Connect with us

მოდა და სტილი

7 მეთოდი, როგორ გავარჩიოთ ორიგინალი სუნამო ყალბისგან

თანამედროვე სამყაროში შეიძლება ძალიან მარტივად თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. მაგალითად, წარმოების ამ ეტაპზე ჩინური ყალბი ნიმუშების ორიგინალისგან განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მაინც შეიძლება. ელიტური სუნამოები უფრო ხშირად ყალბდება, ვიდრე სხვა კოსმეტიკური პროდუქცია.

თუ მეტროს გადასასვლელებში სუნამოებს არასდროს ყიდულობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ მაღაზიაში ყალბ ნიმუშს არ მოგყიდიან. სწორედ ამიტომ, არსებობს წესი „როგორ განვასხვავოთ ყალბი ნიმუში“.

1. ცელოფნის შეფუთვა შეამოწმეთ

ხშირად ორიგინალ სუნამოზე ცელოფანი გაცხელების მეთოდით არის მიკერილი, ნაკერები თანაბარი და სწორია. თუ ცელოფანი მიწეპებულია და არათანაბარი ნაკეცები ჩანს, ეს ნამდვილად ყალბია. ჩვეულებრივ, ორიგინალს ყუთზე მცირე ზომის სტიკერი აქვს, რაღაც შტამპის მსგავსი.

2. შტრიხ კოდი

ქვეყნის მწარმოებლის შტრიხ კოდი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ელიტური პარფიუმი ჩინეთში არასდროს იწარმოება. თუ სუნამო იტალიურია, მას იტალიაში ასხამენ. წამყვანი მწარმოებლების საფირმო სუნამოების შტრიხ კოდები: აშშ და კანადა – 00-09, საფრანგეთი – 30-37, ინგლისი – 50, ესპანეთი – 84, იტალია – 80-83, გერმანია – 400-440.

3. პარტიის სერიული ნომერი

ჩვეულებრივ ნამდვილ სუნამოს ბოთლის ძირზე აქვს მცირე სტიკერი, სადაც პარტიის სერიული ნომერი და სუნამოს დასახელებაა მითითებული, მაგალითად „Eau de Toilette, 50 ml“. სერიულ ნომერზე ციფრების და ასოების რაოდენობა მწარმოებელ ქვეყანაზეა დამოკიდებული. თუ პარტიის ნომერში განსხვავება დაინახეთ, ეს ყალბი სუნამოა.

4. ყუთის შიგნით მუყაოს კარკასი

ორიგინალური სუნამო ყუთის შიგნით სპეციალური „კარკასით“ არის გამაგრებული, რომელიც სუნამოს ბოთლს რყევის და ნჯღრევის საშუალებას არ აძლევს. ძალიან ბევრ ყალბ სუნამოს ასეთი „საყრდენი“ არ აქვს. სწორედ ამიტომ, ყუთი ოდნავ შეანჯღრიეთ და მიხვდებით კარკასი აქვს თუ არა.

5. დამამზადებელი ქვეყანა

სუნამოს მწარმოებელი ცნობილი ქვეყნები ჩვეულებრივ წვრილი შრიფტით უთითებენ „Made in USA” ან “Made in France”. თუ ყუთზე მითითებულია, რაღაც ამდაგვარი „Milan-NY-London”, ეს ღირებული სუნამო ნამდვილად არაა.

6. შეფუთვაზე მთავარი ინფორმაცია სუნამოს შესახებ

ორიგინალის შეფუთვაზე პარფიუმის დამზადების თარიღის, გამოყენების ვადის და პროდუქტის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის იპოვით. ყალბ ნიმუშებზე ასეთი ინფორმაცია ჩვეულებრივ არაა.

7. ღირებულება

ეს ძალიან სადაო პუნქტია, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. პროდუქტის მიახლოებითი ფასის შესახებ შეგიძლიათ მწარმოებლის საიტზე გაიგოთ და თუ ასეთ პროდუქტს ძალიან დიდი ფასდაკლებით ან ნახევარ ფასში იპოვით, შეგიძლიათ თამამად გვერდი ჩაუაროთ. ნამდვილი პარფიუმერია ნამდვილ ფასზე რამდენჯერმე იაფი ვერ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ელიტურ პარფიუმს თავიდანვე მაღალი თვითღირებულება აქვს.

Advertisement
ჯანმრთელობა4 hours ago

წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნიკაპზე თმა ამის გამო მეზრდებოდა

ვიდეო4 hours ago

საუკეთესო ნატურალური საშუალება თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად

ჯანმრთელობა4 hours ago

გაიგეთ ართრიტის 5 ნაადრევი სიმპტომის შესახებ და სახსრების დეფორმაციის თავიდან აცილებას შეძლებთ

ჯანმრთელობა2 days ago

7 პროდუქტი რომელიც ნიკოტინის გამოდევნას აჩქარებს

ჯანმრთელობა2 days ago

“მუმიე: “ღმერთების ნექტარი” ჰიმალაის მთებიდან

სახლი და დიზაინი2 days ago

სამზარეულოს რადიკალურად შეცვლა მხოლოდ ფარდების დახმარებით

ვიდეო2 days ago

გოგრის და თაფლის სასმელი სახსრების ტკივილის გასაქრობად და ძვლების გასაძლიერებლად

ყვავილები3 days ago

მთვარის ფაზების გავლენა ოთახის მცენარეების სასიცოცხლო ციკლებზე: როდის სჯობს მორწყვა და გადარგვა

ვიდეო3 days ago

5 ეფექტური შინაურული საშუალება მეჭეჭების მოსაშორებლად

სხვა3 days ago

როგორ გავათეთროთ ნივთები საკვები სოდით?

ჯანმრთელობა1 week ago

ონკოლოგი ვარ და აი, 5 რამ, რასაც დაუყონებლივ გავაკეთებდი სიმსივნე რომ აღმომიჩინონ

სხვა3 weeks ago

კარი 1000 წელიწადში ერთხელ იღება: წინ ყველა ქალბატონისთვის უნიკალური დღე გველის

ჯანმრთელობა4 weeks ago

ბიბლიიდან აღებული რეცეპტი, რომელიც ყველა დაავადებას კურნავს

ჯანმრთელობა2 weeks ago

გაზები კუჭსა და ნაწლავებში: მიზეზები, სიმპტომები, რისკები და რჩევები მათ გასაქრობად და თავიდან ასაცილებლად

ვიდეო2 weeks ago

აი, რა მოხდება ორგანიზმში, თუ ცხელი ლიმონის წვენის დალევას დაიწყებთ

საკითხავი4 weeks ago

ჩრჩილი რომ არ გაჩნდეს და ტანსაცმელს ყოველთვის კარგი სუნი ჰქონდეს – რამდენიმე ხრიკი

ჰოროსკოპი2 weeks ago

ზეციური ნიშნები: რას ნიშნავს თანდაყოლილი ლაქები კაცებსა და ქალებში?

ჯანმრთელობა2 weeks ago

ადამიანების 90%-ს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მათ ავიტამინოზი აქვთ! აი, 10 მთავარი ნიშანი

ჯანმრთელობა3 days ago

მენოპაუზა: რა უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქალმა

ჯანმრთელობა3 weeks ago

ტვინი გამოკვებეთ: 7 საუკეთესო პროდუქტი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

ტრენდული