Connect with us

კულინარია

8 სამზარეულოს ნარჩენი, რომელიც კანალიზაციაში არასდროს უნდა ჩარეცხოთ

არაფერია საშიში, თუ საკვები ნარჩენების დასაქუცმაცებელში ფორთოხლის ქერქს ან ცუდი ხორცის ნაჭერს გადააგდებთ. არსებობს პროდუქტები, რომელთა ადგილი სანაგვე ყუთშია: წინააღმდეგ შემთხვევაში სანტექნიკოსის გამოძახება მოგიწევთ.

1. ძვლები

მაშინაც კი, თუ პატარა ძვალია, მაინც ცუდი იდეაა. ძვლები უბრალოდ დასაქუცმაცებლის პირების ირგვლივ იტრიალებს და ქვემოთ მილში არ ჩავა.

2. ნიახური

ნიახურის ბოჭკოები დასაქუცმაცებლის პირების ირგვლივ ადვილად იხლართება. იგივე სატაცურს და სიმინდს ეხება.

3. ყავის ნალექი

ის მილში სქელ ნადებად ადვილად გროვდება, რაც მილის დაბინძურების პროცესს აჩქარებს.

4. კვერცხის ნაჭუჭი

ზოგიერთი თვლის, რომ ის დასაქუცმაცებლის პირებს უფრო ბასრს ხდის. ეს კი საპირისპირო მოსაზრებას ეწინააღმდეგება: კვერცხის ნაჭუჭი შეიძლება პირს მიეკვრას და ბლაგვი გახადოს. ყოველი შემთხვევისთვის სჯობს სანაგვე ყუთში გადაყაროთ.

5. ხილის კურკები

ოდესმე გარგარის ან ავოკადოს კურკის გაჭრა გიცდიათ? ეს შეუძლებელია. აი, ამის გაკეთება დასაქუცმაცებელსაც არ შეუძლია.

6. ზეთი, ცხიმი

სამზარეულოს მილის გაჭედვას იწვევს.

7. მაკარონი

პასტის ნებისმიერი სახეობა – სპაგეტი, ვერმიშელი, რავიოლა – მომზადების შემდეგაც წყლის ზემოქმედებით ფართოვდება. შესაბამისად, მილებს ჭედავს. იგივე, ბრინჯს ეხება.

8. კარტოფილის ნათალი

ასევე სხვა ბოსტნეული, რომელიც სახამებელს შეიცავს, მილებზე მავნე ნადების გაჩენას გამოიწვევს.