Connect with us

ყვავილები

8 ხრიკი, რომ ოთახის მცენარე საფუარივით გაიზარდოს

ოთახის მცენარის შერჩევისას მის ფოთლებს და ყვავილებს, ფორმას ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ. თითოეულ მცენარეს ინდივიდუალური ენერგეტიკა აქვს და ადამიანზე გავლენას განსხვავებულად ახდენს. ლამაზი ოთახის მცენარე – პირველ რიგში, სწორ მოვლას და პირობებს გულისხმობს. პატარა ცოდვამაც კი შეიძლება ფოთლებზე მშრალი, ყავისფერი ლაქების გაჩენა ან წვერის და კიდეების გახმობა გამოიწვიოს.

ოთახის ყვავილების მოვლა

არანაკლებ მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა და ტენიანობა. თქვენი ყვავილები ლამაზად, დიდებულად და თვალის გასახარებლად რომ გაიზარდოს, გამოცდილი ფლორისტების რჩევებს მოუსმინეთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელთა დახმარებით ფანჯრის რაფაზე აყვავებულ ბაღს მიიღებთ.

წყალი ყველა მცენარის სიცოცხლის მთავარი საფუძველია. თითოეულ მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ოთახის მცენარე აუცილებლად უნდა გამოკვებოთ, თუ ლამაზი ყვავილების და დიდებული ფოთლების მიღება გსურთ.

შაქარი. ყველაზე ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილების გამოსაკვებად. შაქარი გლუკოზად და ფრუქტოზად იშლება. სასწაულს სწორედ გლუკოზა ქმნის. ის ყველა სასიცოცხლო პროცესისთვის ენერგიის წყაროა. ასეთი სასუქის მოსამზადებლად 1 ს/კ შაქარი 0,5 ლ წყალში გახსენით ან უბრალოდ მიწას შაქარი მოაყარეთ, შემდეგ მორწყეთ.

აბუსალათინის ზეთი. იდეალურია ყვავილებისთვის. 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი 1 ლ წყალს დაუმატეთ. ხსნარი გამოიყენეთ და მცენარე სწრაფად გაიზრდება და ლამაზად აყვავილდება. დაავადებებიც არ შეაწუხებს.

ხის ნაცარი. ფლორისტები მის გამოყენებას დაავადებების პრევენციისთვის გირჩევენ. ყველაზე გავრცელებული მეთოდი: ნაცარი სითხეს დაუმატეთ. ჩვეულებრივ, 100-150 გრ ხის ნაცარს 1 ვედრო წყალში ხსნიან, ურევენ და მზადაა. ნაცარი თვეში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ.

ბროწეულის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქი. ასევე კარგი სამკურნალო სასუქია. ნებისმიერი ციტრუსის ქერქი აიღეთ, წყალი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ მცენარე მორწყეთ.

ასპირინი. ყოველ 2 თვეში სარწყავ წყალს 1 აბი ასპირინი დაუმატეთ. 1 აბი 1 ლ წყალზე. თუ ამ პირობას შეასრულებთ, მცენარე დაავადებების მიმართ გამძლე გახდება, ხოლო ფოთლები გაჯერებულ მწვანე ფერს მიიღებენ. გარდა ამისა, მცენარის ზრდა დაჩქარდება.

ალოეს წვენი. ეს მცენარეული წარმოშობის ბიოგენური სტიმულატორია. იდეალურია მცენარის ზრდის სტიმულირებისთვის. ალოეს წვენის დახმარებით მოკლე დროში ძლიერ და ლამაზ მცენარეს გაზრდით. მომზადება: 1,5 ლ წყალში 1 ჩ/კ ალოეს წვენი გააზავეთ.

რძე. რძე მხოლოდ მოსარწყავად (1 ჩ/კ 1 ლ წყალზე) არ არის რეკომენდებული. რძის და წყლის ხსნარით ფოთლები გაწმინდეთ. ხსნარი 1:10 პროპორციით მოამზადეთ. ბამბის დისკი სითხეში დაასველეთ და ფოთლები კვირაში ერთხელ გაწმინდეთ. ფოთლები იბრწყინებს და სილამაზით და სიჯანსაღით მოგხიბლავთ.

ოთახის მცენარეები რომ აყვავდეს და განვითარდეს, რეგულარულად გადარგეთ. გადარგვისას მცენარე მკვებავ ნივთიერებებს იღებს, ხოლო მიწის შეცვლისას ფესვების სისტემა ვითარდება. გაზაფხული მცენარის გადასარგავად საუკეთესო დროა.