Connect with us

საკითხავი

7 ყველაზე გავრცელებული მითი ღვინის შესახებ, რომელიც დროა გავაქარწყლოთ

ადამიანს კარატინის დროს ღვინის ჩამოსხმისას რა არ გაახსენდება. შეამოწმეთ, იქნებ თქვენი ცოდნა მხოლოდ სტერეოტიპებია?! ასე რომ, გავაქარწყლოთ მითები ღვინის შესახებ!

ღვინო ხრახნიანი საცობით – ცუდია

ასე არაა. სინამდვილეში სულ უფრო მეტი მწარმოებელი ხრახნიან საცობზე გადადის. ამას ღვინის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად აკეთებენ. საქმე იმაშია, რომ საცობი გემოსა და არომატზე ძლიერ გავლენას ახდენს, ხოლო თუ საცობი შემთხვევით გაფუჭებულია, ღვინოსაც მოხვდება. ასე რომ, ხრახნიანმა საცობმა არ შეგაცბუნოთ. საცობი ღვინოს სუნთქვის საშუალებას ნამდვილად აძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ შენახული, ძალიან ძვირადღირებული ღვინისთვის არის საჭირო, რომლებიც სუფრაზე მოხვედრამდე 10 წელი ინახება.

თეთრ ღვინოს ცივს სვამენ, წითელს – თბილს

თეთრი ღვინო სჯობს გრილი და არა ყინულით ცივი დალიოთ. კასრის ღვინო სჯობს ოდნავ თბილი (14-15 გრადუსი) დალიოთ. ყინულივით ცივს მხოლოდ დაბალ ხარისხიან ღვინოს სვამენ, რომ მისი ნაკლი ვერ შენიშნონ.

წითელი ღვინო ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, თუმცა ოთახის ტემპერატურაში 22-24 გრადუსი იგულისხმება, ჩვენთან ზამთრის პერიოდში კი მხოლოდ 16 გრადუსია.

ზაფხულში, როცა გარეთ ცხელა, რეკომენდებულია, წითელი ღვინოც ოდნავ გააგრილოთ. ასე უფრო სასიამოვნო დასალევი იქნება.

წითელი ღვინო ხორცთან გამოაქვთ, თეთრი კი – თევზთან.

ხორცისა და თევზისთვის ღვინის შერჩევისას ყურადღება ამ კერძის ფერს მიაქციეთ. მაგალითად, თუ ხორცი ნაღების (თეთრ) სოუსით იქნება, სჯობს თეთრი ღვინოს ბოთლი გახსნათ. აი, პასტას პომიდვრის სოუსით წითელი ღვინო მოუხდება.

წითელი ღვინო თეთრზე უფრო სასარგებლოა

ნამდვილად, ყურძნის კანი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა ანტიოქსინდატები, ფლავონოიდები და რესვერატროლები. აი, თეთრი ღვინის მომზადების მეთოდი ისეთია, რომ კანთან კონტაქტი შეზღუდულია და მასში უფრო ნაკლები სასარგებლო ნივთიერებაა.

წითელი ღვინო გულისთვის სასარგებლოა

კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში 3,5 ჭიქა ღვინის დალევა გულის დაავადების განვითარებაზე გავლენას არ ახდენს – არც დადებით, არც უარყოფით მხრივ.

იაფ ხარისხიანი ღვინის გამო ტუჩები და კბილები წითლდება

წითელ ღვინოში შემავალი ფლავონოიდები ან პოლიფენოლები მცენარეული წარმოშობისაა. ღვინოს წითელ ფერს სწორედ ისინი ანიჭებენ. ეს ბუნებრივია და ღვინის იაფ ან მაღალ ხარისხზე არ საუბრობს.

გრადუსის დაწევა არ შეიძლება

სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლის მოხმარების წესი სიმთვარელესა და ნაბახუსევზე გავლენას არ ახდენს. მთავარია – მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა და არა წესი, რომლითაც თქვენ სვამთ. ამას მნიშვნელობა არ აქვს.