Connect with us

ჯანმრთელობა

7 სასარგებლო პროდუქტი რომელიც ყველას რაციონში უნდა იყოს

დარწმუნებულები ვართ ეს მარტივი პროდუქტები უბარლოდ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ ისინი დაგეხმარებიან უფრო ჯანმრთელი და ლამაზი გახდეთ, ამიტომ ეცადეთ ისინი რაციონში მაქსიმალურად სწრაფად დაამატოთ!

კვერცხი

კვერცხი მდიდარია ცილით, შეიცავს А, Е, D, B12, B3 ვიტამინებს. მის გულში შემავალი ლეციტინი ღვიძისა და სისხძარღვების მუშაობას არეგულირებს, ლუტენი აუცილებელია მხედველობის გაუმჯობესებისთვის. კვერცხში ასეე შედის ნიაცინი, რომელიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს და ქოლინი, ნივთიერება რომელიც სიმსივნური უჯრედების განვიტარებას უშლის ხელს.

შვრია

შვრია ფაფებს შორის ლიდრია სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების შემადგენლობით. მასში შედის ფოსფორი, იოდი, კალიუმი, კალცი, თუთია და B, C, A, E ვიტამინები. ის ხელს უწყობს სხისხლძარღვების წმენდას და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობას, ამასთანავე მინიმალური რაოდენობის კალორიებს შეიცავს.

რძე

რძე კალცის შეუცვლელი წყაროა, ის ორგანიზმს В12 ვიტამინითაც ამარაგებს რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული ცვლილებებისთვის. ის ნახშირწყლებსა და ცხმიბეს ენერგიად გარდაქმნის.

ისპანახი

ისპანახი მდიდარია ვიტამინებით. შეიცავს ბოჭკოს, А, Е, С, Н, К ვიტამინებს, В ჯგუფის ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, კალცს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, რინაც და თუთიას. ისპანახის ფურცლებში ძალიან ბევრი ცილაა, იმაზე მეტი ვიდრე რომელიმე პარკოსანში.

სტაფილო

სტაფილო ბუნებრივ ანტიოქსიდანტ ბეტა- კაროტინს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას და ძვლის უჯრედების განახლებას. მასში სინთეზირებადი А ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას და იმუნიტეტს. სტაფილო შიდა ქსოვილებიდან და ორგანოებიდან თავისუფალ რადიკალებს გამოდევნის, რომელბიც სიმსივნური უჯრედების გამრავლებას უწყობენ ხელს და ღვიძს ტოქსინებისგან წმენდენ.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნს ზეთი ბევრი ოლეინის მჟავაა, რომელიც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მასში დიდი ოდენობით Е ვტამინია რომელიც А და К ვიტამინების ათვისებას უწყობს ხელს. ზეითუნის ზეთის ათვისება იოლად ხდება ორგანიზმში, ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ამაგრებს სისხლძარღვებს, მისი მეშვეობით სისხლძარღვები უფრო ელასტიური ხდება.

ვაშლი

ვაშლის სასარგებლო თვისებების სრულად აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, ის ნამდვილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების საგანძურია. ვაშლი შეიცავს ბოჭკოს, ფოლიუმის მჟავას, А, В1, В2, В3 ვიტამინებს. ვაშლში გაცილებით მეტი С ვიტამინია ვიდრე ფორთოხალში. აუმჯობესებს გულისა და ფილტვების მუშაობას, ამცირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას.