიპის მცენარეა. სათბურებში თვითნაყოფიერი სახეობები და ჰიბრიდები მოყავთ, რომელთაც ნაყოფის ფორმირებისთვის განაყოფირება არ სჭირდებათ.“

წესი 2: თქვენი ბრენდი აირჩიეთ

საყვარელი კიტრის თანაბარი და მეგობრული აღმოცენების მიღწევა ხარისხიანი თესლის დათესვით (გაღვივების უნარი მინიმუმ 90 პროცენტი) შეიძლება. ეს მოსავლიანობას მესამედით ზრდის!

ზოგადად, დათესვამდე თესლის შემოწმება რეკომენდებულია. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ წესის გათვალისწინება რთულია. თესლის პაკეტებში სადღაც 5-6 ან 3-4 ცალი ხვდება – რა შემოწმებაზეა საუბარი!

თუმცა მწარმოებლის დაუსაბუთებლად ნდობაც არ ღირს. ახლა ბაზარზე თესლის მწარმოებელი ბევრი სავაჭრო ნიშანია და მათ შორის წინ და უკან სიარულს არ გირჩევთ.

საკუთარი გამოცდილება გაანალიზეთ და გაიხსენეთ, თუ რომელი კომპანიის თესლი მოგეწონათ და რომელი ასრულებდა დაპირებებს. დრო არ დაგენანოთ და მათ საქმიანობას გაეცანით. გაიგეთ, როგორ აკონტროლებენ პროდუქტის ხარისხს და საცდელი ლაბორატორია თუ აქვთ. ინტერნეტის სამყაროში არანაირი პრობლემა არ ჩნდება.

მიღებული ინფორმაციის დახმარებით შეძლებთ იმ ბრენდის არჩევას, რომლის ნდობაც შეგიძლიათ. აირჩიეთ ხარისხიანი თესლის მუდმივი თანაშემწე და მომწოდებელი. მერწმუნეთ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სტომატოლოგის ან დალაქის პოვნა.

წესი 3: ძველ მარაგს გაუმკლავდით

ზოგიერთ შემთხვევაში გაღვივების უნარის შემოწმებას გვერდს ვერ აუვლით. მაგალითად, ასეთი აუცილებლობა ჩნდება, თუ ეჭვი გეპარებათ, ღირს თუ არა ერთ წელზე მეტხანს გაჩერებული თესლის დარგვა ან ახლის ყიდვა.

მიღებულია, რომ ძველი კიტრის თესლი (როგორც გოგრისებრთა ოჯახის სხვა კულტურები) უკეთეს მოსავალს იძლევა, ვიდრე ახალი. თუმცა ჩვენი ექსპერტი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნახევრად მოუმწიფებელი ნაყოფიდან გამოღებულ თესლს ეხება. თუ ისინი მოსავლის აღების შემდეგ დამწიფებული ხილიდან მიიღეს, ამ შემთხვევაში ახალი თესლი უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ძველი.

ბევრი რამ შენახვის პირობებზეა დამოკიდებული. თუ თესლი ცხელ (25 გრადუსზე მეტი) ბინაში ინახება, უკვე მეორე წელს გაღვივების უნარს კარგავს. თუმცა ავტოფარეხში, აგარაკზე ან სხვა ცივ ოთახში შენახვა გამოსავალი არაა – აქ, დანესტიანდება და თავის თვისებებს დაკარგავს.

ახლა ძველ მარაგს უყურებთ და ფიქრობთ, რა გააკეთოთ? გადაწყვეტილების მისაღებად სველი ბამბით მათი გაღვივების უნარი შეამოწმეთ. თესლი ვარგისია, თუ გაღვივების უნარი 65%–ზე მაღალია. თუ შედეგი უფრო დაბალი აღმოჩნდება, დარგვა შეიძლება, მაგრამ უფრო სქლად. თუ 50%–იანი შედეგი მიიღეთ, სჯობს თესლი გადაყაროთ.

წესი 4: თერმომეტრით დათესვა

თესლის მომზადება უშუალოდ დათესვის წინ ხდება. როდის უნდა იყოთ მზად? როდის უნდა დარგოთ კიტრი სათბურში, ნერგით თუ ღია მიწაში?

მთავარი ფაქტორია ის, რომ მცენარე სითბოს მოყვარულია. +10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა მისთვის დამღუპველია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თერმომეტრის ისარი დიდხანს არ იზრდება. სწორედ ამიტომ, აჩქარებას და ცივ მიწაში დათესვას აზრი არ აქვს – თესლი არ გაღვივდება და შეიძლება ლპობადი ბაქტერიებისგან დაიღუპოს. სასიცოცხლოდ ვარგისი აღმონაცენი +15 გრადუსზე მაღალ ტემპერატურასა და სათანადო ტენიანობის პირობებში ჩნდება. საიმედო ნიშანი მათთვის, ვინც კიტრს ბოსტანში რგავს: ბაბუაწვერების მასობრივი ყვავილობა. მათ მინიშნებას მოუსმინეთ: ნიადაგი საკმარისად გამთბარია და შეგიძლიათ დათესვა დაიწყოთ.

