Connect with us

სხვა

7 ნიშანი სამყაროსგან

თქვენი გონება არა მარტო აზრებისა და ინფორმაციის წყაროა არამედ გარკვეულწილად “ანტენასაც” წარმოადგენს რომელიც ინფორმაციას იჭერს, რომელ ტალღაზეც მომართავთ მას, იმ ინფორმაციასაც მიიღებთ. კოსმიური ინფორმაცია თქვენს გარშემო ტრიალებს, ჩვენც ნაწილობრივ კოსმიურ ნაწილაკს წარმოვადგენთ. ჩვენს სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი დაკავშირებულია. ყოველდღიურობა ზოგჯერ ჩვენს კოსმიურ მისიას გვავიწყებს რომელიც ჩვენს გულებშია ჩამალული, ამიტომ კოსმიური გონი ზოგჯერ იძულებულია “შეტყობინებები” გამოგვიგზავნოს რათა ჩვენს ჭეშმარით დანიშნულებასთან მიგვაბრუნოს.

ზოგჯერ ამ კოსმიურმა გზავნილებმა შეიძლება რევოლუციური იდეებისა და გამოგონებებისკენაც გვიბიძგონ. ყველა ჩვენგანი იღებს კოსმიურ ინფორმაციას, თუმცა უმეტესობა მათ ვერ ამჩნევს, ზოგიერთი კი – საერთოდ აიგნორებს.

მაშ ასე, 7 ნიშანი იმისა, რომ კოსმიურ ინფორმაციას იღებთ:

1. მოულოდნელი შთაგონება:

შთაგონება ეს არის უდიდესი სურვილი გააკეთოთ ან შექმნათ რამე. უეცარი შთაგონება ნამდვილად კოსმიური ინფორმაციის მიღების ნიშანია.

2. სიზმრები:

ლეგენდების მიხედვით, როდესაც გძინავთ – თქვენი სულის ნაწილი სხვა სამყაროში მიემართება, ეს არის ოცნების სამყარო თქვენს ქვეცნობიერსა და რეალობას შორის. სწორედ იქიდან შეგიძლიათ მნიშვნელოვანი შეტყობინებების მიღება. სიზმრები საიდანაც ახალ იდეებს ან რჩევებს იღებთ – დაფიქრდით იქნებ ეს სამყაროსგან არის.

3. ქვეცნობიერის სიგნალი:

გქონიათ შემთხვევა როდესაც ფილმს უყურებთ და უცბათ თქვენს კითხვაზე პასუხი გესმით?! ან უსმენთ სიმღერას და გესმით სიტყვები რომლებიც თქვენს კითხვას სცემს პასუხს. იგივე ეხება სიტყვებს ან ფრაზებს რომლებიც შეიძლება წიგნში ან ქუჩის ბანერებზე დაინახოთ. ამ საშუალებებით სამყარო გესაუბრებათ. ეს ნიშნავს, რომ სამყარო ცდილობს იმაზე მიმართოს თქვენი ყურადღება რითიც უნდა დაკავდეთ.

4. გეომეტრია:

ამბობენ, რომ გეომეტრია სამყაროს ენაა. არსებობს გარკვეული ფორმები რომელებსაც წმინდას უწოდებენ და ისინი უდიდეს ინფორმაციას მოიცავენ ნებისმიერი ადამიანისთვის.

ციფრები, ფორმები და სიტყვებიც კი გეომეტრიაა, ამიტომ ყველაფერი რაც ხშირად მეორდება – კარგ ანალიზს საჭიროებს.

5. ემოციების უჩვეულო აფეთქება:

ინფორმაცია თქვენთან მხოლოდ რაციონალური ფორმით არ მოდის, ზოგჯერ ის აბსტრაქტული ან ემოციების სახით მოდის, სწორედ ასეთ ინფორმაციას აქვს ყველაზე ღრმა პასუხები ყველაზე რთულ კითხვებზე.

ემოციების უეცარი აფეთქება მოტივაციასთან ერთად უნდა მოდიოდეს, თუ ასეთი რა მოხდა, იცოდეთ, რომ კოსმიური ინფორმაცია მიიღეთ.

6. სიყვარული

სიყვარულის გრძნობა ყველაფრის მიმართ რაც თქვენს გარშემოა ერთ-ერთი ყველაზე განუმეორებელი გრძნობაა, ასეთ მდგომარეობაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება!

ესეთ მომენტში თქვენი სხეულის რეცეპტორები აქტიურდებიან ეს კი კოსმიური ენერგიის უკეთ მიღებაში გეხმარებათ. ეს ჭეშმარიტი ნიშანია იმისა, რომ კოსმიურ ენერგიას იღებთ.

7: რაიმე იდეის აკვიატება

შეიძლება რამეს წერდეთ ან სერიალს უყურებდეთ, ესაუბრებოდეთ მეგობარს ან უბრალოდ სეირნობდეთ მაგრამ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ სულ ერთი და იგივე იდეა ან აზრი გიტრიალებთ. ეს ნიშნავს, რომ კოსმიური გონი თქვენი გონების მიმართვას იმაზე რითაც ნამდვილად უნდა იყოთ დაკავებული.