Connect with us

ყვავილები

7 ნატურალური სასუქი სამზარეულოდან

ოთახის მცენარეები გაზაფხულსა და ზაფხულში განოყიერებას საჭიროებენ. ამის გაკეთება კი თქვენს ხელთ არსებული საშუალებებითაც შეგიძლიათ.

რით მოვაზმადოთ ნანტურალური სასუქი

სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • პულივიზატორი
  • მინერალური წყლის ბოთლი
  • წყლით სავსე დოქი
  • ქვაბი ან ჯამი
  • ხახვის ფოჩები
  • ფორთოხლის ქერქი
  • კვერცხის ნაჭუჭი
  • ხის ნაცარი
  • მზესუმზირის და გოგრის გულის ნაფცქვენი

1. ხახვის ფოჩები

ხახვის ფოჩებს ვასხამთ წყალს. დღე-ღამის განმავლობაში ვაყენებთ. შემდეგ ფოჩებს ვყრით, ხოლო წყლით კი მცენარეს ვრწყავთ. ეს მათ ზრდასაც დააჩქარებს და გრუნტსაც დაინფიცირებისგან დაიცავს.

2. ფორთოხლის ქერქი

ფორთოხლის ქერქს ვასხამთ წყალს და ვაყენებთ სამი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გავწურავთ და პულივიზატორში გადავასხამთ. ამ ხსნარით ვამუსავებთ მცენარის ფოთლებს ორივე მხრიდან. ეს სითხე მავნებლებს დააფრთხობს!

3. კვერცხის ნაჭუჭი

არაჩვეულებრივი სასუქია ყვავილებისთვის! ნაჭუჭი რამდენიმე დღით წყალში ჩაალბეთ. შემდეგ ნაჭუჭი გადაყარეთ, ხოლო სითხით კი მცენარეები მორწყეთ.

4. ხის ნაცარი

გახსენით ნაცარი წყალში: 0.5 ლიტრ ნაცარს შეურიეთ 10 ლიტრი წყალი და მცენარეები ამ ხსნარით მორწყეთ.

5. მზესუმზირისა და გოგრის მარცვლების ჩენჩო

ჩენჩო არაჩვულებრივი დრენაჟი და გამაფხვიერებელია. ის არა მარტო ოთახის მცენარეებს არამედ ნერგებსაც მოუხდება!

6. წყალი

წყალი რომელშიც სხვადასხვა ბურღულეულსა და მარცვლეულს ვრეცხავთ – არაჩვეულებრივია მცენარეების გასანოყირებლადაც, რა თქმა უნდა წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს! წყალი რომელშიც ხორცი ან ტევზი გარეცხეთ შესანიშნავ საკვებს წარმაოდგენს ყვავილებისთვის. ცუდი არ იქნება მცენარეების აკვარიუმის ძველი წყლით მორწყვაც!

7. გაზიანი წყალი

იშვიათად მცენარეები გაზიანი წყლითაც უნდა მორწყათ. ნახშირორჟანგი კალციუმის ნალექს გამოდევნის, ეს უკანასკნელი ყვავილის ქოთნებში ხისტი წყლის გამო ილექება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.