Connect with us

საკითხავი

7 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ კიტრი ყოველდღე

ეს წყლიანი ბოსტნეული კანისა და თმისთვის იდეალურად გამოგადგებათ, ასევე კარგი არჩევანია სხეულის დასატენიანებლად და ტოქსინების გამოსადევნად.

გააოცეთ სხეული და სასარგებლო საკვები, კიტრი, გამოიყენეთ!

რა სარგებელს შეიცავს კიტრი

1. კიტრი ორგანიზმს ატენიანებს და ტოქსინებს გამოდევნის

კიტრი 95% წყლისგან შედგება. ის ბევრ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება. კიტრი არ გაასუფთაოთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ის პესტიციდებით დამუშავებული არაა, რადგან კიტრის ქერქი C ვიტამინით (დღიური დოზის 10%) არის სავსე.

2. საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს და წონის დაკლებას ხელს უწყობს

თუ სხეულის ფორმების გაუმჯობესება გსურთ, კიტრი ყოველდღე უნდა მიიღოთ. შედეგს მიაღწევთ, რადგან კიტრი ბევრ წყალს და საკვებ ბოჭკოებს შეიცავს, რომელთაც ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვთ. ასე ჭარბი წონა შემცირდება.

3. B ვიტამინის მდიდარი წყაროა

ახალი კიტრის ჭამის გარეშე დღე არ უნდა გამოტოვოთ, რადგან ის B ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ამ ბოსტნეულის გამოყენებით სხეულს B ვიტამინით გაკურნავთ.

4. პირიდან უსიამოვნო სუნს აქრობს

კიტრი პირიდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – პირში კიტრის ნაჭერი 30 წამით ჩაიდეთ. უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები სწრაფად გაქრება.

5. მრავალრიცხოვანი დაავადების სამკურნალო და პროფილაქტიკის საშუალება

კიტრი ბევრი სახეობის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს, მათ შორის სარძევე ჯირკვლების, პანკრეასის, საკვერცხეების და საშვილოსნოს სიმსივნის. ასევე განკურნავს დიაბეტს, ქოლესტერინის დონეს და არტერიულ წნევას დაარეგულირებს. ყველა ეს უპირატესობა მისი შემადგენლობით არის განპირობებული. ბოსტნეული დიაბეტიკებისთვის სასარგებლოა, რადგან შეიცავს ჰორმონს, რომელიც პანკრეასს ინსულინის წარმოებაში ეხმარება. ის არტერიულ წნევას კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით არეგულირებს.

6. შესანიშნავი საშუალება კანისა და თმისთვის

თუ მზის დამწვრობას და კანის გაღიზიანებას ებრძვით, კიტრი გაასუფთავეთ და ანთებით ლაქაზე დაიდეთ. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით კიტრი ანთებას შეამცირებს. ის გოგირდს და სილიკონს შეიცავს, რაც თმის სწრაფად ზრდას სტიმულირებს. კიტრი რგოლებად დაჭერით და მთელ სახეზე გადაინაწილეთ, თუ სახეზე სუფთა კანის ქონა გსურთ.

7. ცელულიტს ამცირებს

თუ ცელულიტს ებრძვით, ყოველდღე ბევრი წყალი უნდა დალიოთ. კიტრი კი წყლით სავსეა და ეს ბოსტნეული უნდა მიირთვათ, რადგან ის ორგანიზმიდან წყლის და ტოქსინების გამოდევნას აუმჯობესებს. თუ თირკმლებში ქვების პრობლემები გაქვთ, კიტრი შესანიშნავი ვარიანტია, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.