ჯანმრთელობა
7 ყველაზე სასარგებლო სასმელი მსოფლიოში
![](https://alltime.ge/wp-content/uploads/2020/02/klyukvennii-mors_tumb_660.jpg)
როდესაც ადამიანები ჯანმრთელ ცხოვრების წესზე საუბრობენ, ძირითადად საკვებს გულისხმობენ, მაგრამ, რატომ არ ვსაუბრობთ ჩვენთვის სასარგებლო სითხეების შესახებ?!
მეცნიერულმა კვლევებმა გამოავლინა თუ რომელი სასმელების დალევაა რეკომენდებული ყოველდღიურად. აი, 7 სასმელი რომლითაც ყავის, გაზინებისა და მსგავსი მავნე სასმელების ჩანაცვლება შეიძლება! მიჰყევით ჩვენს რჩევებს და იცხოვრეთ ჯანმრთელად!
წყალი: გამოჰყავს ტოქსინები, ეხმარება კუჭის მუშაობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და სახსრების მდგომარეობაზე. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის თერმორეგულაციაში. საინტერესოა, რომ ამერიკელთა 50% წყალს საერთოდ არ სვამს და წყურვილს გაზიანი სასმელებით იკლავს.
ბროწეულის წვენი: ახდელს გულის და სისხლძარღვების მუშაობის რეგულირებას, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ანემიის დროს.
მწვანე ჩაი: ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ამშვიდებს, ამცირებს წნევას, გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაში. არ არსებობს მსგავად ანტიოქსიდანტებით დახუნძლული სასმელი, როგორიც მწვანე ჩაია.
კეფირი: არავისთვისაა საიდუმლო, რომ სწორედ ეს პროდუქტი ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას. გარდა ამისა რძემჟავის შემცველი პროდუქტების ათვისება გაცილებით იოლად ხდება ორგანიზმისგან ვიდრე ჩვეულებრივი რძის.
ვაშლის წვენი: დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, თირკმლისა და შარდის ბუშტის მუშაობაზე. ვაშლის ანტიოქსიდანტური თვისებები თავის ტვინის, ონკოლოგიურ და სხვა სერიოზულ დაავადებებს ებრძვის.
ძახველის წვენი: С ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის არაჩვეულებრივად ამაგრებს იმუნიტეტს და წარმოადგენს სიცხის დამწევ საშუალებას. გარდა ამისა, ის ორგანიზმის დაბერებას უშლის ხელს!
გვირილის ჩაი: გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, ამშვიდებს და აწყნარებს ნერვებს. გარდა ამისა, გვირილის ჩაი კუჭის სპაზმს ამშვიდებს და ამცირებს თირკმელსა და საშარდე ბუშტში ქვების გაჩენის ალბათობას
![](https://alltime.ge/wp-content/uploads/2018/12/Alltime.png)