Connect with us

საკითხავი

7 ნიშანი, რომ თქვენს ტელეფონს უსმენენ

საქმიანობის მიუხედავად ყოველთვის არის ის, ვისაც თქვენი საიდუმლოს გაგება ნებისმიერ ფასად სურს. ამ მიზნით ხშირად ტელეფონს უსმენენ.

ალბათ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია WI-FI-ს და Bluetooth-ის გამორთვა, როცა მათ არ იყენებთ, რომ თქვენი ადგილმდებარეობა არ გამოიცნონ.

არსებობს 7 მეთოდი იმის გასაგებად თქვენს ტელეფონს უსმენენ თუ არა.

1. უცნაური და არაპროგნოზირებადი ქცევა

ეკრანი შეიძლება მოულოდნელად ჩაირთოს, როცა მას არ ეხებით, ან ტელეფონმა უცნაური ხმა გამოსცეს, როცა გამორთული გაქვთ.

2. ბატარეის გადაჭარბებული დახარჯვა

აპლიკაცია, რომელიც მოსასმენად არის საჭირო, სმარტფონის ბატარეის ძლიერად ტვირთავს. თუ თქვენი ტელეფონის ბატარეა მოულოდნელად ნაკლებად გამძლე გახდა, ეს შეიძლება სპეციალური საიდუმლო პროგრამის ნიშანი იყოს.

3. მუდმივი ფონური ხმაური

რეგიონში, სადაც მობილური კავშირი იდეალურია, ტელეფონზე დარეკვის დროს ფონური ხმაური მოსმენის ფაქტს წარმოადგენს.

4. უცნაური შეტყობინება

ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფა ხშირად ტელეფონზე კოდურ ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის. თუ მსგავსი შეტყობინება ნახეთ, ის სრულად უცნაური სიმბოლოებისგან შემდგარი იქნება.

5. მონაცემების მოულოდნელი მაღალი გამოყენება

ზოგიერთი ჯაშუშური პროგრამა მონაცემების გასაგზავნად დამატებით ტრაფიკს იყენებს.

6. ტელეფონის მაღალი ტემპერატურა

თუ ტელეფონი მუდმივად ცხელია, შესაძლოა, პროგრამული უზრუნველყოფაა ჩართულია, რომელიც თქვენ არ ჩაგირთავთ.

7. საიდუმლოს გაჟონვა

შემოწმების ყველაზე მთავარი მეთოდი – ყალბი მონაცემები გააგზავნეთ. ასე მოწინააღმდეგის გამოყენებას შეძლებთ და თქვენ მას სწრაფად გამოაშკარავებთ.

მსგავსი რამ თქვენს ტელეფონში შეგინიშნავთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.