გაზაფხულზე ამინდი ყოველჯერზე განსხვავებულია, ამიტომ თესლის დასარგავად ზუსტი კალენდრის შედგენა შეუძლებლია. ჩვენ უბრალოდ მიახლოებულ თარიღებზე საუბარი შეგვიძლია.

აგროფიბრის, მკვრივი საფარის ქვეშ ან მზიან სათბურში შეგიძლიათ 8-9 მაისს დათესოთ, ღია მიწაში არა უადრეს 20-25 მაისს (თარიღები შეიძლება შეიცვალოს, თუ კვლებს წინასწარ გაათბობთ და თესლს გააღვივებთ). ნერგს აგროფიბრის ქვეშ 15 მაისს რგავენ.

დაუმთბარ სათბურში არა მხოლოდ დღის, არამედ ღამის ტემპერატურა მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ დათესვა დაიწყოთ, როცა ტემპერატურა 14-15 გრადუსს აღემატება.

სათბურებში შეგიძლიათ მოაწყოთ ე.წ. ცხელი კვლები, ფირის გვირაბები, რაც უფრო ნაადრევი მოსავლის მიღების შანსს გაძლევთ. ბიოსაწვავზე მომუშავე სათბურებში შეგიძლიათ კიტრის თესლი ნერგებისთვის უკვე მარტის დასაწყისში დათესოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ სათბურებში შეგიძლიათ კიტრი 2-3-ჯერ დათესოთ. სჯობს გამოთვალოთ ისე, რომ მოსავლის მიღების დიდი წილი აგვისტოს ბოლოს –სექტემბრის დასაწყისში მოგიწიოთ. ამ პერიოდში ზამთრისთვის კონსერვების გაკეთება მიღებულია.

წესი 5: წრთობაში არ გადააჭარბოთ

სითბოს მოყვარული კიტრის სიცივის მიმართ გამძლეობა რომ გაზარდოთ, თესლს გამოწრთობა სჭირდება. მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რომ გაღვივების უნარი არ შეამციროთ. მაღალი ხარისხის თესლი დაბალი ტემპერატურის მიმართ გამძლეა, მაგრამ 7 დღეზე მეტხანს მისი გამკვრივება არ ღირს.

წრთობის ერთ–ერთი მეთოდი: თესლი ფხვიერი ქსოვილის ტომარაში ჩაყარეთ და 15 საათით 18-20 გრადუს ტემპერატურაზე გააჩერეთ. თესლის გასივების შემდეგ -20 გრადუს ტემპერატურაზე მაცივარში გაყინეთ. წრთობის დროს თესლის გამოშრობა არ დაუშვათ. პერიოდულად, დანამეთ.

წესი 6: წინასათესი კალენდარი შეადგინეთ

კიტრის თესლის მომზადებისას სხვა რეკომენდაციებიც არ უნდა უგულებელყოთ. მასთან დაკავშირებული საზრუნავი დამატებითი მოსავლით ანაზღაურდება. უფრო მეტიც, მუშაობის ამ ეტაპზე ბევრი რამ გამარტივებულია, რადგან ახლა თესლი სათესლე მეურნებაში მინიმალურ დამუშავებას მაინც გადის. ახლა ხდება დახარისხება და წვრილი და ცარიელი თესლის მოშორება, ჟანგბადით გამდიდრება და ზოგჯერ დრაჟირება და ა.შ.

ისეთი მეთოდი, როგორიცაა გახურება, რომელსაც თესლის სადეზინფექციოდ იყენებდნენ, ინდუსტრიული გახდა, რადგან თესლის ემბრიონში სტრესს იწვევს და პროფესიონალურ დამოკიდებულებას მოითხოვს.

