Connect with us

ჯანმრთელობა

9 მავნე ჩვევა, რომელიც კრიტიკულ დღეებში არ უნდა დაარღვიოთ

1. თუ ერთსა და იმავე საფენს მთელი დღის განმავლობაში ატარებთ, ამან შეიძლება ვაგინალური ინფექცია და უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს. თქვენი საფენი ყოველ 3-5 საათში შეცვალეთ, იმის მიუხედავად სისხლდენა გქონდათ თუ არა.

2. ტკივილის დროს ტკივილის დამატებას მოერიდეთ. თქვენ უკვე მენსტრუაციულ ტკივილს განიცდით, ამიტომ თავი აარიდეთ იმას, რამაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს.  მაგალითად, დეპილაცია ან კბილის ამოღება.

3. თუ ამ პერიოდში დაუცველი სექსი გაქვთ, დაინფიცირების შანსი მაღალია. სწორედ ამიტომ, ამ დღეებში სქესობრივ აქტს მოერიდეთ.

4. ამ დღეებში მკაცრი ვარჯიშების შესრულება თქვენს სხეულს აზიანებს და მის დაძაბულობას იწვევს.

5. სხეულიდან ბევრ სისხლს და ენერგიას ისეც კარგავთ. სწორედ ამიტომ, კვების გამოტოვება რეკომენდებული არაა. სამი სწორი კვება, შუალედებში მცირე წახემსებებთან ერთად აუცილებლად უნდა მიიღოთ.

6. თუ შუაღამით შიმშილს გრძნობთ, თავი აარიდეთ, რადგან ეს სხეულისთვის კარგი არა. სხეული ყველა ცხიმიანი საკვების გადამუშავებას ვერ ახერხებს, რაც შიგნით ხვდება.

7. მენსტრუაციული კრუნჩხვები გოგოებს დაძინებაში ხელს უშლით, მაგრამ რეკომენდებულია ღამით კარგად ძილი და მთელი დღის დაძაბულობისგან სხეულის მოდუნება.

8. რძის პროდუქტების მიღებას მოერიდეთ. ამან შეიძლება მენსტრუაციული კრუნჩხვები  გაამწვავოს, რადგან რძის პროდუქტები ე.წ. არაქიდონურ მჟავას შეიცავს.

9. თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს, როგორიცაა საშინელებათა ფილმების ყურება და დარდის გამომწვევი სიმღერების მოსმენა, რადგან ეს ნებისმიერი ქალის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.