Connect with us

მოდა და სტილი

7 მეთოდი, როგორ გავარჩიოთ ორიგინალი სუნამო ყალბისგან

თანამედროვე სამყაროში შეიძლება ძალიან მარტივად თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. მაგალითად, წარმოების ამ ეტაპზე ჩინური ყალბი ნიმუშების ორიგინალისგან განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მაინც შეიძლება. ელიტური სუნამოები უფრო ხშირად ყალბდება, ვიდრე სხვა კოსმეტიკური პროდუქცია.

თუ მეტროს გადასასვლელებში სუნამოებს არასდროს ყიდულობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ მაღაზიაში ყალბ ნიმუშს არ მოგყიდიან. სწორედ ამიტომ, არსებობს წესი „როგორ განვასხვავოთ ყალბი ნიმუში“.

1. ცელოფნის შეფუთვა შეამოწმეთ

ხშირად ორიგინალ სუნამოზე ცელოფანი გაცხელების მეთოდით არის მიკერილი, ნაკერები თანაბარი და სწორია. თუ ცელოფანი მიწეპებულია და არათანაბარი ნაკეცები ჩანს, ეს ნამდვილად ყალბია. ჩვეულებრივ, ორიგინალს ყუთზე მცირე ზომის სტიკერი აქვს, რაღაც შტამპის მსგავსი.

2. შტრიხ კოდი

ქვეყნის მწარმოებლის შტრიხ კოდი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ელიტური პარფიუმი ჩინეთში არასდროს იწარმოება. თუ სუნამო იტალიურია, მას იტალიაში ასხამენ. წამყვანი მწარმოებლების საფირმო სუნამოების შტრიხ კოდები: აშშ და კანადა – 00-09, საფრანგეთი – 30-37, ინგლისი – 50, ესპანეთი – 84, იტალია – 80-83, გერმანია – 400-440.

3. პარტიის სერიული ნომერი

ჩვეულებრივ ნამდვილ სუნამოს ბოთლის ძირზე აქვს მცირე სტიკერი, სადაც პარტიის სერიული ნომერი და სუნამოს დასახელებაა მითითებული, მაგალითად „Eau de Toilette, 50 ml“. სერიულ ნომერზე ციფრების და ასოების რაოდენობა მწარმოებელ ქვეყანაზეა დამოკიდებული. თუ პარტიის ნომერში განსხვავება დაინახეთ, ეს ყალბი სუნამოა.

4. ყუთის შიგნით მუყაოს კარკასი

ორიგინალური სუნამო ყუთის შიგნით სპეციალური „კარკასით“ არის გამაგრებული, რომელიც სუნამოს ბოთლს რყევის და ნჯღრევის საშუალებას არ აძლევს. ძალიან ბევრ ყალბ სუნამოს ასეთი „საყრდენი“ არ აქვს. სწორედ ამიტომ, ყუთი ოდნავ შეანჯღრიეთ და მიხვდებით კარკასი აქვს თუ არა.

5. დამამზადებელი ქვეყანა

სუნამოს მწარმოებელი ცნობილი ქვეყნები ჩვეულებრივ წვრილი შრიფტით უთითებენ „Made in USA” ან “Made in France”. თუ ყუთზე მითითებულია, რაღაც ამდაგვარი „Milan-NY-London”, ეს ღირებული სუნამო ნამდვილად არაა.

6. შეფუთვაზე მთავარი ინფორმაცია სუნამოს შესახებ

ორიგინალის შეფუთვაზე პარფიუმის დამზადების თარიღის, გამოყენების ვადის და პროდუქტის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის იპოვით. ყალბ ნიმუშებზე ასეთი ინფორმაცია ჩვეულებრივ არაა.

7. ღირებულება

ეს ძალიან სადაო პუნქტია, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. პროდუქტის მიახლოებითი ფასის შესახებ შეგიძლიათ მწარმოებლის საიტზე გაიგოთ და თუ ასეთ პროდუქტს ძალიან დიდი ფასდაკლებით ან ნახევარ ფასში იპოვით, შეგიძლიათ თამამად გვერდი ჩაუაროთ. ნამდვილი პარფიუმერია ნამდვილ ფასზე რამდენჯერმე იაფი ვერ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ელიტურ პარფიუმს თავიდანვე მაღალი თვითღირებულება აქვს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.