Connect with us

საკითხავი

7 სავარჯიშო მოწყობილობა, რომელთაც უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი

7 სავარჯიშო მოწყობილობა, რომელთაც უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი

სპორტული ინდუსტრია ათობით სავარჯიშო მოწყობილობას გვთავაზობს, რომელთა უპირატესობის შეფასებას სპორტულ დარბაზში ან სახლში შეძლებთ. კლასიკური და უახლესი მოდელები თანაბარი პოპულარულობით სარგებლობენ, თუმცა მეცნიერები არ იღლებიან იმის შეხსენებით, რომ ყველა სავარჯიშო ტექნიკა თანაბრად სასარგებლო არაა.

1.სავარჯიშო მოწყობილობა სმიტი

რით არის სახიფათო: დატვირთვის გადატანის ფიქსირებული ტრაექტორია სახსრებს არაკომფორტული მეთოდით მოძრაობას აიძულებს. ამრიგად, ამ სავარჯიშო მოწყობილობის გამოყენებით არა მხოლოდ სახსრების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებთ, არამედ მსხვილი და წვრილი კუნთების სერიოზული დაზიანებაც მიიღოთ.

რჩევა: ჩაჯდომები, ადგილზე პრესი და თავს ზემოთ პრესი შეგიძლიათ ტრენაჟორის გარეშე შეასრულოთ. ამისთვის ჰანტელი ან შტანგა გამოიყენეთ. თუმცა მოწყობილობის ქვედა ზოლის გამოყენება აჭიმვების შესასრულებლად შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ.

2.სავარჯიშო მოწყობილობა ფეხის პრესისთვის

რით არის სახიფათო: თქვენი ფეხები საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ მთელი სხეულის წონას გაუძლოს. ასე რომ სავარჯიშო მოწყობილობის სიმძიმე სხეულის წონას უნდა აჭარბებდეს, რომ საკმარისი წინაღობა უზრუნველყოს. ასეთი მდგომარეობაში წონა ხერხემალზე გადადის და მალთაშუა დისკის თიაქარით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებით. ამასთან ვარჯიშის დროს თეძოს, დუნდულების, მხრების და წელის არცერთი კუნთი ჩართული არაა. სწორედ ამიტომ ასეთ მოწყობილობაზე ვარჯიში არა მხოლოდ სახიფათო, არამედ ნაკლებად ეფექტურია.

რჩევა: მოწყობილობაზე ვარჯიში ჰანტელებით ან გირებით ჩაჯდომებით ჩაანაცვლეთ. წელზე ზეწოლა ხელში დაჭერილი სიმძიმის წყალობით ოდნავ მსუბუქი ხდება. ამასთან ჰანტელი გარკვეული პოზიციის შენარჩუნებაში გეხმარებათ და ერთდროულად რამდენიმე კუნთი მოქმედებაში მოდის. ზოგჯერ უფრო მსუბუქი ტვირთი უფრო მეტი კალორიის დაწვის საშუალებას გაძლევთ.

3.ვერტიკალური ბლოკი (თავს უკან)

რით არის სახიფათო: ასეთი პოზიცია სხეულისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. ვარჯიშის ასე შესრულების შემთხვევაში მხრების სახსრების კაფსულის გადატვირთვას ახდენთ, რამაც შეიძლება მხრების მყესის გაგლეჯვა გამოიწვიოს.

რჩევა: ნეგატიური აზიდვები სცადეთ. ასე მხრების, ზურგის, ფეხის და ხელის კუნთების გაძლიერებას შეძლებთ. ან ვარჯიში შეასრულეთ ისე, რომ ხელები თქვენს წინ გქონდეთ და არა თავის უკან – ასე ბევრად უფრო უსაფრთხოა.

4. ფეხის მოღუნვა / გაჭიმვა

რით არის სახიფათო: წონის ზეწოლა ძირითადად კოჭებზე მოდის, რის გამოც სავარჯიშო მოწყობილობა მუხლის სახსრების მოძრაობას ზრდის, მას სწრაფად გაშლას აიძულებს და ტკივილს იწვევს. ამასთან კონსტრუქცია გაიძულებთ ისეთი მოძრაობის შესრულებას, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენება არ აქვს.

რჩევა: მაღალ პლატფორმაზე ასვლა-ჩამოსვლა კვადრიცეპსებს სავარჯიშო მოწყობილობაზე უფრო ეფექტურად მოძრაობას აიძულებს. ასეთი ვარჯიშის დროს დუნდულები და კანჭები უფრო აქტიურად არის ჩართული. როცა ვარჯიშში ბევრი კუნთი არის მოქმედებაში მოსული, მუხლები არ იტვირთება, არამედ ძლიერდება.

5.მკერდის პრესი მჯდომარე პოზიციაში

რით არის სახიფათო: გარდა იმისა რომ სხეულის ასეთი მდგომარეობა თავისთავად არაკომფორტულია, ამ ვარჯიშმა შეიძლება კუნთების ასიმეტრია გამოიწვიოს. თუ ბუნებით ერთი ხელი უფრო ძლიერი გაქვთ, ვიდრე მეორე, ის ავტომატურად სამუშაოს უფრო მეტ ნაწილს ასრულებს და, ბუნებრივია, უფრო სწრაფად დაიკუნთება.

რჩევა: ძველი, კეთილი აზიდვები შეასრულეთ. ასე ხელებზე ზეწოლა თანაბრად გადანაწილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ მხარეზე გადაიხრებით და ვარჯიშის შესრულებას ვერ შეძლებთ. უფრო მეტიც, აზიდვები ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას, რომლებიც მდგრადობას და წონასწორობას უზრუნველყოფს.

6.ფეხების მოწევა/გაწევა

რით არის სახიფათო: გარდა იმისა, რომ ეს სავარჯიშო მოწყობილობა მოიცავს მოძრაობას, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ არ ვასრულებთ, ის არა საჭირო ზეწოლას სახსრების ნაწილს, რომელიც ბარძაყის ზედაპირზე რამდენიმე კუნთს აერთიანებს. ამრიგად, ამ სავარჯიშო მოწყობილობის გამოყენებით მუხლის სახსრების გადაადგილების გამოწვევის რისკის ქვეშ ხართ.

რჩევა: ერთ ფეხზე ჩაჯდომა სცადეთ. ეს შესანიშნავი ვარჯიშია, რომელშიც ბარძაყის შიდა და გარე კუნთები არის ჩართული, ასევე კუნთები-სტაბილიზატორები.

7.ფეხის წვერების აწევა მდგომარე პოზიციაში

რით არის სახიფათო: მიუხედავად იმისა, რომ იდეა იმაში მდგომარეობს რომ წონა წვივების დახმარებით ასწიოთ, მოწყობილობის მექანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ მთავარი ზეწოლა ხერხემალზე მოდის. ასეთმა ზეწოლამ შეიძლება მოხრილობა არ გამოიწვიოს, მაგრამ აუტანელი ტკივილი გარანტირებული გექნებათ.

რჩევა: თითის წვერებზე აწევა საკუთარი წონით, ფეხზე მდგომმა, ბუნებრივ პოზიციაში შეასრულეთ. ასეთი ვარჯიში ფეხის წვრილ კუნთებს აამოძრავებს. თუ წვერებს ჩვეულებრივი აწევა საკმარის დატვირთვას არ იძლევა, ერთ ფეხზე აწევა სცადეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement