ჯანმრთელობა
8 მანიშნებელი, რომ ონკანიდან წყლის დალევა უბრალოდ სახიფათოა
ყოველ წელს, მილიონობით ადამიანი ავსებს წყალს წყაროებიდან რომლებიც სისუფთავისთვის საჭირო სტანდარტებს არღვევენ. საუკეთესო საშუალება წყალში არსებული ნივთიერებების აღმოსაჩენად მისი პროფესიონალების მიერ დატესტვაა, თუმცა არსებობს რამდენიმე საშუალება რომლებიც მისი სისუფთავის შემოწმების საშუალებას მოგცემთ.
აი რამდენიმე ნიშანი, იმისა რომ ონკანის წყალი შეიძლება უსაფრთხო სულაც არ იყოს
1. კარგი წყალი მღვრიე არ უნდა იყოს
წყალი რომლის დალევაც უსაფრთხოა, აბსოლუტურად სუთა და კამკამა უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს სუნი და გემო. ერთ-ერთი საშუალება იმის გასაგებად, დაბინძურებულია თუ არა წყალი ეს მისი გამჭვირვალობის შემოწმებაა. მართალია მღვრიე წყალი შეიძლება სულაც არ იყოს საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის, ის შეიძლება უბრალოდ გაფრთხილებდეთ საფრთხის შემცველი პათოგენების ან ქიმიური ნივთიერებების არსებობაზე.
2. დაბანის შემდეგ ხელები “გიშრებათ”
ხისტი წყალი ხშირად ხასიათდება ისეთი ნივთიერებების დაგროვებით როგორიცაა კალციუმი ან მაგნიუმი, რომლებიც ნიჟარაში, ჩაიდანსა და ონკანზე ნალექს ტოვებენ. სწორედ ამის გამო ხდება ხელის კანის გამოშრობა. ხისტი წყალი არ არის ზუსტი ნიშანი იმისა, რომ წყალი დაბინძურებულია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს კალცისა და მაგნიუმის ზედმეტობის გამო ხდება, ეს კი თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლება ისეთი მეტალების ინდიკატორია როგორიცაა – ალუმინი, მარგანეცი და ტყვია.
3. ყვითელი, ფორთოხლისფერი ან ყავისფერი წყალი – ცუდის ნიშანია
ყვითელი წყალი შეიძლება ქრომიუმ-6 -ის შემცველობაზე მიგვანიშნებდეს, ის კანცეროგენული ქიმიური ნივთიერებაა, რომელმაც სუფთა წყლის დამცველი ერინ ბროკოვიჩი სასამართლო პროცესამდე მიიყვანა. ეს ასევე რკინის, მანგანუმის, სპილენძისა და ტყვიის დაგროვების მიზეზიც შეიძლება იყოს, ან გამოწვეულ იქნას ჟანგის მიერ, რომელიც ასევე შეიცავს ბაქტერიებს.
4. მწვანე ან მოცისფრო წყალი, რომელსაც სპილენძის მაღალი შემცველობა აქვს
ლურჯი ან მწვანე წყლის ხშირი მიზეზი წყლის მილებია. მართალია მცირე დოზით სპილენძი სახიფათო არა რის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ, მისმა მაღალმა შემცველობამ შესაძლოა ანემია და ღვიძლის ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს.
5. თუ თქვენს წყალს მათეთრებლის სუნი აქვს, ფრთხილად იყავით ზედმეტ ქლორთან
ქლორს წყალში სპეციალურად ამატებენ, ის მიკრობებსა და პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს, მაგრამ როდესაც სხვა ორგანულ შენაერთებს უერთდება მან შეიძლება რამდენიმე საზიანო პროდუქტი მოგვცეს.
ერთ-ერთი საზიანო პროდუქტია – ქიმიური ნივთიერებების ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც ტრიგალოგენმეთანი (THM), ის დაკავშირებულია თირკმლის დაავადებებთან და სიმსივნის განვითარების რისკთან. მეორე კი ცნობილია როგორც ჰალოძმარმჟავა (HAA), ის კანის გაღიზიანებას იქვევს და ასევე ზრდის კიბოს გაჩენის რისკს.
წყალში ქლორის დაბალი დონე პარაზიტების განვითარებას უწყობს ხელს, მაგალითად – ლამბლიის რომელიც დიარეას, გულისრევასა და სპაზმებს იწვევს.
6. ლაყე კვერცხის სუნი, იმის მანიშნებელია, რომ თქვენი წყალი შეიძლება გოგირდწყალბადს შეიცავდეს.
წყალი, რომელსაც ლაყე კვერცხის სუნი აქვს, შეიძლება გოგირდწყალბადს შეიცავდეს, ის გრუნტის წყლებში ბუნებრივი გზით ჩნდება. თუმცა ზოგიერთი ბაქტერიის ზემოქმედებით ის სულფატად იქცევა, რომელიც გაუწყლოვნებასა და დიარეას იწვევს.
7. თუ წყალს თევზის სუნი აქვს, ეს შეიძლება ბარიუმისა და კადმიუმის არსებობაზე მიგვანიშნებდეს.
თევზის სუნიან წყალს შეიძლება ბარიუმის შემცველობა ჰქონდეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება რომელიც წყალში საბურღი და სხვადასხვა წარმოებითი სამუშაოების დროს ხვდება. როდესაც ის რეკომენდებულ დონეს სცილდება – იწვევს წნევის მატებას, კუნთოვან სისუსტეს და თირკმლის, ღვიძლის ან გულის დაზიანებებს.
წყალი რომელსაც თევზის სუნი აქვს, შეიძლება კადმიუმსაც შეიცავდეს, ეს ქიმიური ნივთიერება წყალში ტყვიისა და სპილენძის მადნებიდან ხვდება, რომლებიც წყლის მილებში სამრეწველო ნარჩენებიდან ხვდებიან. წყალში მისი დონის მატებამ შეიძლება თირკმლის, ღვიძლისა და ძვლების დაზიანება გამოიწვიოს.
8. მეტალის გემო შეიძლება რკინის ან სპილენძის მეტობაზე მიგვანიშნებდეს.
ჟანგიანმა მილმა შეიძლება მეტალი გამოყოს, ისეთი როგორიცაა რკინა, მანგანუმი, თუთია, სპილენძი ან ტყვია. ეს უსიამოვნო სუნი შესაძლოა წყალში რკინის სიჭარბეზე მიგვანიშნებდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს უბრალოდ pH-ის დაბალი შემცველობის მანიშნებელია.
სხვა დამბინძურებლები უჩინარია
რიგი დაბინძურებები მათ შორის ნიტრატები და დარიშხანი – შეუიარაღებელი თვალისთვის უჩნარია. ხშირ შემთვევაში სასმელი წყლის სისტემა ერთზე მეტ სახიფათო ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს,რაც ართულებს ჯანმრთელობისთვის არსებულ ინდივიდუალური რისკის შეფასებას.
“ჩვენ არასდროს შევხვედრივართ მხოლოდ ერთ აგენტს” აცხადებს დასავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის, ტოქსიკოლოგიის პროფესორი ჯეიმი დევიტი. მისი თქმით ერინ ბროკოვიჩის მიერ შემოთავაზებული ფილტრები ვერ ახერხებენ დაბინძურების თავიანთ ფილტრებში შეკავებას. ეს ფილტრები უბრალოდ ქლორირების მიერ გამოწვეულ უსიამოვნო გემოსა და სუნს აშორებენ.