თავის მოვლა
8 ნიღაბი აქტივირებული ნახშირის ფირფიტით. კორეულიც კი მათგან შორსაა
ჩემს დაქალს ყოველთვის პრობლემური სახის კანი ჰქონდა. ეს მოზარდობის პერიოდში დაეწყო და წლები გაგრძელდა. რა არ სცადა: სახის ნიღბები, კოსმეტოლოგები, ძვირფასი კოსმეტიკა, კვების შეცვლა. სამწუხაროდ, ყველაფერი უშედეგოდ.
ცოტა ხნის წინ შევხვდი და ვერ ვიცანი! სახე სუფთა, ხედვა გამომწვევი, ღიმილი ყურებამდე. ჩემს მუნჯ კითხვაზე გაიცინა და მომიყვა, როგორ დაეხმარა ნახშირის ნიღბები. და მართლაც, თუ ეს შავი აბები კუჭს ასე კარგად წმენდს, რატომ არ გავიწმინდოთ კანი?
როგორ მოვამზადოთ სახის შინაურული ნიღბები
ნახშირის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
თიხა და აქტივირებული ნახშირი სახის კანზე დადებით გავლენას ახდენს. ისინი ზედმეტ ცხიმს შთანთქავენ. პრობიოტიკი და ვაშლის ძმარი გამონაყარის წარმოქმნას აფერხებენ. საქმე იმაშია, რომ პრობიოტიკები სასარგებლო მიკრობების განვითარებისთვის ხელსაყრელ სივრცეს ქმნიან. პირველ რიგში, ისინი აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვიან.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ თიხა
- 2 ს/კ ვაშლის ძმარი
- 1 კაფსულა პრობიოტიკი
- 2 ჩ/კ აქტივირებული ნახშირი
- 1 წვეთი ეთერზეთი
მომზადება:
ნახშირი, თიხა და დაქუცმაცებული პრობიოტიკი აურიეთ. ძმარი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
გამოყენება:
ნიღაბი სუფთა სახის კანზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
აკნეს საწინააღმდეგო ნახშირის ნიღაბი
ნახშირი ფორებს შესანიშნავად წმენდს. ის ზეთის ნარჩენებს და ჭუჭყს უკავშირდება და მათ აშორებს. ნუშის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჟოჟობას, გარგარის კურკის ან სხვა ზეთით E ვიტამინით. ასეთი ნიღაბი მოიმარაგეთ და ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში გრილ, მშრალ ადგილას შეინახეთ.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ თხევადი კასტილის საპონი
- 1 ს/კ ნუშის ზეთი
- 2 ს/კ ბრინჯის ფქვილი
- 1 ს/კ საკვები სოდა
- 2 ჩ/კ აქტივირებული ნახშირი
მომზადება:
თავდაპირველად კასტილის საპონი და ზეთი აურიეთ. სოდა, ბრინჯის ფქვილი და ნახშირი დაუმატეთ. არ ინერვიულოთ, თუ ნარევი ოდნავ ბუშტებს გაიკეთებს. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
გამოყენება:
სახე წყლით დაისველეთ, შემდეგ 1–2 ჩ/კ ნიღაბი წრიული მოძრაობით წაისვით. 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახე პირსახოცით შეიმშრალეთ.
ნახშირის ლიფტინგ ნიღაბი
კვერცხი და ნახშირი – წარმოუდგენლად ეფექტური კომბინაცია სახის შინაურული მოვლისთვის. ის მოშვებულ კანს აძლიერებს და ფორებს ავიწროებს.
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის ცილა
- 2 აბი აქტივირებული ნახშირი
- 0,25 ჩ/კ ლიმონის წვენი
მომზადება:
კვერცხის ცილა ჩანგლით აქაფებამდე ათქვიფეთ. ნახშირი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.
გამოყენება:
მზა ნიღაბი სახეზე წაისვით. 10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბი მხოლოდ T ზონაზე წაისვით.
