ჯანმრთელობა
8 კვების პროდუქტი, რომელზეც ორსულმა ქალმა სჯობს უარი თქვას
ის, რაც ჩვეულებრივ სარგებლის მომტანია, შეიძლება ზიანი მოგაყენოთ მაშინ, როცა მუცლით ბავშვს ატარებთ.
რბილი ყველი
რბილი ყველი ლისტერიოზით დაავადების რისკს შეიცავს. ეს დაკავშირებულია ბაქტერიებთან, რომლებსაც ბევრი რძის პროდუქტი შეიცავს. დაავადების ნიშნები ვირუსის ნიშნებს ჰგავს და ამით უფრო სახიფათოა. ასე შეძლებთ მკურნალობას, მაგრამ უშედეგოდ. ლისტერიოზი საშიშია, რადგან იწვევს გულისრევას, დეჰიდრატაციას და უფრო სერიოზულ შემთხვევაში ნაყოფის მოშორებას.
ზღვის პროდუქტები
მომავალი დედა თევზის და ზღვის პროდუქტების მიღების დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ასეთი პროდუქტები ვერცხლისწყალს შეიცავენ. ყველასთვის ცნობილია, თუ ეს ნივთიერება რით არის სახიფათო. ყველაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს თინუსი, სკუმბრია, კრევეტები, მიდიები, ხამანწკა და გამომშრალი თევზი. თუ მარილიანი თევზი ძალიან გსურთ, მხოლოდ ისეთი თევზი შეიძინეთ, რომელიც ცნობილ მაღაზიებში იყიდება.
გაღვივებული მარცვალი
გაღვივებული მარცვალი სასარგებლოა იმით, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს, მაგრამ ორსულობის პერიოდში დროებით უნდა დაივიწყოთ. თუ გარისკვა გსურთ, დარწმუნდით, რომ გაღვივებული მარცვალი უსაფრთხოა.
ღვიძლი
პროდუქტი A ვიტამინის დიდი შემცველობით არის ცნობილი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვიტამინის ძალიან მაღალი დონე გადაჭარბებას იწვეს, რაც ორსულობის დროს სახიფათოა.
ქათმის კვერცხი
ორსულობის დროს კვერცხი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერმულად კარგად დაამუშავებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სალმონელას შეიცავდეს, რომელიც არა მხოლოდ მომავალი დედისთვის, არამედ ნაყოფისთვის სახიფათოა.
პაშტეტი
პაშტეტის ყველა სახეობა, განსაკუთრებით, ნაყიდი, ორსულობის დროს აკრძალულია. მიზეზი კვლავ ლისტერიაა, რომელიც ლისტერიოზს იწვევს. ბაქტერიამ შეიძლება პლაცენტაში შეაღწიოს და ბავშვი დაანფიციროს.
ძეხვეული და ნედლი ხორცი
თუ ძეხვის ნაწარმი და ნედლი ხორცით მომზადებული კერძები გიყვართ, თქვენი გემო, როგორც მინიმუმ 9 თვით, უნდა შეიცვალოთ. ბაქტერიებით და საკვებით მოწამვლის რისკი ძალიან მაღალია და შედეგი ბავშვისთვის სერიოზული იქნება.
კოფეინის შემცველი პროდუქტები
კოფე, როგორც ტკბილეული, კოფეინს შეიცავს და ბავშვის და დედის გულის ცემაზე გავლენას ახდენს. ეს სახიფათოა, თუ დღეში 200 მგ დოზას აჭარბებთ. მაგალითად, 1 ჭიქა ესპრესო 145 მგ კოფეინს შეიცავს.
თუ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა გსურთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ. ჯანმრთელობა ამქვეყნად ყველაზე ღირებულია. განსაკუთრებით, როცა საქმე ბავშვს ეხება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.