ყვავილები
8 მეთოდი თქვენი ოთახის მცენარეების სწრაფი ზრდისთვის
ოთახის მცენარის არჩევისას, ყურადღებას ყოველთვის მის გარეგნულ იერსახეს, ფოთლებსა და ყვავილებს ვაქცევთ, მაგრამ ყოველ მათგანს ინდივიდუალური ენერგეტიკა აქვს რომელიც ადამიანის მდგომარეობაზე მოქმედებს. ლამაზი ოთახის მცენარე – ეს პირველ რიგში სწორი მოვლისა და შენახვის პირობების ნაყოფია. მოვლისას პატარა ცდომილებებიც კი მშრალ ყავისფერ ლაქების გაჩენამდე ან ფოთლის ბოლოების გახმობასთან მიგვიყვანს.
ოთახის მცენარეების მოვლა
ასევე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოთახში არსებული ტემპერატურა და ტენი. იმისთვის, რომ თქვენი ყვავილები ლამაზად იზრდებოდნენ და თვალს ახარებდნენ – ყური მიუგდეთ გამოცდილი ფლორისტების რჩევებს. ეს რეკომენდაციები აუცილებლად დაგეხმარებათ რაფაზე არაჩვეულებრივად გაყვავებული ბაღის გაშენებაში.
წყალი – ყველა მცენარის სიცოცხლის საწყისია, თუმცა, მორწყვის რეჟიმი ყველა მცენარისთვის ინდივიდუალურია. ასევე გახსოვდეთ, რომ ლამაზი ყვავილობისთვის მათი სასუქით გამოკვებაც მნიშვნელოვანია.
შაქარი. ყველაზე ნატურალური მეთოდი განოყიერებისთვის – შაქარია! ის გლუკოზად და ფრუკტოზად იშლება. სწორედ გლუკოზა ახდენს სასწაულებს. ის მცენარისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი პროცესების ენერგიის წყაროა. ასეთი სასუქის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი შაქარი 0,5 ლიტრ წყალში გახსენით ან უბრალოდ შაქარი – ქოთანში არსებულ მიწას მოაყარეთ, შემდეგ კი მორწყეთ.
აბუსალათინის ზეთი. იდეალურია მცენარისთვის. დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 ლიტრი წყალი. აბუსალათინის გამოყენების შედეგები: მცენარე უფრო სწრაფად იზრდება, ლამაზად ყვავის და არ ავადმყოფობს.
ხის ნაცარი. ფლორისტები მას მცენარეების ავადობისას იყენებენ. ყველაზე გავრცელებული მეთოდი მისი გამოყენებითვის – სითხეში გაზავებაა. 100-150 გრამი ნაცარი სათლ წყალში გახსენით და კარგად აურიეთ, სითხე მზადაა. ნაცარს თვეში მხოლოდ ერთხელ იენებენ.
ბროწეულის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქს სამკურნალო თვისებებიც აქვთ. ვიღებთ ნებისმიერი ციტრუსის ქერქს და ვასხამთ წყალს, ვტოვებთ ღამის განმავლობაში და შემდეგ ვრწყავთ მცენარეებს.
ასპირინი. ყოველ ორ თვეში ერთხელ, სარწყავ წყალში 1 აბ ასპირინს უმატებენ. ერთი აბი – ერთ ლიტრ წყალზე. თუ ამ პირობებს შეასრულებთ, მცენარეები გამძლეები იქნებიან და მათი ფოთლებს ლამაზი მწვანე ფერი ექნებათ. გარდა ამისა გაიზრდება მათი ზრდის სიჩქარეც.
ალოეს წვენი. ეს ბიოგენური სტიმულიატორი მცენარეული წარმომავლობისაა. ის იდეალური ბუნებრივი სტუმულატორია. ალოეს წვენის გამოყენება ძლიერი და ლამაზი მცენარის გაზრდაში დაგეხმარებათ. მომზადების წესი: ნახევარ ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი წვენი გახსენით.
რძე. რძე არა მარტო მორწყვისთვისაა რეკომენდებული (1 ჩაის კოვზი – 1 ლიტრ წყალზე). ამ ხსნარით ფოთლების გაწმენდაც შეიძლება თუმცა ამ დროს შეფარდება 1:10 უნდა იყოს. დაასველეთ ბამბის დისკი, მომზადებული სითხით, გაწმინდეთ ფოთლები კვირაში ერთხელ. ფოთლები იბრწყინებენ სილამაზითა და სიახლით.
იმისთვის, რომ ოთახის მცენარეები ყვაოდნენ და ვითარდებოდნენ, აუცილებელია ისინი რეგულარულად გადავრგოთ. გადარგვისას მცენარე საკვებ ნივთიერებებს იღებს, ხოლო მიწის გამოცვლისას კი ფესვების სისტემა უკეთ ვითარდება. შემოდგომა – გადარგვისთვის საუკეთესო დროა.