დამამშვიდებელი ნახშირის ნიღაბი
სახის კანის დასამშვიდებლად იდეალურია. მატჩა სიწითლეს და ანთებას აქრობს, ხოლო ნახშირი პრობლემის წყაროს ანადგურებს.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ თაფლი
- 1 ჩ/კ მატჩის ფხვნილი
- 2 კაფსულა აქტივირებული ნახშირი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
გამოყენება:
სახის კანი გაიწმინდეთ და ნიღაბი წაისვით. 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.
ნახშირის ნიღაბი გამონაყარის საწინააღმდეგოდ
ალოეს ჯადოსნური დამატენიანებელი და შემახორცებელი თვისებების გამო კოსმეტოლოგიაში ფართოდ იყენებენ. აქტივირებულ ნახშირთან ერთად შინაურულ ნიღაბში შეუცვლელია.
ინგრედიენტები:
- 2 კაფსულა აქტივირებული ნახშირი
- 1 ჩ/კ ალოეს გელი
- 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გამოყენება:
ნაზი წრიული მოძრაობით ნიღაბი სახის კანზე რამდენიმე წუთით წაისვით. კიდევ 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გამწმენდი სკრაბ–ნიღაბი
თუ მორიგე სახის სკრაბ–ნიღაბი გჭირდებათ, ამ ინგრედიენტების კომბინაცია საუკეთესოა. სურვილის მიხედვით დაქუცმაცებული ნუში დაუმატეთ. მხოლოდ ჰერმენტულ კონტეინერში შეინახეთ.
ინგრედიენტები:
- 0,25 ჭიქა დაფქული შვრია
- 10 კაფსულა აქტივირებული ნახშირი
- 0,25 ჭიქა კაოლინის თიხა
- 7 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- 0,25 ჭიქა ბენტონიტის თიხა
- 7 წვეთი ჩაის ხის ზეთი
მომზადება:
ჯერ შვრია, ნახშირი და თიხა აურიეთ. შემდეგ ეთერზეთები დაუმატეთ და აურიეთ.
გამოყენება:
ჩაის კოვზი ნარევი ხელისგულზე დაისხით, რამდენიმე წვეთი წყალი ან ვარდის წყალი დაუმატეთ. პასტა უნდა მიიღოთ. წრიული მოძრაობით სახის კანზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი თბილი წყლით მოიშორეთ.
ნახშირის ნიღაბი იოგურტით
იოგურტის ნიღაბი პოპულარული ტყუილად არაა: რძის მჟავა მკვდარ უჯრედებს ნაზად აშორებს. ამის შემდეგ ნახშირი ცხიმს და ჭუჭყს იწოვს, ფორებს ავიწროებს.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ბერძნული იოგურტი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 2 კაფსულა აქტივირებული ნახშირი
მომზადება:
ინგრედიენტები ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე კარგად აურიეთ.
გამოყენება:
ნიღაბი სახის და ყელის კანზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. საშუალება თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ნახშირის ნიღაბი თიხით და დარიჩინით
თუ ნახშირი და თიხა თქვენს კანს წმენდს, დარიჩინი სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს და აკნეს გამომწვევი ბაქტერიების წარმოქმნას აფერხებს. მშრალი კანის შემთხვევაში უფრო მეტი ზეთი დაუმატეთ, ხოლო ანთების დროს დარიჩინზე უარი თქვით.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ფრანგული მწვანე თიხა
- 2 კაფსულა აქტივირებული ნახშირი
- 1 ჩ/კ ნუშის ზეთი
- 0,25 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი
- 1 ჩ/კ წყალი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი პასტის მსგავსი კონსისტენციის მიღებამდე აურიეთ.
გამოყენება:
ნიღაბი სქელ ფენად წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. 15 წუთით გაშრობა აცადეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე კრემით დაიტენიანეთ.
აუცილებელი არაა ბევრი ფული დახარჯოთ, რომ სახის კანი მოვლილი, ჯანსაღი და ლამაზი იყოს. სახის შინაურული ნიღბები ნახშირით ბევრ დროს არ წაგართმევთ! განსაკუთრებით მათ, ვინც წინასწარ მოიმარაგებს. თქვენი კანის ტიპის შესაბამისი საშუალება შეარჩიეთ და გამოიყენეთ!