Connect with us

ჯანმრთელობა

7 პროდუქტი რომელიც ნიკოტინის გამოდევნას აჩქარებს

ნიკოტინს ორგანიზმში დაგროვების თვისება გააჩნია და მათი გამოდევნის დასაჩქარებლად თქვენს რეგულარულ რაციონში გარკვეული პროდუქტები უნდა შეიტანოთ. ის, რომ ზოგიერთი პროდუქტი თქვენი მავნე ჩვევეის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს საგრძნობლად ამცირებს – უკვე არაერთმა მეცნიერულმა კვლევამ დაამტკიცა!

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევებმა დაადგინეს, რომ პომიდვრით, ვაშლითა და ბანანით მდიდარი რაციონი აუმჯობესებს მწევლის ფილტვების მდგომარეობას. კვლევაში 680 ადამიანი მონაწილეობდა, მათი საშუალო ასაკი 45 წელი იყო.

ასევე არსებობენ პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნას აჩქარებენ.

ციტრუსები. ციტრუსის ნაყოფი ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან, ისინი ორგანიზმს С ვიტამინით ავსებენ და აძლიერებენ იმუნიტეტს, ამასთანავე აქტიურდება პროცესები რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსიკურ კომპონენტებს გამოდევნიან.

ძახველი (შტოში). მასში არსებული მჟავა ხელს უწყობს ნიკოტინის სწრაფ გამოდევნას. კენკრა მდიდარია С ვიტამინით, სწორედ ამ უკანასკნელის დეფიციტს განიცდიან მწეველები.

ბროწეული. მოწევა აძლიერებს გულისცემას, მაღლა იწევს სისხლის წნევა და ამცირებს სისხლში ჟანგბადის დონეს. ახალდაწურული ბროწეულის წვენი და ბროწეული ორგანიზმს ამ პროცესებთან გამკლავებაში ეხმარება, ასევე ხელს უწყობს სისხლში ერითროციტების მატებას, რაც ასევე ეხმარება ნიკოტინი გამოტანაში.

ისპანახი. ეს პროდუქტი – ფოლიუმის მჟავისა და В9 ვიტამინის წყაროა. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ეს ორი პროდუქტი ხელს უწყობს ნიკოტინის გამოდევნას. ვიტამინი В9 დაგეხმარებათ ძილის მოწესრიგებაში, ფოლიუმის მჟავა კი ნიკოტინის აბსისტენციასთან ბრძოლისთვის არის რეკომენდებული.

ბროკოლი. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს მწეველი ადამიანის ფილტვის მდგომარობას, რადგან მისი მეშვეობით ტოქსინების რაოდენობა დაბლა იწევს. ბროკოლში B5 და C ვიტამინების მაღალი კონცენტრაციაა, ეს ვიტამინები კი ორგანიზმსი ბევრი მნიშვნელოვანი პროცესის რეგულირებაზე არიან პასუხისმგებელი.

ჟოლო. მექსიკაში, იდალტოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ჟოლო მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ! ჟოლო დიდი რაოდენობის ელაგინის მჟავას შეიცავს, ეს ნივთოერება კი ორგანიზმიდან არა მარტო ნიკოტინს, არამედ სხვა მავნე ნივთერებებსაც გამოდევნის!

კოჭა. გვეხმარება არასასურველი შედეგებისგან გავთავისუფლდეთ, რომლესაც თამბაქოს მოწევა იწვევს. კოჭა საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ნიკოტინისადმი მიზიდულობა, ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, შესაბამისად აჩქარებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.