აი, თესლის დამოუკიდებლად დეზინფექცია შესაძლებელია. ყველაზე პოპულარული მეთოდი: 20 წუთით მარგანცოვკის ხსნარში (10 გრ 1 ლ წყალზე) ჩაალბეთ, შემდეგ სუფთა წყალში კარგად გარეცხეთ. ეს კლასიკური საშუალება მხოლოდ თესლის ზედაპირზე არსებული ინფექციების წინააღმდეგ მოქმედებს. ხსნარის სახით, რომელიც მცენარის ზრდას და განვითარებას ხელს უწყობს, არახელსაყრელი ამინდის პირობების და დაავადებების მიმართ გამძლეობას ზრდის, შეგიძლიათ გამოიყენოთ 1:1 პროპორციით წყალში გაზავებული ალოეს ექსტრაქტი (თესლი 6 საათით გააჩერეთ). იაპონური EM პრეპარატებიც კარგ შედეგს იძლევა: 1:1000 პროპორციით ხსნარი მოამზადეთ და თესლი 0,5-1,5 საათით ჩაალბეთ. ფესვების ლპობის, ბაქტერიოზის და სხვა უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად კიტრის თესლი M–ფიტოსპორინის ხსნარში 1–2 საათით ჩაალბეთ, შემდეგ გამოაშრეთ.

კიტრს გასაზრდელად და გასავითარებლად მთელი რიგი მიკროელემენტები სჭირდება, როგორიცაა: ბორი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი, მოლიბდენი და კობალტი. თუნდაც ერთი ელემენტის დეფიციტი დაუყონებლივ თავს იჩენს. კარგი იქნება, თუ ამ მიკროელემენტებით გაჯერებაზე თავიდანვე იზრუნებთ.

დათესვამდე თესლის წინასწარ გაღვივების მეთოდს იყენებენ, თუ გაღვივების უნარში ეჭვი ეპარებთ და ნაკვეთზე ადგილის ტყუილად დაკარგვა არ სურთ. მეთოდი მარტივია: რამდენიმე ფენა სველი ტუალეტის ქაღალდზე თესლები დააწყვეთ, რაიმე ჭურჭელში მოათავსეთ და 1-2 დღე თბილ ადგილას შეინახეთ. ბამბა და მარლა, რომელშიც კიტრის ნაზი ფესვები სწრაფად იზრდება, სჯობს არ გამოიყენოთ. კიტრის თესლი კარგად ღვივდება როგორც სიბნელეში, ასევე სინათლეში.

წესი 7: ნერგების მოთხოვნებს მოუსმინეთ

ბევრი მებოსტნე 20-25 დღის ნერგის დარგვას უპირატესობას ანიჭებს. ჭიქაში ან სხვა ჭურჭელში ხის მიწის, ნეშომპალას ან კომბოსტის მიწის ნარევს ყრიან. 1 ვედრო ნარევს 1 ჭიქა ნაცარს უმატებენ. მკვებავი ნარევი ჰაეროვანი და კარგად შთანმთქმელი უნდა იყოს.

თუ ნერგებს სათბურში ზრდით, მზიან ამინდში 20-25 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნეთ, ღრუბლიან ამინდში – 17-17, ხოლო ღამით – 14-16.

ნერგი შეგიძლიათ სახლშიც გაზარდოთ. აქ, ჰაერის ტენიანობის დარეგულირება უფრო ადვილია ამისთვის გათბობის ბატარეებზე წყალში დასველებული ან დანამული ქსოვილი გადაფინეთ.

ზრდის ადგილის მიუხედავად მეორე ნამდვილი ფოთოლის გამოჩენის შემდეგ ნერგი სასუქის ან ნაკელის ხსნარით (1 ლ 10 ლ წყალზე) ან ჩიტის სკინტლით (1 ლ 15 ლ წყალზე) გამოკვებეთ.

თუ ნერგს ბინაში ზრდით, გამოსაწრთობად უქარო ამინდში, 12-15 გრადუს ტემპერატურაზე გარეთ გამოიტანეთ.

დარგვის პერიოდში ნერგს 2-3 ნამდვილი ფოთოლი უნდა ჰქონდეს. დარგვამდე და შემდეგ კარგად მორწყეთ. ძალიან ღრმად არ ჩარგოთ, რომ მცენარე ქოთანში გაიზარდოს. ნერგებს მოკლე კვანძთაშორისი და მუქი მწვანე ფოთლები უნდა ჰქონდეს. მყიფე ან ყვითელი ფოთლები სჯობს მოაშოროთ.

წესი 8: მორწყვაზე წინასწარ იზრუნეთ

იცით თუ არა, რომ კიტრის ხორკლები ტენიანობის აორთქლებას არეგულირებს? ისინი ფლავოლინის გამო მუქდება, რომელიც თანდათან გროვდება და ხორკლის აორთქლების აქტივობას აჩერებს. ეს ფაქტი ადასტურებს: წყალი და ტენიანობა ამ მცენარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კიტრი ერთ–ერთი ყველაზე ტენიანობის მოყვარე კულტურაა, რაც ცუდად განვითარებული ფესვების სისტემით და დიდი აორთქლებადი ფოთლების ზედაპირით არის განპირობებული. არა მხოლოდ მიწის, არამედ ჰაერის ტენიანობის მიმართ მგრძნობიარეა. მაღალი პროდუქტიულობა მხოლოდ ჰაერის მაღალი ტენიანობის და ნიადაგის ოპტიმალური გარემოს კომბინაციით მიიღწევა.

