Connect with us

ჯანმრთელობა

9 აუცილებელი ვიტამინი მეძუძური დედებისთვის

ბავშვის დაბადების შემდეგ, დედის ორგანიზმი ძლიერ სტრესს განიცდის. ეს არამხოლოდ ოჯახის ახალი წევრის გაჩენის, არამედ აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტის ბრალია.

ძუძუთი კვების პროცესი ქალს დიდი რაოდენობით ენერგიას ართმევს და მოითხოვს ვიტამინური მარაგის შევსებას. დროის უკმარისობის გათვალისწინებით, ქალისთვის რთულია სწორად და სრულყოფილად კვება. ასეთი შემთხვევებისთვის, არსებობს ვიტამინების კომპლექსები, რომლებიც სპეციალურად მეძუძური დედებისთვისაა შექმნილი.

1. D ვიტამინი

ეს ვიტამინი აუცილებელია ჩონჩხის სიმთელის შესანარჩუნებლად. ასევე, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი საკვანძო ელემენტია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, რომელიც არეგულირებს ინფექციებსა და ანთებით პროცესებს.

2. C ვიტამინი

ლაქტაციის დროს მნიშვნელოვანია C ვიტამინის მიღება. ასკორბინის მჟავა აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცლაში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის ფორმირებასა და მხარდაჭერაში, აძლიერებს კაპილარების კედლებს პოსტლაბორულ პერიოდში, ხელს უწყობს კანის საფარველისა და ხრტილების აღდგენას.

3. ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა ძუძუთი კვების დროს რომ სასარგებლოა, ამის მიხვედრა სულაც არაა რთული, უბრალოდ გაიგეთ B9-ს დეფიციტის შედეგები: დედისთვის: მშობიარობის თანმხლები დეპრესია, აპათია, ლაქტაციის შემცირება, სწრაფი დაღლა.

ბავშვისთვის: წონაში ნელი მატება, იმუნიტეტის დაქვეითება; განვითარებაში ჩამორჩენა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ასპექტით; საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

4. E ვიტამინი

ეს ვიტამინი ძუძუთი კვების დროს ხელს უწყობს: აქტიურ ზრდას; ნერვული, ენდოკრინული სისტემების ჯანსაღ განვითარებას; ერითროციტების გამომუშავების ნორმალიზაციას; სასუნთქი სისტემის ლორწოვანი ორგანოების ადგილობრივი იმუნიტეტის გაუმჯობესებას.

5. A ვიტამინი

იგი მონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების ჩამოყალიბების, ძვლებისა და კბილების შენების პროცესში, იცავს კანსა და ლორწოვან გარსს, მოქმედებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. რეტინოლს შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტი.

6. ვიტამინი B6

პიროქსინი არეგულირებს დედის ნერვული სისტემის დარღვევებს(ამცირებს გაღიზიანებადობას, აგრესიულობას). ვიტამინ B6-ს,განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, შეიცავს ხორბლეულის ამონაცენი, ბერძნული კაკალი და ტყის თხილი, ისპანახი, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, სალათი, კომბოსტო, პომიდორი, მარწყვი, ბალი, ფორთოხალი და ლიმონი.

7. ვიტამინი B2

იგი მონაწილეობს წკინის ცვლაში და დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის მრავალ პროცესში და ზრდის ერთ-ერთი მთავარი ვიტამინია.

ვიტამინ B2-ს დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლოვანი ჩონჩხის, კუნთების, ნერვული სისტემის ფორმირების დროს. დეფიციტი იწვევს თვალებისა და კანის დაზიანებებს.

8. ვიტამინი B12

B12-ის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევა ნემიას, ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას. მისი ძირითადი წყაროა ცხოველური საკვები პროდუქტი.

9. K ვიტამინი

K ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. იგი აუცილებელია ახალშობილთათვის.

K ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ლუცერნას მწვანე ფოთლები, ისპანახი, წაბლი, ჭინჭარი, ასფურცელა, ასკილი, ყვავილოვანი, თეთრთავა და წითელთავა კომბოსტო, სტაფილო, პომიდორი, მარწყვი და ველური მარწყვი.