სხვა
8 სიგნალი, რომელიც თვალებზე იჩენს თავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემაზე მიგვითითებს
ადამიანის თვალების მიხედვით, მასზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. ისინი ირეკლავენ არა მხოლოდ ჩვენს შინაგან სამყაროს, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებსაც. თვალების დაავადება, შესაძლოა, ისეთი უფრო სერიოზული პრობლემების სიმპტომი იყოს, რომლებზეც ჯერ არც კი დაეჭვებულხართ.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ გვკარნახობენ თვალები ორგანიზმში ამა თუ იმ დაავადების არსებობას.
თვალის დაავადების მიზეზები
1. წარბების დაცვენა
თმის ცვენა სხვადასხვა მიზეზით ხდება. თუ წარბების თმიანი ნაწილი ქრობას იწყენს, ეს ფარისებრი ჯირკვლის სერიოზულ პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს.
2. ჯიბლიბო
შესაძლოა, ძალიან გტკიოდეთ და გაღიზიანებდეთ, თუმცა, როგორც წესი, რამდენიმე დღეში თავისით ქრება. თუ 3 თვის მანძილზე ჯიბლიბო არ გაქრა – ეს კიბოს იშვიათი ფორმა შეიძლება იყოს, ცნობილი, როგორც ცხიმოვანი ჯირკვლების კარცინომა. ეს ეხება ისეთ ქერსაც, რომელიც მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას ჩნდება.
3. დაბურული მხედველობა
თუ კომპიუტერს ხშირად იყენებთ, შესაძლოა, ხშირად განიცდიდეთ თვალების წვასა და მხედველობის დაბურვას. თუ სურათი იბურება, როცა მოწყობილობის ეკრანს უყურებთ, ესე იგი, კომპიუტერული მხედველობის სინდრომი შეიძინეთ. მომავალში ეს საშინელ დისკომფორტს მოგიტანთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს ახლა, რათა მიიღოთ საჭირო ვიტამინები და წვეთები.
4. ბრმა წერტილი
მცირე ბრმა წერტილი ხილული სივრცის მონაკვეთში, შესაძლოა, ძალიან ღრმა აზრის მატარებელი იყოს. თუ მას მოელვარე ცეცხლის ან ტალღოვანი ხაზების სახით ხედავთ, ეს შაკიკის შედეგი შეიძლება იყოს. ბრმა წერტილების გაჩენას თან უნდა ახლდეს თავის ტკივილები.
5. ამოზნექილი თვალები
ეს, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. ასეთი თვალების ხშირი მიზეზია ჯირკვლის ჰიპერაქტივობა, ცნობილი, როგორც ჰიპერთირეოზი.
6. გაყვითლებული სკლერა
ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც ყვითელა. იგი, ხშირად, ახალშობილებს უჩნდებათ ღვიძლის ჩამოუყალიბებელი ფუნქციის გამო, თუმცა, ეს სიმპტომი გვხვდება ზრდასრულებშიც. თუ ყვითელა ასაკოვან ადამიანს გაუჩნდა – ეს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან ნაღვლის გადინების პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს.
7. დაბინდული მხედველობა
ადამიანები, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი თვალის დაავადებისკენ. ყველაზე გავრცელებულია დიაბეტური რეტინოპათია. აღნიშნული დაავადება მოქმედებს თვალების სისხლძარღვთა სისტემაზე. ეს ზრდასრულებში სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
8. თვალებში გაორება, არამკვეთრი მხედველობა და მხედველობის დაკარგვა
თუ თვალებში უეცარ გაორებას გრძნობთ, არამკვეთრად ან საერთოდ ვეღარ ხედავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს ინსულტის ნიშნებია.
ამრიგად, თვალებს ჯანმრთელობის პრობლემებზე მინიშნება შეუძლიათ. ამ პრობლემების უგულებელყოფა დაუშვებელია, მათი გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს – ჩვენს ორგანიზმში ხომ ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია.
თუ სტატია ინფორმატიული იყო, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!