ეს დასაწყისშივე უნდა გაითვალისწინოთ: თესლის ეტაპიდან. თესლის გამოშრობა არ შეიძლება, ნერგი თბილი წყლით რეგულარულად უნდა მორწყათ, დათესვის და დარგვის დროს მიწის ღრმად დატენიანებაზე უნდა იზრუნოთ. კიტრის ნერგები რეგულარულად უნდა მორწყათ და მიწა 13-17 სმ სიღრმეზე დაატენიანოთ. მორწყვა თბილ ამინდში განახორციელეთ, სიცივეში მორწყვა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. საინტერესო მომენტი: ყვავილობის წინ ნიადაგის გამოშრობა სასარგებლოა, ეს მდედრობითი ყვავილების ფორმირებას ხელს უწყობს.

კიტრის სიმწარე დატენიანების დონეზე დიდწილად დამოკიდებულია. სიმწარეს გლოკოზიდი ანიჭებს, რაც მემკვიდრეობითია. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ის ცხელ ამინდსა და გვალვაში იზრდება. დროული მორწყვა ამ უსიამოვნო ფენომენის თავიდან აცილებას ხელს უწყობს.

წესი 9: გაზაფხულს სიხარულით შეხვდით

გაზაფხული უკვე შემოვიდა. მარტში ბევრმა სათბურები მოაწყო, ინსტრუმენტები შეაკეთა, ორგანული სასუქები მოამზადა. დაცულ ნიადაგში დასარგავად მაღალნაყოფიერ მიწას ამზადებენ. მიწის დასათბობად მოწყობილობას ამზადებენ: ფირის ჩარჩოები და ა.შ. სათბურებს თოვლისგან წმენდენ, ნაკელს ან სხვა ბიოსაწვავს დებენ, მიწას აყრიან და +5+10 გრადუსამდე ათბობენ.

ღია მიწაში დასარგავად ქარისგან დაცული, თბილი ადგილი შეარჩიეთ. თუ ბუნებრივი დაცვა არ არსებობს, დეკორატიული ბუჩქი ან კენკრა (მოცხარი, ალუბალი, ქლიავი) შექმენით. კიტრის დათესვამდე მაღალმზარდი, სიცივის ამტანი კულტურები დარგეთ, რომლებიც ერთგვარი კულისების როლს შეასრულებს. მაგალითად, ნაადრევი კარტოფილი (წინასწარ ტორფის და ნახერხის ყუთში გაღვივებული). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდი, მზესუმზირა.

ერთ ადგილას კიტრი ზედიზედ რამდენიმე წელი არ დარგოთ, ასევე გოგრის და ყაბაყის დარგვის შემდეგ. ამ კულტურებს ერთი და იგივე დაავადებები აწუხებთ. კიტრის უხვ მოსავალს მიიღებთ, თუ ადრე ამ ადგილას კარტოფილი, კომბოსტო და ბარდა მოგყავდათ.

საუკეთესო ორგანული სასუქი კიტრისთვის – ნაკელი. მისი გამოყენება მხოლოდ დაშლის შემდეგ შეიძლება (ნაყოფიერ მიწაზე ახალი ნაკელის გამოყენებისას კიტრი ძლიერ იზრდება და ნაკლებ ნაყოფს იძლევა). სწორედ ამიტომ, დამპალი ნაკელი ან ნეშომპალა გამოიყენეთ.

თუ ცხელი ნაკელი გაქვთ, გაზაფხულზე ამით მიწა დათბილეთ. ამ მიზნით კვლების ცენტრში 35 სმ სიღრმის და სიგანის თხრილი გააკეთეთ და ნაკელით ამოავსეთ, ზემოდან 15-20 სმ ნაყოფიერი მიწის ფენა დააყარეთ.

ღია მიწაში კიტრის თესლი დარგეთ რიგების მიხედვით ერთმანეთისგან 10 სმ დაშორებით ან ბუდეებით – 4-5 თესლი ერთ ორმოში, ორმოებს შორის დაშორება 50-60 სმ. სიღრმე 2-3 სმ.

ნიადაგის გამოშრობისას უხვად მორწყეთ. თესლი ფხვიერ მიწაში, ზემოდან ოდნავ დატკეპნილ მიწაში დარგეთ. თესლის სწრაფად გასაღვივებლად ტენიანობა, საკმარისი ჰაერი და სითბო საჭიროა. ასეთ პირობებში აღმონაცენი მე-4-6 დღეს გამოჩნდება.

Advertisement
ყვავილები4 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები5 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი5 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები5 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი5 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან