Connect with us

ჯანმრთელობა

7 ვარჯიში, რომელიც კისრის და მხრების ტკივილის დროს დაგეხმარებათ

მთელი ვარჯიშის ნაკრების შესრულება მაქსიმუმ 10 წუთს წაგართმევთ. მისი გაკეთება ყოველდღე სცადეთ.

თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, თუ ტელეფონის ეკრანთან დიდ დროს ატარებთ და დღის ბოლოს მხრების და კისრის დისკომფორტს გრძნობთ – თქვენს კუნთებს და ხერხემალს დახმარება სჭირდებათ. თუ ტკივილი მუდმივ სახეს იღებს ან დროთა განმავლობაში ძლიერდება, ექიმს უნდა მიმართოთ. თუ საქმე უბრალო დისკომფორტს ეხება, ქვემოთ მოცემული ვარჯიშები რეგულარულად შეასრულეთ. მათი დახმარებით კუნთებს გაავარჯიშებთ. ხერხემლის კისრის ნაწილიდან დისკომფორტს გააქრობთ და სისხლდენას გააქტიურებთ – თავს უკეთ იგრძნობთ.

თითოეული ვარჯიში 10-15 წამით შეასრულეთ. საწყისი პოზა ყველა ვარჯიშისთვის ერთია: სკამის კიდეზე დაჯექით, ზურგი გამართეთ, მხრები მოადუნეთ.

ვარჯიში 1: კისრის ბრუნი და დახრა

თავი ნელა მარჯვნივ მიაბრუნეთ ისე, რომ ნიკაპი მხრის ხაზამდე მივიდეს. ამ პოზაში ცოტა ხანი გაჩერდით, შემდეგ თავი მარცხვნივ მიაბრუნეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ.

საწყის პოზას დაუბრუნდით და კისერი ქვემოთ დახარეთ. ამ პოზიდან თავი მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ შეაბრუნეთ. საწყის პოზას დაუბრუნდით. რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ხელები წინ, რაც შეიძლება შორს გამართეთ, ზურგი ამასთან გამართული გქონდეთ. 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 2: კისრის კუნთების დაჭიმვა

თავი ქვემოთ დახარეთ რაც შეიძლება ძლიერ, თითქოსდა ნიკაპით მკერდზე შეხებას ცდილობთ. თუ სწორად გააკეთებთ, კისრის ქვედა ნაწილში და ზურგის ზედა ნაწილში დაძაბულობას იგრძნობთ. საწყის პოზას დაუბრუნდით.

თავი ქვემოთ დახარეთ, ხელები თავს ზემოთ ჩაკეტეთ და კეფაზე დაიდეთ. ხელებით თავს დააჭირეთ, კისრის კუნთებთან ზეწოლა გააძლიერეთ.  ამავდროულად, თავი მარჯვნივ და მარცხნივ მიაბრუნეთ.

ორივე ვარჯიში 3-4-ჯერ შეასრულეთ.

ვარჯიში 3: კისრის და მხრების კუნთების გაჭიმვა

ნიკაპი მარჯვნივ და ქვემოთ დაწიეთ, ამავდროულად მარცხენა ხელი ქვემოთ დაუშვით. საწყის პოზას დაუბრუნდით. მეორე მხარეს გაიმეორეთ.

ნიკაპი ქვემოთ, მარჯვენა მხრისკენ დაწიეთ, შემდეგ თითქოსდა ნახევარ წრეს ხაზავთ მეორე მხრისკენ გადაიტანეთ. ამ პოზაში გაჩერდით და მეორე მხარეს გაიმეორეთ.

ორივე ვარჯიში 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 4: კისერი დაჭიმეთ

ეცადეთ, რომ მხრები და ზურგი უმოძრაოდ იყოს, ნიკაპი რაც შეიძლება შორს და წინ გაჭიმეთ, შემდეგ საწყის პოზას დაუბრუნდით. რამდენჯერმე გაიმეორეთ. მხრების უმოძრაოდ გაჩერება არ დაგავიწყდეთ – მხოლოდ კისერი უნდა მოძრაობდეს!

ვარჯიში 5: მხრები მოადუნეთ

მხრები ჯერ წინ გაწიეთ, შემდეგ უკან, რაც შეიძლება შორს და ხელები იდაყვებში მოხარეთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, გულმკერდის კუნთების დაჭიმვას იგრძნობთ. ამის შემდეგ მხრები რაც შეიძლება ზემოთ ასწიეთ, შემდეგ სწრაფად ქვემოთ დაუშვით. მთელი კომპლექსი რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ვარჯიში 6: წრიული მოძრაობა

ხელები იდაყვებში მოხარეთ, თითის წვერები მხრებზე დაიდეთ. ხელებით წინ და უკან წრიული მოძრაობა გააკეთეთ – 4-ჯერ თითოეულ მხარეს.

ვარჯიში 7: მხრების კუნთების დაჭიმვა

თქვენ დაგჭირდებათ პირსახოცი ან ქამარი. პირსახოცი დაახვიეთ და ის ან ქამარი ორივე ხელით საპირისპირო მხრიდან დაიჭირეთ. შემდეგ რაც შეიძლება ძლიერ გაჭიმეთ და გამართული ხელები თავს ზემოთ, რაც შეიძლება შორს გადაიტანეთ. ამის შემდეგ ხელები იდაყვებში მოხარეთ და იდაყვების დაშვება სცადეთ. რაც უფრო ქვემოთ დაწევთ, კუნთები უფრო დაიჭიმება.